“თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს სურთ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება, დეზინტეგრაციის პროცესით”

68
spot_img

თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს სურთ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება, დეზინტეგრაციის პროცესით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის პარალელურად, ევროკავშირში იზრდება მისი მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკური „მეგობრების“ ანტიევროპული აქტივობები.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპა ახლა ორმაგ შეტევას განიცდის: გარედან და შიგნიდან.

„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დროს, როდესაც უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ევროპა. უკრაინაზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი არ აფასებდა და არასწორად აღიქვამდა პუტინს, მის დაგეგმილ ქმედებებს. თავს ნუ მოვიტყუებთ: „პუტინის მეგობრებს“ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, დეზინტეგრაციის პროცესით. პუტინს სურს, თავის სასარგებლოდ გავლენა მოახდინოს ამ წელს დასავლეთის ყველა მომავალ გადაწყვეტილებაზე – ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, გერმანიის არჩევნებზე ზაფხულის ბოლოს და აშშ-ის არჩევნებზე ნოემბერში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.