“ჭიჭეს დონემ თავის მაქსიმუმს რუსულ википедия-ში რომ მიაღწია, ზუსტად ამიტომ ცნობილი მიმართულებით გაუშვეს ის ქართველმა ახალგაზრდებმა გასული წლის 10 მარტს აქციიდან”

21
spot_img

„Выдающийся* (რუსული ვიკიპედიის მიხედვით) ქართველი პოლიტიკოსის, ჭიჭე ვაშაძის ძირითადი არგუმენტი გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ შემდეგია: „შოლცმა რომ თქვა, თქვენთვის შოლცი არაფერს ნიშნავს და ა.შ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

„ჩვენ კი არა, გერმანული bild.de-ს თანახმად, შოლცი გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ბევრ არაფერს აღარ ნიშნავს. წლის დასაწყისის რეიტინგების მიხედვით, მისი პირადი პოპულარობა საკუთარ ამომრჩეველში 13%-მდე დაეცა.

მანამდე, მისმა პარტიამ კატასტროფული მარცხი განიცადა ბავარიის არჩევნებში. გუშინდელი ჩინეთის ვიზიტის სამარცხვინო დებიუტის შემდეგ კი, სადაც უდიდესი ევროპული სახელმწიფოს ლიდერს აეროპორტში ქალაქ ჩუნცინის ვიცე-მერი შეხვდა, ეს რეიტინგი შესაძლოა კიდევ უფრო დაცემული დაგვხვდეს. შოლცით შეშინებული ჭიჭეს მიერ ქართველი ხალხის შეშინება და მისი „ევროპულობა” სავსებით ლოგიკურია, შოლცისა და ჭიჭეს პარტიული რეიტინგების იდენტობის ფონზე.

ჭიჭეს „ევროპულობა” წყდება იქ, სადაც ის ვერ „გვარცხვენს” უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, იტალიის, სერბეთისა და სხვა ევროპული მოსაზრებებით, რომლებიც ბოლომდე იცავენ საკუთარ იდენტობას, თვითმყოფადობას და ღირსებას. ასე რომ, ჭიჭეს დონემ თავის მაქსიმუმს რუსულ википедия-ში რომ მიაღწია, ზუსტად ამიტომ ცნობილი მიმართულებით გაუშვეს ის ქართველმა ახალგაზრდებმა გასული წლის 10 მარტს აქციიდან. შარშანდელივით, ის, ასევე გააძევეს საკომიტეტო მოსმენებიდან იმავე მისამართით“, – წერს დავით ქართველიშვილი.