პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების მოძრაობა გადაკეტეს

31
spot_img

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო მანქანების მოძრაობა ოთხი მიმართულებით სრულად გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელზე, ანდრეი დემჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრეი დემჩენკოს თქმით, სამშაბათის დილის მდგომარეობით, პოლონეთის საზღვართან სულ 1 500 სატვირთო მანქანა არის გაჩერებული.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსები საზღვარს თავისუფლად კვეთენ, ამ კატეგორიის ტრანსპორტისთვის მოძრაობა საზღვრის მეორე მხარეს შეზღუდული არ არის.