ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს

23
spot_img

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები დატოვეს.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

უწყებაში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ გაბუნია დაინიშნა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრიმ მოვალეობის შემსრულებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრად 11 მარტს დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.