,, თითოეული ოპოზიციური პლატფორმა არის დე ფაქტო კოალიცია”- დავით ბერძენიშვილი

15
spot_img

თითოეული ოპოზიციური პლატფორმა არის დე ფაქტო კოალიცია, – აღნიშნულის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

„4 იქნება, 3 თუ 5, ეს საბოლოოდ ზაფხულში გამოჩნდება. მთავარი და არსებითი არის ის, რომ თითოეული ის ოპოზიციური პლატფორმა, თითოეული ნომერი არის დე ფაქტო კოალიცია. 5 ნომერიც არის დე ფაქტო კოალიცია. „სტრატეგია აღმაშენებლიც“ ხომ იქ არის? არავინ არ აპირებს საკუთარი პარტიების გაუქმებას.

მათ შორის არც სხვა პლატფორმებშიც რომ აღმოჩნდება, ვვარაუდობ, სხვადასხვა პარტიის ლიდერი ერთი თუ ორი წარმომადგენლით, არც ისინი დააპირებენ გაუქმებას პარტიების, უბრალოდ მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ ხელისუფლებამ იცის, მისი მარცხის ფორმულა არის დე ფაქტო კოალიციები, ამიტომ ამ კოალიციებს და ამ ბლოკებს ქოლავს“, – აღნიშნა ბერძენიშვილმა სატელევიზიო ეთერში.