ვერ დაასახელებს ვერც პრეზიდენტი, ვერც ევროკომისია და ვერც ვენეციის კომისია ქვეყანას, სადაც მსგავსი წესი მოქმედებს. რა თქმა უნდა, საქართველო ექსპერიმენტების საგანი ვერ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხზე საუბრისა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებზე კომენტარი გააკეთა.
„პირდაპირ იკითხება, რა გეგმა აქვთ რადიკალებს, რა სურს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და მათ შორის, სალომე ზურაბიშვილს, რომ მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაცია და მისი ფუნქციები გადაიბაროს მოადგილემ, რომელიც „ლელოს“ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია. ვერ ნახავთ, ვერ დაასახელებს ვერც პრეზიდენტი, ვერც ევროკომისია და ვერც ვენეციის კომისია ქვეყანას, სადაც მსგავსი წესი მოქმედებს. რა თქმა უნდა, საქართველო ექსპერიმენტების საგანი ვერ იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მოტივირებული შენიშვნებით, გაუმართავი და არათანმიმდევრულია. ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ცესკო ერთპარტიულად დაკომპლექტებაა, რაც მათივე მტკიცებით, ხელს შეუშლის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.