„დონალდ ტრამპის კომენტარები სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლასთან დაკავშირებით“ – Boston Herald

55
spot_img

აშშ-ის გაზეთი „ბოსტონ ჰერალდი“ (Boston Herald) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის კომენტარები სოციალურ ქსელში ჯო ბაიდენის კონგრესში გამოსვლასთან დაკავშირებით“ (ავტორი – ჯო დუინელი), რომელშიც შეკრებილია ყოფილი პრეზიდენტის კომენტარები მოქმედი პრეზიდენტის მოხსენების მიმართ („ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“), რომლითაც ჯო ბაიდენი 7 მარტს კონგრესში გამოვიდა.

დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში (Truth Social) ონლაინ-რეჟიმით უკეთებდა კომენტარს ჯო ბაიდენის გამოსვლას“, – ნათქვამია სტატიაში, – თანაც იმდენი მსურველი იყო კომენტარების წაკითხვისა, რომ სოციალური ქსელი გადაიტვირთა და პერიოდულად ითიშებოდა.

პირველ რიგში რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი ჯო ბაიდენის გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პრეზიდენტი მუდმივად ახველებდა და მარჯვენა ხელს პირზე იფარებდა. „არ ჩამოართვა ხელი არავის გამოსვლის შემდეგ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა (ალბათ, ვირუსები ექნებაო). მან ასევე ირონიული შენიშვნა გააკეტა იმაზეც, რომ ჯო ბაიდენს ხანდახან ენა ებმოდა: „ეჰ, ცუდად გაქვს საქმე, სიტყვებს ძლივძლივობით ლაპარაკობ“.

ცალკე პოსტით გაუკეთა კომენტარი დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის განცხადებას ეკოლოგიურ პოლიტიკაზე: „სხვა ქვეყნები დასცინიან ჩვენს უგუნურებას. ჯო ბაიდენის „მწვანე თაღლითობა“ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს“.

დონალდ ტრამპმა იქვე პოსტად გამოაქვეყნა ჯო ბაიდენის ფოტოშოპი ვლადიმერ პუტინთან ერთად და მიაწერა: „მოწონებულია ვლადიმერ პუტინის მიერ“.

დონალდ ტრამპმა უყურადღებოდ არ დატოვა ჯო ბაიდენის ნათქვამი განათლებისა მდგომარეობაზე: „ბაიდენი დიდ დროს უთმობს იდეოლოგიას, ვიდრე სტუდენტთა სწავლების მდგომარეობას“. რაც შეეხება კრიმინოგენურ მდგომარეობას, ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა: „ყველაზე უარესი დანაშაულებრივი ტალღა აშშ-ის ისტორიაში“.

ყოფილმა პრეზიდენტმა კომენტარი გაუკეთა საგარეო პოლიტიკურ სიტუაციას, განსაკუთრებით ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტს და ჯო ბაიდენის მოხსენების ეს ნაწილი ამგვარად შეაფასა: „სწორედ შენი პოლიტიკის გამო ნადგურდება ახლო აღმოსავლეთი“.

წყარო