როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

66
spot_img

20 თებერვალს ქუთაისში +12 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

იწვიმებს ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +10 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.

ბორჯომშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +6 იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვაა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +8 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში მოთოვს, დღე +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმიანი დღე იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +11 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.