როგორ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები სახლებში დაბრუნდნენ? – პეტრე ცისკარიშვილი

29
spot_img

როგორ შეიძლება შენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს ქვეყანა, რომელიც ხმას არ აძლევს რეზოლუციას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ.

„ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ყველა ლოგიკურად ხმას უნდა აძლევდეს იმას, რომ ქართველი დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ. რანაირი სტრატეგიული პარტნიორია ქვეყანა, რომელიც ასეთ რეზოლუციას მხარს არ უჭერს?! უკვე ყველაფერი გასაგებია და ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ისტორიულად უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი, ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ ახალი, რაღაც სტრატეგიული ურთიერთობების და პარტნიორობის გამოგონებები შორს ვერ წაგვიყვანს და რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ამ უარყოფითმა გადაწყვეტილებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.