“კონგრესმენი ახსენებს სააკაშვილს, რომელიც თურმე ციხეში იტანჯება და თურმე პოლიტპატიმარია” – გურამ მაჭარაშვილი

29
spot_img

“კონგრესმენი ახსენებს სააკაშვილს, რომელიც თურმე ციხეში იტანჯება, რომელიც თურმე პოლიტპატიმარია. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ იქვე ლოკალური ომის პარტიის წარმომადგენელი შეეწინააღმდეგა და თქვა, რომ სააკაშვილი ციხეში არ არის და იმყოფება საავადმყოფოში, არ იტანჯება და ყოველდღიურად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“ამით შეურაცხყოფას აყენებ საქართველოს მოსახლეობას, როდესაც უგულებელყოფ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი არათუ არ იტანჯება, არამედ ის კარგად არის და გამამტყუნებელი განაჩენი სწორად ამის გამოტანილი”, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.