პარლამენტი საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დღეს განიხილავს

12
spot_img

პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოს დღეს განიხილავს და დაძლევს. მოტივირებული შენიშვნებიდან ირკვევა, რომ ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, რომ ცესკოს, გადაწყვეტილების მისაღებად ორ/მესამედიანი კვორუმის, ანუ 12-ხმის ნაცვლად, 9 ხმა დასჭირდება. გარდა ამისა, ზურაბიშვილი იმ საბჭოს შენარჩუნებას ითხოვს, რომელიც წლებია არასამთავრობო სექტორის უარის მიზეზით აღარ არსებობს.

„ვეტო ყველა შემთხვევაში დაძლეული იქნება, რადგან ჩვენ გვჭირდება, რომ საარჩევნო კომისიას ჰქონდეს საშუალება მაღალ ორგანიზაციულ დონეზე ჩაატაროს 26 ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ დღეს ბევრი რამ, მათ შორის საარჩევნო კომისიის მუშაობა ნორმალურ, სამართლებრივ, ევროპულ სტანდარტებს დავუბრუნეთ“, – აღნიშნავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.