საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის ჩვენება რეგიონებშიც გაიმართება

20
spot_img

ევრო 2024-ზე ეროვნული ნაკრების მატჩების ჩვენება გულშემატკივრებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქვეყნის ყველა ქალაქსა და დაბა ბაკურიანში ისევ გრძელდება.

დღესაც, ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში ადგილობრივებს საშუალება ექნებათ მეტი მუხტითა და ემოციით, დიდი ეკრანიდან ერთად უგულშემატკივრონ „ჯვაროსნებს“. ადგილზე მეწარმეების მიერ მოწყობილია კვების სივრცეები, იქნება საზეიმო მსვლელობები, მუსიკალური პროგრამები და სპორტული აქტივობები.

საქართველოსა და პორტუგალიას შორის გადამწყვეტი მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე, გელზენკირხენში გაიმართება.