როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24
spot_img

26 ივნისს ქუთაისში +24 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

ფოთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმს. დღე +23 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.

ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გორში დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმას და ელჭექს ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.