Home Blog Page 918

ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების გრანპრის მფლობელი კომპანია ასკანელი ძმები გახდა

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის  XXIII დაჯილდოების გრანპრის მფლობელი კომპანია ასკანელი ძმები – ირაკლი უგლავა გახდა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, ძალიან დიდი და საინტერესო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც, უკვე ათეული წლებია, ბაზარზე არსებობენ და მათ შორის ჩვენი კომპანიის გამორჩევა ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, ყველა წარმატების საფუძველი არის თავდაუღალავი შრომა, რასაც, ჩვენი კომპანია უკვე 25 წელია ახორციელებს. მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია სწორედ ისიც, რომ ჩვენ ვართ ალკოჰოლის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიათა ხუთეულში. ვაწარმოებთ ღვინოს, ჭაჭას, ცქრიალა ღვინოს, უამრავი დასახელების პროდუქტს, ვმუშაობთ 27-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტის მიმართულებით.
დღევანდელი წარმატებაც, სწორედ ჩვენი მრავალ ასეული თანამშრომლის შრომის შედეგია, – აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ეროვნული ჯილდოს მფლობელი, კომპანია, “ასკანელი ძმების” გენერალური დირექტორი, ირაკლი უგლავა.

დღეს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი, ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია, საუკეთესო დამსაქმებელო, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი გამოავლინა. მედიამ – რჩეულ ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა – რჩეული მედია.

მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე – კახა კალაძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე

მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სიახლე არაფერია და ისინი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახეები არიან.

„სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე. როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი „ლუზერები“ არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თუმცა ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შესაბამის პასუხს გასცემს.

„დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლილია და ის სუბიექტები, რომლებიც ამ მოძრაობაში იყვნენ, სხვადასხვა პოლიტიურ პარტიას წარმოადგენენ, მაგრამ მცდელობა აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ ახალი სახეები მოჰყავთ. რომ ჩამოვთვალოთ გვარებით, რომელი ერთია ახალი სახე? ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალია – ზოგი შეიძლება პოლიტიკურ პარტიაში იყო, ზოგი სხვა მიმართულებით, მაგრამ იქიდან აზიანებდა ქვეყანას. ასე რომ, ერთნი არიან. როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც აანალიზებს, რა ხდება ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში, ამ რადიკალებთან გაერთიანდეს ან დაუჭიროს მხარი?! შეუძლებელია, წარმოუდგენელია. ისინი არიან მავნებლები, რადიკალები. როგორც ყოველთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მათ გასცემს პასუხს და მიუჩენს შესაბამის ადგილს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახალ გაერთიანებებს ქმნიან, წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

„როგორ შეიძლება სიახლეზე ვისაუბროთ? შეხედეთ მათ სახეებს, ვინ არიან. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაც იყო და მეგონა, ვიღაცის გასვენება იყო. გულწრფელად ვამბობ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა რაიმეში წარმატებას მიაღწიონ? გადახედეთ მათ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორ მოქმედებდნენ, რას აკეთებდნენ. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. თუ რაიმე უბედურება, სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს და გააკეთოს, ყველაფრის მკადრებლები არიან. როგორ შეიძლება, პოლიტიკოსი გერქვას, გიყვარდეს შენი ქვეყანა და დარბოდე უცხოეთში, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს, დაასანქცირონ და ა.შ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან და ყველა რადიკალი ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გავისროლოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს შეხვედრის დროს უთხრა, რომ „უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია“ – Reuters

გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ, – გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა.

მოდის განცხადება რუსეთის მიერ 8 ივლისს კიევში საბავშვო კლინიკაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მოყვა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია.

„მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია“, – განაცხადა მოდიმ.

ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით კახა კალაძის შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება.

მერია საზოგადოებას მოუწოდებს, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან მათი თქმით, აღნიშნული საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

„გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ე.წ. ფეიქ ნიუსებს. კერძოდ, ბოლო დღეების განმავლობაში ყალბი „ექაუნთებისა” და საიტების საშუალებით ვრცელდება დეზინფორმაცია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შესახებ.

საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ არ შევიდნენ შეცდომაში, არ გადავიდნენ აღნიშნულ საიტებზე, რადგან ეს არის, სავარაუდოდ, თაღლითური მიზნით სარეკლამო დანიშნულებით შექმნილი საიტები. მსგავსი სახის საიტები მიმართულია მეტი ადამიანის მოზიდვისა და თაღლითურ სქემებში საზოგადოების ჩართვისკენ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, რაც აღნიშნულ საიტებზეა მოცემული, სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გთხოვთ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ან უშუალოდ კახა კალაძის შესახებ გავრცელებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადაამოწმოთ დედაქალაქის მერიის პრესსამსახურთან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოება მიმდინარეობს

 მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში, მე- 3 სართულზე ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიალს და გალა ვახშამს მართავს.

წლებია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პროექტმა, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების პერსპექტივა.

პროექტის მიზანია: ექსპერტებთან ერთად, ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა და რაც მთავარია, ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.

დაჯილდოების ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდებიან. ღონისძიების მთავარი ჯილდო, – “გრან – პრი”, წლის საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენს გადაეცემა, რომელსაც თავად ბიზნესმენები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ.

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში წელსაც დაჯილდოვდებიან საუკეთესო ინვესტორები. Investment Award – ის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს საინვესტიციო პროექტებს.

ოცდამესამე ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გენერალური სპონსორია – სოკარი

ოქროს სპონსორია – ასკანელი ძმები.

სპონსორები არიან:

1. გაერთიანება ღვინო ბოლნისი

2. კავკასიის ავტოიმპორტი

3. პრემიუმ ღონისძიებები

4. თამმენეჯმენტი

ბიზნეს რეიტინგში გამოვლენილი რჩეული კომპანიებია:

1. ავერსი – პაატა კურტანიძე

2. ასკანელი – ირაკლი უგლავა

3. ბათუმის საზღვაო ნავსადგური – ულან ტლეუგალი

4. გაერთიანება ღვინო ბოლნისი – გურამ ავქოფაშვილი

5. დუგლაძეების ღვინის კომპანია – დავით დუგლაძე

6. საზღვაო ხაზი ე-60 – შალვა წაქაძე

7. ენდითი გლობალი – ალბენს ბუშატი

8. ესპო + მალხაზ იასაშვილი

9. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი – ბადრი წილოსანი

10. თამ მენეჯმენტი – პანტიკო თორდია

11. იმპოსტი მეპი – ვაკო კუვშინოვი

12. კავკასიის ავტოიმპორტი – გიორგი სურგულაძე

13. ლიბრე – ნანა ხარაული/თემურ ალექსანდრია

14. ნიკორა სუპერმარკეტი – თემურ ალექსანდრია/მარინა ნიკოლაიშვილი

15. ომნო – კახა გელაშვილი

16. პანე – ტატო ივანიაშვილი

17. პე ეს პე – ვაჟა ოქრიაშვილი

18. პრემიუმ ღონისძიებები – ნიკოლოზ კობახიძე

19. პროსერვისი – რევაზ ნატროშვილი

20. სოკარი – მაირ მამედოვი

21. ჯორჯიან პროდაქტსი – დავით ბარდაველიძე

მედიამხარდამჭერები:

1. იმედი

2. რუსთავი 2

3. POSTV

4. BMG

5. რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”

6. GT TV

7. რადიო “ჯორჯიან თაიმსი”

8. Award.com.ge

მხარდამჭერები:

1. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2. ფინანსთა სამინისტრო

3. ყაზახეთის საელჩო

წლების მანძილზე ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

1. TBC ჯგუფი – მამუკა ხაზარაძე

2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია – თემურ ჭყონია

3. ყაზბეგი – გოგი თოფაძე

4. ყაზბეგი კასტელი – გოგი თოფაძე

5. GWS – ლევან გაჩეჩილაძე

6. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

7. თბილავიამშენი – პანტიკო თორდია

8. TBC ბანკი – ვახტანგ ბუცხრიკიძე

9. გაერთიანებული ქართული ბანკი – ვანო ჩხარტიშვილი

10. შპს სამგორი 94 – ავთო წერეთელი

11. ჯეოსელი – ოსმან თურანი

12. ჯეოსელი – ოსმან თურანი

13. ჯეოსელი – ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14. სოკარ ენერჯი ჯორჯია – მაჰირ მამმედოვი

15. საქართველოს ბანკი – ირაკლი გილაური

16. ვისოლ ჯგუფი – სოსო ფხაკაძე

17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია – დავით ზუბიტაშვილი

18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი – ზურაბ გელენიძე

19. კომპანია ავერსი – პაატა კურტანიძე

20. ჯეორჯიან პროდაქტს – დავით ბარდაველიძე

21. არემჯი – თორნიკე ლიპარტია

22 “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე 

გასული წლების Investment Award – ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი

2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი

3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

4. აი გრუპი და კახაბერ გულედანი

5. სოკარი და მაირ მამედოვი

ტრადიციულად, ბიზნეს  რეიტინგის საზეიმო გალა ვახშამს, მონაწილე კომანიების წარმომადგენლებთან ერთად,   საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები,საპატიო სტუმრები უცხოეთიდან, პოლიტოლოგები, ექსპერტები,  ინტელიგენციის, დიპლომატიური კორპუსის, და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან.

ძველი „ნაციონალური მოძრაობის“ დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ რაღაც ახალს ქმნიან – ირაკლი ქადაგიშვილი

როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციის ქმედებებს, – ამ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

ქადაგიშვილმა ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის საზეიმო განწყობას არ მივაქცევთ ყურადღებას, ახალი ფაქტობრივად არაფერი ხდება.

„თუ საზეიმო განცხადებებს ყურადღებას არ მივაქცევთ და უბრალოდ მშრალად შინაარსს შევხედავთ, მარტივია, არაფერი სიახლე არ ხდება. არის ერთიანი დიდი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შინაარსობრივად ერთიანია, მაგრამ შიდა შეუთავსებლობის გამო, ანუ ადამიანური ფაქტორების გამო, რამდენიმე ნაწილადაა დაშლილი.

ეს არის ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“ ჯაფარიძე აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“, მელია– გვარამია აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“ და ხოშტარია ასევე „ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი ისედაც იყვნენ ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაჯგუფებულები, ახალა საარჩევნო საზეიმო განწყობით გამოგვიცხადეს. არაფერი რაიმე სიახლე აქ არც პოლიტიკური კონფიგურაციის სახით და არც ელექტორალური ახალი მიგნებების სახით არ გვაქვს.

ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც დანაწევრებული იყო, და ახლა ეს დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ ჩვენ ახალა რაღაც ახალს ვქმნით, რაღაც გაერთიანებას ვქმნით, რაღაც გრანდიოზულს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების თამაშია. შინაარსობრივად პერსონების დონეზე კი არის ერთი და იგივე ადამიანების თავშეყრის ადგილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კითხვაზე, გაერთიანდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ პარტიებთან, ქადაგიშვილი უპასუხებს, რომ ზურაბიშვილისგან მათთან გაერთიანების რაიმე ნაბიჯები არ ჩანს.

„თვითონ სალომე ზურაბიშვილი როგორც ჩანს არ აპირებს არანაირ საარჩევნო სიაში ყოფნას. მისი დავალება არის რომ საპრეზიდენტო პოზიციიდან გარკვეული საბოტაჟი გასწიოს ყველაფერზე რაზეც კი შესაძლებელი იქნება. ის როგორც კი არ იქნება პრეზიდენტის პოზიციაზე მისი პოლიტიკური ფასი საერთოდ ნულდება. ამ შემთხვევაში მის ვეტოს და გადაწყვეტილებებს რაღაც დამაზიანებელი ძალა გააჩნია, მაგრამ როცა არ იქნება პრეზიდენტი არანაირი ძალა და პოლიტიკური ღირებულება აღარ ექნება“, – აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

ქადაგიშვილი პაველ ჰერჩინსკის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი განცხადებები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებს.

„საბოლოოდ რაიმე ახალი და განსაკუთრებული, ის რაც აქამდე არ გვინახავს არ იქნება. ელექტორალური ველიც დაახლოებით ისეთივე იქნება. ასეთი ტიპის განცხადებები, რა განცხადებებითაც დღეს ბატონი ჰერჩინსკი გამოვიდა, ან შეიძლება ხვალ კიდევ რაღაცა ამდაგვარი განაცხადონ, მიმართულია იქითკენ, რომ აი ამ ძველ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამენაირად სიცოცხლისუნარიანობა მისცენ, შთაბერონ და სპეკულირებენ. ამ მიზნების მისაღწევად საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებს აზიანებენ“, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული  გვაქვს ვალდებულებები, რასაც ვასრულებთ, შესაბამისად, სამხედრო დახმარების გაყინვაზე მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია – ილია დარჩიაშვილი

საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე, აღებული გვაქვს ვალდებულებები, რასაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ სამხედრო დახმარების გაყინვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ვაშინგტონში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპაცია, არსად არ წასულა. მისივე განცხადებით, საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლოს საფრთხეებთან გამკლავება.

“ზოგადად, მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ უნდა შეძლოს საფრთხეების თავიდან აცილება. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად არ წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ ჩვენ უფრო მეტად შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე დაუბრუნდება თავის ძველ ნიშნულს და ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები, ჩვენ თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს,” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოს არც ერთი პროცესი არ შეუჩერებია, თანმიმდევრულად აგრძელებს რეფორმების დღის წესრიგს, ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს მთავარ მიზნამდე და ეს არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა.

“მე არ ვიხმარდი ისეთ, ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკრო დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ დღეს თუ ამ მიმართულებით არის გამოწვევები მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მე იგივე შემიძლია გავიხსენო, გვქონდა ჩვენ კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ სტატუსი მიეღო ქვეყანას და მსგავსი ტიპის ოპტიმიზმი მაქვს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ძალიან მალე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებსაც, რომელიც არის ძალიან გრძელი, რთული პროცესი, თუმცა, ჩვენ მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ საქართველო შეუქცევადად ვატაროთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე,” – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, -ოკუპაცია არსად წასულა – ილია დარჩიაშვილი 

მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად წასულა, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებას თავდაცვის ძალებისთვის 30-მილიონიანი გრანტის გაყინვის თაობაზე.

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები საბოლოო ჯამში ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს სწრაფვას ვერ შეაფერხებს.

„საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, რათა საფრთხეებთან გამკლავება უფრო მეტად შევძლოთ. შესაბამისად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები კვლავ დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ვფიქრობ, რომ ზოგადადაც საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ მივცემდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. ვფიქრობ, რომ ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს თავდაცვის ძალები ევროკავშირმა გამოყოფილი გრანტის გარეშე  დატოვა. საუბარია 30 მილიონ ევროზე, რომელიც ახლა სამოქალაქო სექტორს და მედიას მოხმარდება.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7511 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7511 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7511 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7399 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9783 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9670 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა

თიბისის მხარდაჭერით, წლის მთავარი ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდა 

თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა. კონფერენციის მიზანი ტექნოლოგიური კომუნის ერთად შეკრება, მათი გაძლიერება და ინსპირაციის მიცემა იყო. თიბისიმ უკვე მესამედ დაუჭირა მხარი კონფერენციას და მასში მონაწილეობაც მიიღო როგორც წამყვანმა  ტექნოლოგიურმა კომპანიამ.  

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ.     

თიბისი კონფერენციაზე წარმოადგინეს ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილემ,  იური სემენიხინმა და მონაცემთა ანალიზის გუნდიდან მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ. 

იური სემენიხინმა შეკრებილ ადამიანებს გაუზიარა ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე. ხოლო მანანა ქირიამ და ლაშა ფანცხავამ  MSOps და AI-ს თემებზე ისაუბრეს.

წლევანდელმა კონფერენციამ 500-ზე მეტი ადამიანს უმასპინძლა,  მათ შორის იყვნენ მოწვეული უცხოელი გამომსვლელები. კონფერენციის ფოკუსი სამი ძირათი თემის გარშემო იყო მიმართული:  FinOps, ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერ-უსაფრთხოება, Big Data და AI.  

R

როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა – პაპუაშვილი

როდესაც 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველო ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ.

,,უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ (“ქართული ოცნების” ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია, ჩაშლას გადაარჩინა. ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა ენერგეტიკულ პოლიტიკაზე – რას წერს უცხოური პრესა

თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია TRT (Turkish Radio and Television Corporation) თავის ვებ-საიტზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის ომმა ენერგეტიკულ პოლიტიკაზე“, რომელშიც დღევანდელ სიტუაციაში ევროპის (ევროკავშირის) ქვეყნების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის საკითხებია განხილული.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


რუსეთ-უკრაინის ომმა, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო, დიდი შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, რომელიც ბუნებრივი აირის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობდა.


ევროკავშირის შეზღუდვების შემდეგ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ბუნებრივ გაზს მხოლოდ რუბლში გაყიდის. ამის შემდეგ მოსკოვმა შეზღუდა გაზის ექსპორტი ევროპაში. ამ ვითარებამ გამოიწვია გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდა, განსაკუთრებით 2022 წლის მეორე ნახევარში. სწორედ ამ მომენტში ააფეთქეს გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი“, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებას უზრუნველყოფდა გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით.


მოთხოვნის ზრდასთან ერთად ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასები კვლავ გაიზარდა. ამ ვითარებამ მთელს მსოფლიოზე და განსაკუთრებით ევროპაზე უარყოფითად იმოქმედა.


ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ყიდულობს, მილსადენური გაზის ნაკადის შეწყვეტის შემდეგ თხევად ბუნებრივ გაზზე (LNG) გადავიდნენ. ევროკავშირის LNG იმპორტი გაორმაგდა 2019 წლიდან 2023 წლამდე. ამ პერიოდში ნორვეგია გახდა ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდა ევროპას, 53,4 პროცენტით. მას მოჰყვა ალჟირი 15,9 პროცენტით.
თუმცა, კრიზისმა ღრმად იმოქმედა ევროპაზე. 2022 წლის მეორე ნახევარში გერმანიამ და საფრანგეთმა დაზოგეს პაკეტები. დიდი შეზღუდვები იყო საჯარო დაწესებულებების გათბობასა და განათებაზე.


რა მდგომარეობაა ამჟამად?


ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ მოთხოვნას თხევად ბუნებრივ აირზე.


ევროკავშირის ენერგეტიკის რეგულატორების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ LNG-ს გლობალური მოხმარება რეკორდულად გაიზარდა – 40 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით და მიაღწია 557 მილიარდ კუბურ მეტრს.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ევროპაში წარმოქმნილი ენერგეტიკული კრიზისის მოგვარება სურდათ LNG-ზე გადასვლისა და შენახვის გზით, გერმანიამ მიაღწია LNG-ს იმპორტის ყველაზე მაღალ ზრდას მის მიერ ექსპლუატაციაში შესული ობიექტებით.
ევროკავშირის ქვეყნებმა შეისყიდეს 134 მილიარდი კუბური მეტრი LNG, საიდანაც დაახლოებით 18 მილიარდი კუბური მეტრი რუსეთიდან იყო შეძენილი.


საფრანგეთმა შეიძინა 30 მილიარდი კუბური მეტრი LNG, ესპანეთმა კი 25 მილიარდი კუბური მეტრი. ამ ქვეყნებს მიჰყვნენ ნიდერლანდები, იტალია და ბელგია.


გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებმა მარტში მილსადენებით სულ 14 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შეიტანეს. ეს მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტით გაიზარდა.


რუსეთის მიერ ევროკავშირში მილსადენებით გაგზავნილი ბუნებრივი აირის რაოდენობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 23 პროცენტით გაიზარდა და 7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. რუსეთიდან ევროკავშირში გაგზავნილი გაზის 53 პროცენტი თურქეთის გავლით გადადიოდა.


ევროკავშირის მიერ მილსადენებით შეძენილი ბუნებრივი აირის რაოდენობა მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4 პროცენტით გაიზარდა. მარტში გაზის იმპორტი 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში მილსადენით გაზის ყოველთვიური იმპორტის ყველაზე მაღალი დონე იყო.


მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი გაზის ექსპორტი ევროკავშირში მილსადენით ნორვეგიიდან 57 პროცენტი, რუსეთიდან 18 პროცენტი და ალჟირიდან 17 პროცენტი განხორციელდა.


რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროკავშირმა დააჩქარა განახლებადი ენერგიის ინვესტიციები. 2023 წელს ევროკავშირმა ელექტროენერგიის 44 პროცენტი მწვანე ენერგიის წყაროებიდან გამოიმუშავა და რეკორდი მოხსნა. აქედან 27 პროცენტი ქარისა და მზის ენერგიას შეადგენდა.
ბევრმა ქვეყანამ გადადო ატომური ელექტროსადგურების დახურვის გეგმები. გერმანიისა და საფრანგეთის ძლიერი ზეწოლის გამო, ატომური ელექტროსადგურები კლასიფიცირებული იქნა, როგორც „მწვანე ენერგია“.


ომმა შეერთებული შტატები ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზეც შეიყვანა. LNG-ს ხელშეკრულება ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2022 წელს გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ შეიძინონ აშშ-დან წელიწადში 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე LNG.