ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების გრანპრის მფლობელი კომპანია ასკანელი ძმები გახდა

64
spot_img

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის  XXIII დაჯილდოების გრანპრის მფლობელი კომპანია ასკანელი ძმები – ირაკლი უგლავა გახდა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე, ძალიან დიდი და საინტერესო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც, უკვე ათეული წლებია, ბაზარზე არსებობენ და მათ შორის ჩვენი კომპანიის გამორჩევა ძალიან სასიამოვნოა. ვფიქრობ, ყველა წარმატების საფუძველი არის თავდაუღალავი შრომა, რასაც, ჩვენი კომპანია უკვე 25 წელია ახორციელებს. მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია სწორედ ისიც, რომ ჩვენ ვართ ალკოჰოლის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიათა ხუთეულში. ვაწარმოებთ ღვინოს, ჭაჭას, ცქრიალა ღვინოს, უამრავი დასახელების პროდუქტს, ვმუშაობთ 27-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტის მიმართულებით.
დღევანდელი წარმატებაც, სწორედ ჩვენი მრავალ ასეული თანამშრომლის შრომის შედეგია, – აცხადებს “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში ეროვნული ჯილდოს მფლობელი, კომპანია, “ასკანელი ძმების” გენერალური დირექტორი, ირაკლი უგლავა.

დღეს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წლის საუკეთესო ინვესტორი, ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელი კომპანია, საუკეთესო დამსაქმებელო, წლის CSR, უმსხვილესი ექსპორტიორი და იმპორტიორი გამოავლინა. მედიამ – რჩეულ ბიზნესი დაასახელა, ხოლო ბიზნესმა – რჩეული მედია.