ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინს შეხვედრის დროს უთხრა, რომ „უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია“ – Reuters

15
spot_img

გული მიდუღს ტკივილით, როდესაც ვხედავ ბავშვებს როგორ კლავენ, – გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვედრის დროს უთხრა.

მოდის განცხადება რუსეთის მიერ 8 ივლისს კიევში საბავშვო კლინიკაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას მოყვა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა ტკივილის მომტანი და შემზარავია.

„მიუხედავად იმისა, ეს ომი, კონფლიქტი თუ ტერორისტული თავდასხმაა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის სწამს, ტკივილს გრძნობს, როდესაც სიცოცხლეები იკარგება. მაგრამ ასეთ დროსაც, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს კლავენ, გული დუღს ტკივილით, და ეს ტკივილი ძალიან შემზარავია“, – განაცხადა მოდიმ.