Home Blog Page 773

უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი, მამუკა მდინარაძეზე ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილი ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ მზაკვრულად მიპარვის მეთოდს, ნუ გამოვრიცხავთ, ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ -ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი: უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი, მამუკა მდინარაძეზე ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილი ყოფილიყო, თუ გავითვალისწინებთ მზაკვრულად მიპარვის მეთოდს, ნუ გამოვრიცხავთ, ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ
დღეს, 16:21

8

“ჯერ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, ახლა უკვე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატზე დონალდ ტრამპზე მკვლელობების მცდელობის შემდეგ უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი მამუკა მდინარაძეზე ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილიც ყოფილიყო” – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, რადგან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები მოახლოებულ დასარულს გრძნობენ, ცხადია ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომაც ასეთ ფაქტს უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისმა უწყებებმა კი დროულად გამოიძიონ.

“ჯერ სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე, ახლა უკვე აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატზე დონალდ ტრამპზე მკვლელობების მცდელობის შემდეგ უფრო და უფრო ჩნდება ეჭვი მამუკა მდინარაძეზე ელისაშვილის მიერ თავდასხმაც ერთნაირი სცენარის ნაწილიც ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ ელისაშვლის მზაკვრულად მიპარვის მეთოდსა და დარტყმის არეალს, ნუ გამოვრიცხავთ იმას რომ ლიბერალ ფაშისტებს ასეთი განზრახვა ნამდვილად ჰქონოდათ. ნურც ირაკლი კობახიძის მიმართ ოლივერ ვარჰეის ვითომდაც სხვათა შორის გაჟღერებული გაფრთხილება-მუქარა ნუ დაგვავიწყდება. რადგან ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრები მოახლოებულ დასარულს გრძნობენ, ცხადია ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამიტომაც ასეთ ფაქტს უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, შესაბამისმა უწყებებმა კი დროულად გამოიძიონ”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“ – რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „როგორ ააღორძინა ომმა რუსეთის „ჟანგიანი სარტყელი“: ღარიბი რეგიონები სამრეწველო ბუმს განიცდიან, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ისევ ამუშავდნენ“ (ავტორი – პოლინა ივანოვა).

პუბლიკაციაში მიმოხილულია რუსეთის ოდესღაც მდიდარი, მაგრამ პოსტსაბჭოთა პერიოდში გაღარიბებული სამრეწველო რეგიონების მდგომარეობა, სადაც, უკრაინასთან ომის გამო მიღებული სამხედრო შეკვეთებით, ყოფილი საბჭოთა ქარხნები ამუშავდნენ, მოსახლეობა დასაქმდა და ეკონომიკის აღორძინება შეიმჩნევა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთის ერთ-ერთი ქარხნის მუშა ანტონი თავის თვიურ ხელფასს ითვლის, რომელიც 2022 წლიდან თითქმის სამჯერ და მეტად გაიზარდა და არ იცის რა ქნას – სიხარულისგან იცინოს თუ იტიროს. 37 წლის მამაკაცი ტკივილით აცნობიერებს, რომ მისი ხელფასის ზრდა გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით უკრაინაში შეჭრის თაობაზე, რის გამოც რუსული ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა. „ერთი მხრივ, ომია, ადამიანები იღუპებიან, ჩემი ნათესავებიც…“, – მეუბნება ანტონი, რომლის ბიძია უკრაინის ფრონტზე მოკლეს, – „მაგრამ მეორე მხრივ… ქალაქში მრეწველობის აღორძინება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მოსახლეობა დასაქმებულია და მათი მატერიალური მდგომარეობა უმჯობესდება. მე არ მახსოვს ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ, უბრალო ადამიანები, „პროლეტარები“, ამდენ ხელფასს ვიღებდით რუსეთის მთავრობა, სახელმწიფო შეკვეთების სახით, უზარმაზარ თანხებს აბანდებს მრეწველობაში – არმიისათვის იარაღის, საწვავის, კვების პროდუქტების, სამხედრო ტანსაცმლის დასამზადებლად.

ამ ყველაფერმა სამრეწველო ბუმი გამოიწვია: იმ დროს, როცა ყველა ელოდებოდა სანქციების „გარდაუვალ“ შედეგს – რუსეთის ეკონომიკურ დაცემას, პირიქით მოხდა. საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების პროგნოზებით, მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც ბევრად მეტია აშშ-ისა და ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზებზე. ეს ეფექტი ყველაზე მეტად შესამჩნევია რუსეთის ცენტრალურ „ჟანგიან სარტყელში“ (ყოფილი სამრეწველო რეგიონებში), ჩუვაშეთის მაგალითზე, სადაც 1,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სადაც ყოფილი საბჭოთა ქარხნები სრული სიმძლავრით ამუშავდნენ და დღედაღამ სამხედრო პროდუქციას ამზადებენ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის უნარისათვის – შეუძლია თუ არა კრემლს ომის წარმოება უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური გამოფიტვისათვის, რასაც პოლიტიკური კრახიც მოჰყვება. იმ ქარხანაში, რომელშიც ანტონი მუშაობს, ლითონის გამოდნობის მკვეთრი მატება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ანუ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან ექვსი თვის შემდეგ. „სწორედ იმ ხანებში გააცნობიერა მოსკოვმა, რომ ომი გაგრძელდება და ხანმოკლე არ იქნება“, – ამბობს ლაურა სოლაკო ფინეთის ბანკთან არსებული ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი. მთელი რუსეთის მასშტაბით დაიწყო მრეწველობის გადაყვანა სამხედრო პროფილზე.

ჩუვაშეთში, სადაც ომამდე სამხედრო შეკვეთებზე მხოლოდ 7 ქარხანა მუსაობდა, 2022 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 36-მდე გაიზარდა. ამჟამად ჩუვაშეთის მრეწველობა 27%-ზე მეტ პროდუქციას უშვებს, ვიდრე ომამდე. ეს უდიდესი ზრდაა. უმუშევრობა მინიმუმამდე – 2,2%-მდე შემცირდა, მატერიალური ანაზღაურება გაიზარდა – საშუალოდ ომამდელი 40 ათასი რუბლიდან (450 დოლარიდან) 120 ათას რუბლამდე (1350 დოლარამდე). ჩებოქსარის ქარხნებს მუშახელი არ ჰყოფნით, სამუშაოზე პენსიონერებსაც კი იწვევენ. „სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში საბჭოური გამოცდილება უკვე დაკარგულია, ხარატებისა და ზეინკლების მომზადება აღარ ხდება, ამიტომ ქარხნები იძულებულნი არიან სამსახური პენსიონერებსაც შესთავაზონ. ისინი კმაყოფილნი არიან, რადგან პენსიაც უნარჩუნდებათ და დამატებით გაზრდილ ხელფასს იღებენ“, – ამბობს ეკონომისტი ნატალია ზუბარევიჩი, – თუმცა, რასაკვირველია, ხელფასების ზრდა ინფლაციას იწვევს, მატულობს კვების პროდუქტების ფასი, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მოსათმენია“.

სოციოლოგების აზრით, რუსეთის ეკონომიკის ზრდა ბუნებრივია, გავლენას მოახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ შეხედულებებზე, ანუ კიდევ უფრო გაიზრდება ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა უკრაინასთან ომის საკითხში. ომის დაწყების პირველ თვეებში დასავლელი პოლიტიკოსები იმედოვნებდნენ, სანქციების ნეგატიური ეფექტი რუსეთის მოსახლეობას ომის საწინააღმდეგოდ განაწყობდა, ცარიელი ჯიბე და საფულეები, ცარიელი მაცივრები ტელევიზიით ომის პროპაგანდის შედეგს ნოლამდე დაიყვანდა. მაგრამ გავიდა ორ წელზე მეტი და საკვირველება მოხდა: „ტელევიზია და მაცივარი უკვე სინქრონულად მუშაობენ: მაცივარში საჭმელია, პარალელურად კი ტელევიზია ომის პროპაგანდას აგრძელებს“.

ომის დაწყებიდან რუსეთში, სამხედრო პროფილის მქონე დარგების გარდა, სხვა დარგებიც განვითარდა, მაგალითად, მსუბუქი და საფეიქრო მრეწველობა. კომპანიები დამატებით შემოსავლებს სამოქალაქო პროფილის განვითარებასაც ახმარენ. დასავლელი სპეციალისტების თქმით, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას მხოლოდ დროებითი ეფექტი აქვს – გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეკონომიკის დონე ისევ დაიწევს და ყველაფერი ძველებურად იქნება. ამასთან, როგორც ჩუვაშებში ამბობენ, შექმნილი ვითარებით მაქსიმალურად სარგებლობენ: ერთ-ერთი მუშის თქმით, „ჩვენ მანამდე ვიმუშავებთ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება“.

წყარო

გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას ვგულშემატკივრობ, რათა მათი ტრაექტორია გავარჩიოთ, სახეზეა პოლიტიკური ფლირტი, დაველოდოთ ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს -იაგო ხვიჩია

სახეზეა პოლიტიკური ფლირტი. აქედან გამოვა ერთობა ან კავშირი, მოდით, დაველოდოთ გია ხუხაშვილის მარებლობის მარიფათს. ვნახოთ, რა გამოუვა, რადგან იღვწის ეს ადამიანი, შედეგებს დაველოდოთ. მარებლობა რას ნიშნავს? მეგრულად ნიშნავს ადამიანს, რომელიც წყვილებს ურთიერთობის დალაგებაში ეხმარება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანების საკითხის შესახებ განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განმარტებით, გულშემატკივრობს ამ გაერთიანებას, რათა მათი ტრაექტორია გაარჩიოს.

„პოლიტიკურ ფლირტში აქტიურობენ ვაჟები, როგორც კლასიკურ ურთიერთობებში. თქვენ იცით, რომ „ლელო“ მაინც ჰგავს მოკლეკაბიან ლამაზ ქალს, რომელიც თავისი ფულით სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს ხიბლავს“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! – გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა – ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი [ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.

ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის,“ – წერს გახარია.

ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.

„მინდა შესვლა“-ს – ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, – განაცხადა რუხაძემ.

დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს -გიორგი გამსახურდია

დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიძახი, არ არის ამერიკა და მით უფრო ამერიკული პოლიტიკა რამდენიმე სენატორი, ან კონგრესმენი. ძალიან ფართო და ყოვლისმომცველი თემაა. ასევე არც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაწყებულა და მთავრდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ავადმყოფ მიშას უნდოდა თავისი ლობისტების მეშვეობით და სხვა თითლიბაზობებით, რომ ყველა სიტუაციის ჭიპი ყოფილიყო. ასევე სხვადასხვა დროში, ნაცებისადმი ლოიალურად განწყობილმა დიპსტაფმა შეუწყო ხელი ყოველივეს თავისი ჩუმი საბოტაჟით. დღევანდელი დღე მკაფიოდ გვანახებს, რომ ტრამპი ამერიკის ხვალინდელი დღეა, მოწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, დღევანდელი რეალობა არის ეს.

როგორც რეიგანმა, თავდასხმის შემდეგ, 1984 წელს 50 შტატიდან 49- ში მოუგო კარტერის ვიცე-პრეზიდენტ მონდეილს, ისე პირწმინდად მოუგებს ტრამპი, ჯო ბაიდენს წლევანდელ არჩევნებს (მიშელ ობამას შემოყვანა კიდევ, უფრო გაამყარებს დღევანდელ თავდასხმასთან დაკავშირებით გამეფებულ ეჭვებს). ისმის კითხვა, ჩვენ რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ავუხსნათ ჩვენს პარტნიორებს, რომ არავის წინააღმდეგ არ არის ჩვენი მოქმედება მიმართული, მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და სრული სურათი, თუ რა ხდება და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. უნდა ვილაპარაკოთ წელში გამართულად და ღირსებით, არანაირად ენის მოჩლექით, ცალ ფეხზე დგომით და ა.შ. ძლიერ მოკავშირეებს, ყოველთვის ძლიერი მოკავშირე აინტერესებთ, აბა ვასალები და მონები, სადაც ბრძანდებიან ყველამ ვიცით. ღმერთო, დალოცე საქართველო

ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ოპოზიციაში გვყავს ხალხი, რომლებიც ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მარიონეტები არიან დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს.

„ცალკე სათქმელია და ბარემ აქაც გამოვიყენებ შესაძლებლობას, რომ ზურაბ ადეიშვილი, კრიმინალი, რომელიც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილდება და ევროკომისიის კორიდორებში დაიარება, ხვდება იმ ხალხს, რომლებიც შემდეგ აქ ჭკუას გვასწავლის ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, როდესაც ზურაბ ადეიშვილისთვის კარი ღიაა ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შესახვედრად.

გახსოვთ თქვენ, რომ ის ბრიუსელში შეხვდა, ხაზს ვუსვამ, მართლმსაჯულების კომისარს და ამის შემდეგ იწყინეს ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჩვენი საყვედური ამასთან დაკავშირებით და თქვეს, რომ არ ვიცოდით ვინ იყო, უკრაინის გენერალურ პროკურორს ვხვდებოდით და დელეგაციაში იყო ვიღაცო. რამდენიმე კვირა გავიდა და მართლმსაჯულების კომისარი ჩავიდა უკრაინაში, კიევში და კიდევ ერთხელ შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, როცა უკვე იცოდა ზუსტად, რომ ხვდება კრიმინალს, რომელიც აქ წამების სისტემას ქმნიდა და რომელიც დღეს სათანამშრომლოდ ჰყავთ უკრაინაში მართლმსაჯულებისა და პროკურატურის რეფორმაში. ამიტომ, ეს ღირებულებების ნაკლებობა ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენში შეშფოთებას იწვევს და ქართველი ხალხი როდესაც ხედავს ამ სურათებს, რომ კრიმინალი ადეიშვილი დაიარება ბრიუსელის სხვადასხვა ოთახში, როდესაც ხედავს, რომ კრიმინალი კეზერაშვილი მფარველობით სარგებლობს და თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირში და საქართველოში აფინანსებს რადიკალიზმს, რა უშლის ხელს ევროკავშირს, რომ გადმოგცეს კრიმინალი ადეიშვილი?! რა უშლის ევროკავშირს ხელს, რომ გადმოგცეს კრიმინალი კეზერაშვილი და რატომ ჰქონდა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებულიყო და იქიდან ხელი ეფათურებინა, როგორც უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს პოლიტიკაში და ათი წელი არ მოასვენა ჩვენი საზოგადოება იმ რადიკალური დღის წესრიგით, რომელიც მას შემოჰქონდა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, როდესაც დღეს ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი, დიპლომატი, თუ პოლიტიკოსი, რაღაც მორალური პიედესტალებიდან ღირებულებებზე გველაპარაკება, ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული ღირებულებებისა, თუმცა ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი აცდენილია ევროპულ ბიუროკრატიას იმით, რომ იფარებს ადეიშვილს, იფარებს კეზერაშვილს, იფარებდა სააკაშვილს. მთელი ქართული კრიმინალური კლანი პოლიტიკოსებისა თავს აფარებდა ან დღეს აფარებს ევროპულ სივრცეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ – რას წერს ბრიტანული ჟურნალი

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ“ (ავტორი – ქეით ენდრიუსი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა 1981 წლის 30 მარტს რონალდ რეიგანს ესროლეს, მისი დაჭრა თავდაპირველად ვერავინ შენიშნა. მხოლოდ მას შემდეგ, როცა პირიდან სისხლი წამოუვიდა, სასწრაფოდ გააქანეს მანქანით საავადმყოფოში. გადმოცემის თანახმად, პრეზიდენტს ექიმებისთვის ხუმრობით უთქვამს – „ვიმედოვნებ, რომ თქვენ რესპუბლიკელი ხართ“. ამბობენ, რომ ერთ-ერთ ექიმს ასეთი პასუხი გაუცია: „მისტერ პრეზიდენტ, ჩვენ დღეს ყველა რესპუბლიკელები ვართ“.

იმედი მაქვს, რომ ამ ანეკდოტის მართებული იდეა არასოდეს უარყოფილი არ იქნება. ძალიან საინტერესო ისტორიასთან გვაქვს საქმე: ამერიკელებმა უყოყმანოდ დააყენეს სახელმწიფოს ინტერესები პოლიტიკაზე მაღლა.

2024 წლის 13 ივლისს მსგავსი პრეცედენტი მოხდა: ჩვენ – ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც – ვიზიარებთ ტრამპისეულ  MAGA-ს იდეას („Make America Great Again“ – „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“). დღეს ამერიკული პოლიტიკა, ადრინდელთან შედარებით, საკმაოდ დაცემულ-დაკნინებულია, რომ ბევრს არ შეუძლია იმ ექიმივით გულწრფელი სიტყვების თქმა. იმის ნაცვლად, რომ რეიგანივით იმედიანად იხუმროს, ზოგიერთი მოქალაქე, პირიქით, ბენზინს დაასხამს ცეცხლმოდებულ საზოგადოებას.

არადა, დღეს ამერიკას გაერთიანება ჰაერივით ჭირდება. დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთ საკითხში უნდა შეთანხმდნენ – ძალადობა არ უნდა მოხდეს.

ალბათ, უკვე დადგა ცვლილებების დრო. რასაკვირველია, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთის კრიტიკას მაინც გააგრძელებენ, მაგრამ როცა პოლიტიკური უკმაყოფილების გამო  მაღაზიის ვიტრინებს ჩაამსხვრევ და ავტომანქანებს ცეცხლს მოუკიდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დისკურსი ძალიან შორს არის წასული.

დღეს დემოკრატიულ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ მათ დონალდ ტრამპის მიმართ თავიანთი ერთობ მწვავე გამოთქმები შეარბილონ („დესპოტი“, „დიქტატორი“, „მტარვალი“, „აშშ-ის ეგზისტენციალური საფრთხე“ და ა.შ.).

ალბათ, ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები შეწყვეტენ ჯო ბაიდენის მიმართ ისეთი ეპითეტების ძახილს, როგორებიცაა „დამნაშავე“, „ყეყეჩი“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, თავიდანვე აღიარებული იქნება ორივე პარტიის მიერ. პოლიტიკური ოპონენტების საპყრობილეში ხელოვნურად ჩაჯენის მცდელობები, ალბათ, შეწყდება.

დონალდ ტრამპი ნოემბერში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. ასე მკაფიო და ნათელი მისი წარმატება არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ბოლო ხანებში ჯო ბაიდენმა ბევრ ამერიკელს იმედები გაუცრუა და ტელედებატებში გამოსვლის შემდეგ მისი მარცხის პროცენტი ისედაც მატულობდა, მაგრამ 13 ივლისს დონალდ ტრამპის გასისხლიანებული სახე და მაღლა აწეული მუშტად შეკრული ხელი ამომრჩევლებზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს, ვიდრე ნებისმიერი დებატები.

ამერიკელმა ხალხმა ეს ყველაფერი ღრმად უნდა გააცნობიეროს და აქედანვე უნდა მოემზადოს, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგი ცივილიზებულად აღიქვას. თუ ჩვენ ასე არ გავაკეთებთ, შედეგები კატასტროფული იქნება.

წყარო

“დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია”-New York Post

„დონალდ ტრამპმა დაუმტკიცა როგორც ამერიკელ ამომრჩევლებს და დემოკრატებს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ იგი „ნამდვილი მეომარი და გულოვანი ადამიანია“, – წერს გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ (New York Post) სტატიაში სათაურით „ტრამპმა მისი მკვლელობის მცდელობის დროს დაამტკიცა, რომ მას ნამდვილი მეომრის სული აქვს“ (ავტორი – მაიკლ გუდვინი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩახმახისათვის თითი დემოკრატებს არ გამოუკრავთ, სამიზნე დემოკრატიულმა პარტიამ და მემარცხენე მასმედიამ განსაზღვრეს, რომლებიც სისტემატურად აღვივებდნენ სიძულვილს დონალდ ტრამპის მიმართ – 13 ივლისს ამ სიძულვილმა თავის აპოგეას მიაღწია.

დემოკრატებს ხელი ექს-პრეზიდენტის სისხლში აქვთ გასვრილი.

ისინი არასოდეს არ მალავდნენ თავიანთ სიძულვილს და მტრობას რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის მიმართ: ისინი მას არალეგიტიმურ პრეზიდენტად თვლიდნენ; ისინი აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი დემოკრატიისათვის საფრთხეს წარმოადგენს და მისი შეჩერება აუცილებელია; სწორედ დემოკრატებმა მიუსიეს დონალდ ტრამპს პროკურორებისა და მოსამართლეების მთელი ლეგიონი საპყრობილეში ჩასმის მიზნით, რამდენჯერმე ჩაუტარეს ბინის ჩხრეკა და დაარღვიეს ისტორიული ბარიერები, წაუყენეს შეთითხნილი ბრალდებები; მას არაამერიკელს უწოდებდნენ და უფრო უარესს… დემოკრატთა მიერ დაქირავებული აქტივისტები ცდილობდნენ არ დაეშვათ დონალდ ტრამპი არჩევნებში და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას აკეთებდნენ „დემოკრატიის დაცვის სახელით“. და ბოლოს, მას ესროლეს.

მკვლელობის მცდელობის მომენტში დონალდ ტრამპმა ნამდვილი მეომრის, გულოვანი ადამიანის სული გამოავლინა და ამით გაამართლა ის უდიდესი რწმენა ლიდერობაზე, რომელიც მილიონობით მის მხარდამჭერს აქვს. უკვე უეჭველია, რომ ეს მოვლენა ყოველი რესპუბლიკელი და ბევრი დემოკრატი ამომრჩევლისათვის გადამწყვეტი ფაქტორი – ჭეშმარიტების მომენტი – გახდება, ნოემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დროს
.
დემოკრატების ბრალი არ შემოიფარგლება რამდენიმე ადამიანის მოქმედებით. დონალდ ტრამპის მიმართ გამოხატული სიძულვილი – ეს „მაინსტრიმის ავადმყოფობაა“, რომელსაც პოლიტიკოსები და მასმედია 2016 წლიდან კვებავენ“. სამწუხაროდ, მათი „ცხელ-ცხელი ფრაზები და ხელოვნურად გაბერილი ფორმულირებები“, რომლებიც ყოველდღიურად მეორდებოდა, ბევრმა პირდაპირ გაიგო და დაიჯერა. დღეს მსოფლიომ დაინახა, თუ რა შედეგების გამოწვევა შეუძლია ამგვარ „დემოკრატიულ პოლიტიკას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს პოლონეთის მიერ უკრაინის თავზე რაკეტების ჩამოგდების იდეას

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიანიშნა, რომ არ უჭერს მხარს პოლონეთის მიერ უკრაინის თავზე რაკეტების ჩამოგდების იდეას, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ალიანსის გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ მისი ტერიტორიისკენ მიმავალი რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე, ვიდრე ისინი ჯერ კიდევ უკრაინის საჰაერო სივრცეში იქნებიან.

„ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა „ერთიანი ამბების“ ტელემარათონში.

სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ამაში უშუალოდ არ იქნება ჩართული.

ნატო-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ალიანსის მოკავშირეები მოწოდებული არიან, უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდონ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, თუმცა უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ თვითმფრინავები, არამედ მფრინავები, რომლებსაც აქვთ საჭირო მომზადება.

ინტერვიუში ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რეალურად ე.წ. გერმანულ სცენარს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაზეც სტოლტენბერგმა უპასუხა:

„ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მოდელი და ფრთხილი ვიქნები საუბრისას, თუ რომელი გამოსავალი შეიძლება, გამოყენებული იყოს უკრაინაში. ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების უზრუნველსაყოფად არის პუტინის გამარჯვების თავიდან აცილება, რაც ნიშნავს უკრაინის სუვერენულად და დამოუკიდებლად დარჩენის უზრუნველყოფას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 მე უფრო დიდი ამნისტია მინდა, უფრო მეტ პატიმარს რომ შეეხოს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქულები დაიწეროს- ალექსანდრე რაქვიაშვილი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვებში ჩაერთვება. ამის შესახებ დეპუტატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„ძალიან კარგია, რომ ამნისტია შემოვიდა. მე რა თქმა უნდა, უფრო დიდი ამნისტია მინდა – უფრო მეტ პატიმარს რომ შეეხოს და არანაირი პრობლემა არ მაქვს, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქულები დაიწეროს, თუ დაიწერს, რადგან ბედნიერებაა, თუ პოლიტიკური პარტიები კარგი საქმეებით იწერენ ქულებს, ცუდია, როცა ცუდი საქმეებით იღებენ ხმებს. ამიტომ განხილვაში აუცილებლად ჩავერთვები“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის პროექტი“ დააინიცირა.

ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება – გაერო

ომის შედეგად დაგროვილი 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ღაზის სექტორის გაწმენდას ასზე მეტი სატვირთო მანქანით 15 წელი დასჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს შეფასებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის შეფასებით, ღაზის ნანგრევებიდან გაწმენდის ოპერაცია 500-600 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამასთან, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ ივნისში გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, ღაზაში, ომის შედეგად, 137 297 შენობა დაზიანდა, რაც საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია. აქედან მეოთხედზე მეტი განადგურდა, დაახლოებით მეათედი ძლიერ დაზიანდა და მესამედი საშუალო დონეზე დაზიანდა.

ორგანიზაციის შეფასებით, მასიური ნაგავსაყრელისთვის 250-დან 500 ჰექტრამდე ტერიტორიაა საჭირო, რაც დამოკიდებულია იმაზე, რა რაოდენობის გადამუშავება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, ღაზის სექტორში ომი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც „ჰამასმა“ ოქტომბერში სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რასაც 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, ემსხვერპლა 250 კი გაიტაცეს. პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ღაზის სექტორში ისრაელის შეტევის შედეგად 38 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

თუ სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გამოდის, რომ აღიარებს ამ სასამართლოს ლეგიტიმაციას და შესაბამისად, იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც – შალვა პაპუაშვილი

ქალბატონ სალომეს განზრახვაა, მიმართოს იმ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებასაც სამარცხვინო უწოდა და არ აღიარა ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. საუბარია „უცხოური გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში ზურაბიშვილის სარჩელზე.

მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი სასამართლოში სარჩელს შეიტანს, ეს იმის დასტური იქნება, რომ ის აღიარების ამ ინსტიტუციის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

„რა შეიცვალა ამ თვეების განმავლობაში? თუ კი ის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, გამოდის რომ აღიარებს მის ლეგიტიმაციას, ამ მოსამართლეების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე გადაწყვეტილების და იმპიჩმენტის ლეგიტიმაციასაც. მას რომ ჰქონდეს ის კონსტიტუციური თუ მორალური სტანდარტი, რაც ამ თანამდებობაზე მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს, თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ვხედავთ, რომ გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი თანამდებობა, იკადრა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს სამარცხვინო უწოდა და დღეს ისევ ამ მოსამართლეებს მიმართავს სამართლის საძიებლად. ეს არის საერთო ჯამში ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე, სადაც ქალბატონი სალომეც არის ჩაწერილი. ვინმეს თუ რაიმე კითხვა აქვს კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ქვეყანაში სამართლიანობა დააბრუნა ამიტომ ყველას შეუძლია მიმართოს და არა ისე მოიქცეს, როგორც იქცევიან ენჯეოები, რომლებიც ამბობენ, რომ კანონს არ დაემორჩილებიან, რადგან არ მოსწონთ. ეს ენჯეოები და მათ უკან მდგომი დონორები ახალისებენ იმას, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა იყოს და ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში ჯუნგლების კანონი უნდა იყოს და არა სამართლებრივი სახელმწიფო. ეს მოიტანა ამ ენჯეოების საქმიანობამ. ეს არის ის მაგალითი, რასაც ამერიკული და ევროპული დონორები აძლევენ საქართველოს მოქალაქეებს. ვიღაცა გამოვა და იტყვის, რომ არ მოსწონს პარკირების წესი, ვიღაცა იტყვის, რომ წითელი, ყვითელი და მწვანე ფერები არ არის სწორი და არ დაემორჩილება ამ ფერებს, ვიღაცა სხვა წესებს არ დაემორჩილება. სინამდვილეში ეს არის მათი ევროპა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ ასეთი ევროპა ჰქონდა აშენებული ამ ქვეყანაში, სადაც უკანონონობა, დევნა და ძალადობა მმართველობის ნაწილი იყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.