Home Blog Page 4

დღეს გვაქვს „რა? სად? როდის?“ გრანდიოზული ფინალი, გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს ევროკავშირის მომავალი წევრობა – პაველ ჰერჩინსკი

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თამაშების სერიის „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ფინალური ტური იმართება.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგესალმოთ ჩვენს გრანდიოზულ „რა? სად? როდის?“ ფინალში. ეს არის ინტელექტუალური ვიქტორინა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვთამაშობდით. შარშან დავიწყეთ აჭარაში. ევროპული სტილის „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ ყველა რაიონსა და რეგიონში, საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტსა და თბილისის ათ ოლქში. ასევე ჩავატარეთ არასრულწოვანთა კოლონიაში. 600 ახალგაზრდა იყო ჩართული და 1 000-ზე მეტი გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. დღეს, ზუსტად „ევროპის დღის“ დიდი აღნიშვნის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიმართა, გრანდიოზული ფინალი გვაქვს. მეც შევუერთდები მონაწილეებს და გაიმარჯვებს საუკეთესო. ეს მართლაც საოცარი კონკურსია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით. აღფრთოვანებული ვიყავი იმ ენთუზიაზმით, თავდადებითა და შეჯიბრის სულისკვეთებით, მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან ღრმა ცოდნით, რაც ახალგაზრდებს აქვთ და რაზეც ევროკავშირი დგას. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის მომავალი წევრობა ყველა ქართველი მოქალაქისთვის. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ მონაწილეს, რომელიც გუშინ ევროპის დღის აღნიშვნაში იღებდა მონაწილეობას „ექსპო ჯორჯიაში“. ჩვენ 15 000 მონაწილე გვყავდა. ვნახე ხალხი მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე, ხალხი, რომელიც რეგიონებიდან შემოგვიერთდა ამ დღესასწაულზე. ეს იყო ოჯახური და სახალისო ღონისძიება. ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ენთუზიაზმმა, თავდადებამ და ინტერესმა, რომელიც გამოიჩინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რათა აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და აგვეღნიშნა ევროპის დღე ერთად. ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს დღესასწაულები არის საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა – „ყველა ქვას გადავაბრუნებთ“, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში – პაველ ჰერჩინსკი

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მომავალ კვირაში საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასაუხა.

„ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, რათა დაეფიქსირებინა აზრი არსებული მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება. განვახორციელეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზება, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, – აღნიშნა დიპლომატმა.

თუ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე – პაველ ჰერჩინსკი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ნება მომეცით, გავიმეორო, რაც ევროკავშირის ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს: იმ შემთხვევაში, თუ ამ საქართველოს პარლამენტი ამ კანონპროექტს არსებული ფორმით მიიღებს, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი, არსებული ფორმით, შეუსაბამოა იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რასაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო ვიზიარებთ , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ, გამოიძებნება გზა იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ. მესამე მოსმენა დაგეგმილია შემდეგ კვირაში. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კანონპროექტის გაწვევის შესაძლებლობა და თუკი ეს არ მოხდა, ყველა პროცედურული შესაძლებლობის გამოყენება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის არსებული ფორმით მიღება. იმ შემთხვევაში, თუ კანონის მიღება მოხდება, სამწუხაროდ, ევროკავშირს ჩვენ წევრ სახელმწიფოებს, სხვა გზა არ ექნება, გარდა უარყოფითი რეაქციის გამოხატვისა“, – აღნიშნა ელჩმა.

თელ ავივში ანტისამთავრობო აქციის დასაშლელად პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

თელ ავივში გამართული ანტისამთავრობო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ისრაელის საპოლიციო ძალებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია აქციის სამი მონაწილე.

მედიის ცნობით, აქციის, სულ მცირე, ერთ მონაწილეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

დემონსტრანტები ისრაელში ახალი არჩევნების ჩატარებას და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დაადანაშაულეს, რომ მას არ სურს „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, რაც მძევლების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს გენოციდური მეთოდები ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გენოციდური მეთოდებით ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც ჰიტლერსაც კი შეშურდებოდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ღაზის სექტორი საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსი ღია ცის ქვეშ არსებული ციხე არა მხოლოდ 7 ოქტომბრის შემდეგაა, არამედ უკვე წლებია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი ნეთანიაჰუს ნაცისტების ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ამსგავსებს. დეკემბერში მან განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერი ჰიტლერზე უარესი იყო.

ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა უზრუნველყოს NED-ის ხარჯების გამჭვირვალობა, პირიქით ხელს აფარებენ – შალვა პაპუაშვილი

x

უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობა არ შედის უცხო ქვეყნების ინტერესში, ეს ბუნებრივია, ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესით მისაღები, თორემ უცხო ქვეყნებში რომ არ აქვთ ინტერესი, მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე, ბუნებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, რომ მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე საქართველოში.

„კონგრესმენების წერილს რაც შეეხება და სხვა განცხადებებს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა უზრუნველყოს ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა, რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებს, ვხედავთ, რომ პირიქით ხელს აფარებენ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფარულ ხარჯვას საქართველოში და კრიტიკას გამოთქვამენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელსაც სურს, იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკული ფული საქართველოში, ისევე როგორც უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროპული ფული საქართველოში. ცოტა აბსურდული მდგომარეობაა, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი და წუხილი, რომ მათ ქვეყანაში შემოდის ამერიკული და ევროპული ფული, უჩუმრად იხარჯება პოლიტიკურ აქტივობებში, გაიგონ ეს წუხილი და უზრუნველყონ ამ ფონდების გამჭვირვალობა, ჩვენ ვხედავთ, რომ არის წახალისება დეზინფორმაციული კამპანიისა ამ კანონის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ისტერია დაითესოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული – პროკურორი

უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის ბრალდების საქმეზე გამოძიების მიერ აუდიო-ვიდეომასალის გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული

პროკურორ ანი ხახანაშვილის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირს.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო და ვიდეომასალა განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით.

„როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურამ 2 პირს წარუდგინა ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი ვიდეომასალების უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტზე, ასვე ერთ-ერთ პირს ბრალდება აქვს წარდგენილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვისთვის. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს სხვადასხვა ვიდეო-აუდიო მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც უკანონოდ ახორციელებდნენ ერთ-ერთ ბრალდებულსა და სხვადასხვა პირებს შორის განხორციელებულ ინტიმურ კავშირის ჩაწერას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. რაც შეეხება აუდიო და ვიდეომასალას, აღნიშნული განპირობებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“, – განაცხადა ანი ხახანაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.

პარლამენტი არ აკონკრეტებს, რა ვადებში იმოქმედებს შესაბამისი ზომა.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს – მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ცხადზე ცხადია, როგორი მომავალი სურს ქართველ ხალხს. მათთვის მიცემული დაპირებები ახლა უნდა შესრულდეს, – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების დაშინება და მათ წინააღმდეგ ძალადობა სამარცხვინო ტაქტიკაა.

ამ კანონის ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება მავნებლური და რუსულია – სერგო ჩიხლაძე

ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება ამ კანონში [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი] მავნებლური და რუსულია – ეს კანონი სრულად და უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია ამ გადაწყვეტილებაში ერთსულოვანია.

„ყველა ოპოზიციური პარტია ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში – ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] გაუმჯობესებას, გაკეთილშობილებას ან მოდიფიცირებას არ ექვემდებარება. ყველა პუნქტი, მუხლი და წინადადება ამ კანონში მავნებლური და რუსულია. ეს კანონი სრულად და უპირობოდ უნდა იქნეს გაწვეული. სხვა გამოსავალი და გადაწყვეტა ამ საკითხის არ არსებობს. ამაში ერთსულოვანი ვართ, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ქართული საზოგადოება. იმავეს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს მთელი დასავლური სამყაროც“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. უჩა აბაშიძის განცხადებით, ჩხრეკის დროს მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განხორციელდა. ასევე, სავარაუდო დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრა მისმა მეუღლე, მარიამ იაშვილმაც.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი დახურა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი

დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე იაშვილის გადაწყვეტილება დაკავებული უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უსამართლო და დაუსაბუთებელია.

როგორც ადვოკატმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს.

“სამწუხაროს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. ცხადია, საქმის მასალები უნდა დავამუშაოთ და გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. უჩა აბაშიძე ბრალს არ აღიარებს”, – განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ახალი ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ არ უნახავს, თუმცა მიაჩნია, რომ არასწორია, როცა ადვოკატებს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ამ დროს პროკურატურა ინფორმაციებს აქვეყნებს.

“ერთი მხრივ, თავად დაუტოვო უფლება, რომ რაც გინდა ის გამოაქვეყნო, რაზეც გინდა იმაზე ისაუბრო და მეორე მხარეს შეუზღუდო უფლება, რომ პასუხი გაგცეს, სამწუხაროდ, ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ. გაფრთხილებულები ვართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის შესახებ, რომ საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ, ეს არ არის სწორი”,-განაცხადა თუთბერიძემ.

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება – შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.