ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა უზრუნველყოს NED-ის ხარჯების გამჭვირვალობა, პირიქით ხელს აფარებენ – შალვა პაპუაშვილი

16
x
spot_img

უცხო ქვეყნის გავლენის გამჭვირვალობა არ შედის უცხო ქვეყნების ინტერესში, ეს ბუნებრივია, ეს კანონი არის ქართველი ხალხის ინტერესით მისაღები, თორემ უცხო ქვეყნებში რომ არ აქვთ ინტერესი, მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე, ბუნებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც ევროპულ ქვეყნებს არ უნდათ, რომ მათი გავლენა იყოს გამჭვირვალე საქართველოში.

„კონგრესმენების წერილს რაც შეეხება და სხვა განცხადებებს, ნაცვლად იმისა, რომ კონგრესმა უზრუნველყოს ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდის ხარჯების გამჭვირვალობა, რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებს, ვხედავთ, რომ პირიქით ხელს აფარებენ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტის ფარულ ხარჯვას საქართველოში და კრიტიკას გამოთქვამენ ქართული საზოგადოების მიმართ, რომელსაც სურს, იცოდეს, რაში იხარჯება ამერიკული ფული საქართველოში, ისევე როგორც უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ევროპული ფული საქართველოში. ცოტა აბსურდული მდგომარეობაა, ნაცვლად იმისა, რომ ევროპელმა და ამერიკელმა აქტორებმა შეისმინონ ქართველი ხალხის სურვილი და წუხილი, რომ მათ ქვეყანაში შემოდის ამერიკული და ევროპული ფული, უჩუმრად იხარჯება პოლიტიკურ აქტივობებში, გაიგონ ეს წუხილი და უზრუნველყონ ამ ფონდების გამჭვირვალობა, ჩვენ ვხედავთ, რომ არის წახალისება დეზინფორმაციული კამპანიისა ამ კანონის წინააღმდეგ და იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ისტერია დაითესოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.