Home Blog Page 4

პროკურატურა ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბრალდების საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურამ მათ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება.

გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

ამასთან, პროკურატურა აცხადებს, რომ 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში.

„საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ა.-მ და მ.ი.-მ, სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა.

ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახებში, მათ შორის, საძინებელში და ფარულად იყო განთავსებული სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს.

აღნიშნული გზით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა. გამოძიების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია რამდენიმე პირი, რომელთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ჩანაწერებიც უკანონოდ ინახებოდა ბრალდებულთა კომპიუტერულ ტექნიკასა და ელექტრონული ინფორმაციის შემნახველ მოწყობილობებში. აღნიშნულ პირებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ.

ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას – სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ცალ ვაზნას.

ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, ერთ-ერთ მათგანს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე შუამდგომლობით უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

რაფაჰი, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ისრაელის მოსალოდნელი შეტევის გამო

ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი რაფაჰი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ევაკუაცია გამოაცხადა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ბევრ მათგანს, ვინც რაფაჰს ტოვებს, ეუბნებიან, გადავიდნენ ისეთ ადგილებში, რომლებიც უკვე გადატვირთულია იძულებით გადაადგილებული ადამიანებით და მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქალაქი, მინიმუმ, 300 000-მა ადამიანმა დატოვა. გაერო-ს და ჰუმანიტარული ჯგუფების შეფასებით, რაფაჰში 1.2-1.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, სანამ ისრაელი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ოპერაციას დაიწყებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ისრაელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ რაფაჰში საარტილერიო და საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქუვეითის საავადმყოფოს ოფიციალური პირების თქმით, სადაც ცხედრები მიასვენეს, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა – ჯეიკ სალივანი

ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა რა დაშინების ტაქტიკას, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ კანონის გაწვევა“, – წერს სალივანი.

თბილისში, 11 მაისს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ.

ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით The Code. მან 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით ყურადღებით და ხელიდან არ გაუშვათ სასიკეთო შესაძლებლობები. იაქტიურეთ და შეეცადეთ, იყოთ მოვლენების ცენტრში. დღეს შეგიძლიათ, ახალი ნაცნობობის საშუალებით, თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ.

კურო

სასურველია, გაერიდოთ ყოველდღიურ რუტინას და განმარტოვდეთ მშვიდ გარემოში, იფიქროთ, რაც თქვენს გარშემო ხდება, მოუსმინეთ თქვენს ემოციებს, ჩაუღრმავდით თქვენს თავს და აუცილებლად იპოვით პასუხებს ყველა საჭირო კითხვაზე.

ტყუპები

პოზიტიური და ამაღლებული განწყობით ირგვლივ მყოფთა მხარდაჭერას იოლად მოიპოვებთ. საუკეთესო დღეა ახალი ნაცნობობის, ურთიერთობებისა და შემოქმედებისთვის. სიხარულს მოგიტანენ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები.

კირჩხიბი

თუ სწორ მიმართულებას მისცემთ თქვენს ენერგიას და ღირსეული მიზნისკენ თავდაჯერებულ ნაბიჯებს გადადგამთ, წარმატებას მიაღწევთ ნებისმიერი ამბიციური გეგმის რეალიზებაში. წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობა.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, შესაძლოა, ერთი შეხედვით უსიამოვნო გარემოება ან სიტუაცია, საუკეთესოდ შეიცვალოს და განგებამ ამგვარად სასიამოვნო სიურპრიზი გაგიკეთოთ.

ქალწული

დღეს დაბრკოლებები და სირთულეები მხოლოდ აზარტით აგავსებთ და ახალი წარმატებისკენ გიბიძგებთ. თქვენი საბრძოლო შემართება წარმატების საწინდარია. დღეს, დასვენებისთვის დრო გამონახეთ, რადგან ხვალიდან საინტერესო კვირა იწყება.

სასწორი

შესაძლოა, საინტერესო წინადადებით მოგმართონ. კარგად დაფიქრდით, სასურველია, მოიძიოთ ინფორმაცია ახალ ამბავთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს რაღაც გასაიდუმლოებული და არც ისე სარგებლიანი.

მორიელი

დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წვრილმან გაუგებრობებს და ნუ ჩაუღრმავდებით უსიამოვნო დეტალებს ურთიერთობებში. ახლა დაშვებულმა შეცდომებმა, შესაძლოა, დაგირღვიოთ სულიერი წონასწორობა და მომავალში თქვენი ქმედების გამო ინანოთ.

მშვილდოსანი

მოულოდნელად, შესაძლოა, საჩუქარი, ან მნიშვნელოვანი თანხა მიიღოთ. ამასთან, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, რადგან, უნებურად, ზიანი არ მიაყენოთ თქვენს რეპუტაციას. ყველაფერი საუკეთესოდ იქნება , თუ იმპულსურად არ იმოქმედებთ.

თხის რქა

სასურველია, დაკავდეთ ახლობელ ადამიანებთან გაუგებრობების მოგვარებით და სამომავლოდ არ გადადოთ სიტუაციის გარკვევა. დარწმუნებული იყავით, რომ დღეს სწორად იქნება გაგებული და აღქმული თქვენგან ნათქვამი სიტყვები.

მერწყული

იმოქმდეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“, ნაჩქარევი ქმედებები და გადაწყვეტილებები სასიკეთოდ არ აისახება თქვენზე.

თევზები

თქვენი მიზანდასახულობით, გამჭრიახობითა და გაბედულებით, რთულ საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. ყველაფერი გამოგივათ, თუ ენერგიას სწორად გაანაწილებთ, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

გიორგი ვოლსკიმ მედიასთან ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიასთან  ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რასაკვირველია, [აქციის მონაწილეთა] რაოდენობას აჭარბებენ, მაგრამ გადათვლა შეიძლება. რასაც ვხედავ, ნათელი სახეა ადამიანების, რომლებიც ალბათ რაღაცნაირად გულუბრყვილობით, ან გულწრფელობით არიან შეკრებილნი იმ დროშის ქვეშ, რომელიც ააფრიალეს ადამიანებმა, რომლებმაც უღირსად გაიარეს თავისი [ხელისუფლების] პერიოდი. როცა ვამბობთ, რომ სისხლიანი 9 წელი როდის უნდა დავივიწყოთო, დავივიწყებდით, დაიღალა ხალხი ამდენი ნეგატივით, მაგრამ ამ პროცესებში ვუყურებთ ხალხს, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა რეჟიმის შექმნაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

,,დისკუსია არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ”- მიხეილ სარჯველაძე

????????????????????????????????????

დისკუსია არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ. პრემიერი აცხადებს, რომ დისკუსიისთვის მზადაა და ამ დროს ვაშაძე აცხადებს, რომ დისკუსიაში შესვლა გამორიცხულიაო. ეს არის საკუთარი მომხრეების მასხრად აგდება, რომელსაც პოლიტიკოსი მსჯელობას უკრძალავს. პარადოქსია, როდესაც პოლიტიკოსი აცხადებდეს, რომ დისკუსიაში შესვლა არ უნდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან  გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„უდიდეს უმრავლესობას, რომელიც პროტესტს აცხადებს, არგუმენტების სერიოზული დეფიციტი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონი პრობლემური. უცხოელი პარტნიორებისგანაც იგივე შეგონებებს ვისმენთ, მაშინ როდესაც ამ დრომდე რეალური არგუმენტი არ მოგისმენია. დღეს ჩვენ ვერ ვნახავთ ვერცერთ არგუმენტს, იდეას დასახელებულს, რომლის ირგვლივაც შეიძლება ან პროტესტი ცხადდებოდეს და დისკუსია იმართებოდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

,,დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები”- მდინარაძე

დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ წინადადებას გაითვალისწინებს კანონში, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები არგმენტირებულად წარმოადგენენ.

„დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

,,არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ”- მდინარაძე

არანაირი რევოლუციის მომწყობები ეგენი არ არიან, მაგის თავი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან  განაცხადა.

„ჯერ პარადოქსი ის არის, ვინ გელაპარაკება, ვინ ცდილობს ოკუპანტი ქვეყნის იარლიყი მოგაკეროს?! ამ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ბავშვებო, შვილებო, მეგობრებო ვის აჰყევით იცით, ომიდან ორ თვეში ვინც საქართველოსა და ქართველ ჯარისკაცებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა. სტრატეგიული ობიექტები მიყიდა რუსეთს და საქართველოს ხმა რომ სჭირდებოდათ რუსებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად ჩვენი ომის შემდეგ, საქართველომ, ანუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაშინ ეს ხმა მისცა. აი ამ ხალს უდგახართ გვერდით! სულ რომ რაღაცას ისეთს ვაკეთებდეთ რომ რაღაცა გადახრა იყოს რუსეთისკენ, ვისთან ერად აპროტესტებთ ვინც ყველაფერი გააკეთა რუსეთისთვის რომ რუსეთს რაც შეიძლება გაემყარებინა საქართველოში პოზიციები“, – აღნიშნა მამუკა

,,მნიშვნელოვანია აქციები პოლიტიკოსებმა მართონ, რათა პროტესტმა შედეგი გამოიღოს” – ვახტანგ მეგრელიშვილი

ევროპის მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, “გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილიც შეუერთდა. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია აქციები პოლიტიკოსებმა მართონ, რადგან მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია აქციებმა შედეგი გამოიღოს:

“ათასობით ადამიანი გამოხატავს გულწრფელ პროტესტს, თუმცა ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები რატომღაც შიშობენ, რომ ტრიბუნაზე ავიდნენ და ილაპარაკონ. მგონი მომწიფდება ის დრო, როდესაც პოლიტიკური გზავნილები გაკეთდება და პოლიტიკოსების მიერ მართვადი მიტინგები იქნება. რადგანაც, მანამდე, უბრალოდ შეუძლებელია აქციებმა შედეგი მოგვცეს,” – აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

,,დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს” – ქაშვეთის პროტო დიაკვანი

ქაშვეთის ტაძრის პროტო დიაკვანმა მამა დიმიტრი ლომინაძემ მედიასთან  ტაძარში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც სასულიერო პირმა განმარტა, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილებაც ღამის საათებში, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„მე არ ვიცი რადიკალური ჯგუფი იყო [პირები, ვინც ეკლესიაში შეიჭრნენ] თუ არა, მაგრამ დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს. 2012 წლიდან ყოველდღე აქ ვარ და ტაძარს ვაღებ ყოველდღე. თუ რაიმე აქციაა, პრობლემატური მდგომარეობაა, რომ რაიმე არ მოხდეს. ამ მუქარის შემდეგ, გადაწყდა, რომ ტაძარი აღარ გაიღოს, უბრალოდ ეზო იყოს ღია. გადავწყვიტეთ, რომ დაიკეტოს კარი, როცა იკეტება ხოლმე. ჩვეულებრივ 20:00 საათზე იკეტება ტაძრის კარი. შიგნით ხატებია, დაცული რომ იყოს შენობა, ამიტომ ვკეტავთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

ევროპის მოედანზე კონცერტი იმართება

თბილისში, ევროპის მოედანზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მარშის მონაწილეები არიან შეკრებილი, ამ დროისთვის კონცერტი იმართება. სცენაზე მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე იმყოფება, იგეგმება ნინო ქათამაძის გამოსვლაც.

ამასთან, ევროპის მოედანზე შეკრებილებს კონცერტის დაწყებამდე სიტყვით მიმართა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სირთულე, პრობლემა და ხარვეზია, მაინც პრავალპარტიული დემოკრატია ჯობია ერთპარტიულ მმართველობას, ქუჩაში დგომა ჯობია მხარ-თეძოზე წამოგორებულ ყოფნას“.

„ეს მთელმა საქართველომ იცის. ჩვენ უნდა გვქონდეს მხოლოდ ჩვენი თავის იმედი. არასდროს აღარ უნდა მივანდოთ ვიღაც არჩეულ თუ დანიშნულ ხელისუფლებას ძალაუფლება და ველოდოთ, იმის იმედი გვქონდეს, რომ უბრალოდ კეთილია და კარგად მოიქცევა. ჩვენ თვითონ ყველანი უნდა გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები, რადგან სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიას სჭირდება ნამდვილი მოქალაქეები, დღეს ათეულობით ათასი ასეთი მოქალაქე დგას აქ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკოსებს. უნდა იპოვონ ერთმანეთისკენ სავალი გზები, უნდა იპოვონ ერთმანეთთან კომპრომისები. პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება. ჩვენ გვჭირდება დემოკრატი პოლიტიკოსები, რადგან დემოკრატიას, პირველ ყოვლისა, დემოკრატები სჭირდება. სხვანაირად არ გამოვა ეს საქმე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

კონცერტის დაწყებამდე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით, თბილისში საპროტესტო მარში გაიმართა. თავდაპირველად, მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.