,,დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები”- მდინარაძე

17
spot_img

დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა იმ წინადადებას გაითვალისწინებს კანონში, რომელსაც მისი მოწინააღმდეგეები არგმენტირებულად წარმოადგენენ.

„დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.