,,დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს” – ქაშვეთის პროტო დიაკვანი

25
spot_img

ქაშვეთის ტაძრის პროტო დიაკვანმა მამა დიმიტრი ლომინაძემ მედიასთან  ტაძარში მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც სასულიერო პირმა განმარტა, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილებაც ღამის საათებში, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„მე არ ვიცი რადიკალური ჯგუფი იყო [პირები, ვინც ეკლესიაში შეიჭრნენ] თუ არა, მაგრამ დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს. 2012 წლიდან ყოველდღე აქ ვარ და ტაძარს ვაღებ ყოველდღე. თუ რაიმე აქციაა, პრობლემატური მდგომარეობაა, რომ რაიმე არ მოხდეს. ამ მუქარის შემდეგ, გადაწყდა, რომ ტაძარი აღარ გაიღოს, უბრალოდ ეზო იყოს ღია. გადავწყვიტეთ, რომ დაიკეტოს კარი, როცა იკეტება ხოლმე. ჩვეულებრივ 20:00 საათზე იკეტება ტაძრის კარი. შიგნით ხატებია, დაცული რომ იყოს შენობა, ამიტომ ვკეტავთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.