Home Blog Page 2569

“მივესალმები თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში”

მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე ფორმალიზებული დისკუსია არ ყოფილა.

“ფორმალიზებული დისკუსია აღნიშნული საკითხის პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რადგან ვთვლი, რომ ამ ადამიანს, ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი, არის ახალგაზრდა ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებთან და რეფორმებთან და ვფიქრობ, რომ ერთობლივად ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალში.

ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება “ნაციონალურ მოძრაობისთვის”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, როგორც წისქვილკომბინატების და ფერმერების, ასევე პურის მწარმოებლების მიერ დათქმული პარამეტრების შესარულება.

მათივე ცნობით, საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებების უპირობო შესრულებას, აგრეთვე ბაზარზე გამოწვევების შესაბამისად დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაციის მზაობას აცხადებენ.

„როგორც ცნობილია, 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი ხუთი თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.

დროებითი მოსაკრებლის შემოღებიდან და ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე პირობების გათანაბრებიდან გავიდა ერთი თვე. აქედან გამომდინარე, ასოციაცია თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს პროცესის მიმდინარეობა და არსებული გამოწვევები.

წლევანდელ წელს ბაზარზე განვითარებული პროცესები არ არის ერთგვაროვანი, რადგან წელს ქართველ ფერმერებს დარჩენილი ჰქონდათ სარეალიზაციოდ შარშანდელი ხორბლის მოსავალი. საქართველოში ახლაც მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღების პროცესი.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოს წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 20 000 ტონა როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის ქართულ ხორბალი, რაც ისტორიულად წლების განმავლობაში ივნისის თვეში მიღებული ხორბლის რაოდენობის მრავალწლიან ნორმაზე მეტია .აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსავლის საკმაოდ დიდი პროცენტი, მათ შორის მარცვლეულის მწარმოებელთა წინასწარი ინფორმაციით სხვადასხვა არსებული არასახარბიელო პირიბებიდან გამომდინარე არის საფურაჟე (ანუ არასასურსათო). შესაბამისად, წისქვილკომბინატები სამწუხაროდ ამ ხორბალს ვერ ჩაიბარებენ.

გამოწვევაა ისიც, რომ წელს ხორბლის რეალიზაციის წლობით ჩამოყალიბებული ტენდენცია შეიცვალა. კერძოდ, თუ წლების განმავლობაში მოსავლის აღების დასაწყისში ფერმერები მხოლოდ აუცილებელი ხარჯების დასაფარად პირველ ეტაპზე ყიდდნენ შეზღუდული რაოდენობის ხორბალს, მოსავლის დაახლოებით 10-15 პროცენტს, ხოლო დანარჩენი ნაწილი საწყობდებოდა ზამთრის თვეებში უფრო მაღალი ფასით რეალიზაციის მიზნით, წელს ბაზრის ტენდენციებიდან გამომდინარე, ფერმერების უმეტესობა მაქსიმალურად ცდილობს, უახლოეს პერიოდში ჩააბარონ ხორბალი.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მაქსიმალურ წნეხს ქმნის წისქვილებზე დიდი რაოდენობის ხორბლის დროის მოკლე მონაკვეთში მიღების მხრივ, განსაკუთრებით იმ იმ ფონზე, როდესაც მიუხედავად იმისა, გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია ერთი თვე, წისქვილკომბინატები სრული სიმძლავრეებით ვერ მუშაობენ, რადგან ჯერ კიდევ დიდია წინა თვეებში აგრესიულად შემოსული დიდი რაოდენობის იმპორტირებული ფქვილის გავლენა, როგორც ფქვილის რეალიზაციის პროცესზე, ასევე ფასზე.

გვინდა, შევახსენოთ საზოგადოებას ის პარამეტრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით სამი ინდუსტრიის – პურის მწარმოებლების, წისქვილკომბინატების და მარცვლეულის მწარმოებლების კონსულტაციების შედეგად პურის ფასის შენარჩუნების, ასევე ქართული ხორბლის ჩაბარების მიზნით დადგინდა: ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის საორიენტაციო ფასი 52 ლარის ფარგლებში, რაზეც მიება წისქვილების მიერ ქართული ხორბლის შესყიდვის ფასი 70 თეთრი ერთ კილოგრამზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე წისქვილკომბინატების მიერ 70 თეთრად შესყიდული იქნა ძველი მოსავლის ქართული ხორბალი, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ამას ჯერ კიდევ ვერ მიყვა კონსულტაციების შედეგად განსაზღვრული ფქვილის სარეალიზაციო ფასი 52 ლარი (1 ტომარა ფქვილი). დღეს პურის ქარხნების მიერ ბაზარზე ფქვილის ფასი 47 ლარის ნიშნულზეა დაფიქსირებული, რამაც ავტომატურად გამოიწვია წისქვილკომბინატების მიერ შესასყიდი ხორბლის ფასის კორექტირება 65 თეთრის ფარგლებში (საბაზისო მე-3 კლასის ხორბალი), გამომდინარე იქედან, რომ წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს პირდაპირ განსაზღვრავს პურის მწარმოებლების მიერ პირველი ხარისხის ფქვილის შესასყიდი ფასი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ყველაზე დიდი რისკია, თუ პუტინი გაიმარჯვებს – ამიტომ მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეებისთვის უკრაინის მხარდაჭერა”

NATO Secretary General Jens Stoltenberg attends a joint press conference with the Ukrainian President on the sidelines of the NATO Summit in Vilnius on July 12, 2023. (Photo by PETRAS MALUKAS / AFP) (Photo by PETRAS MALUKAS/AFP via Getty Images)

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ყველაზე დიდი რისკი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ევროპაში სრულმასშტაბური ომი მიმდინარეობს და ნატოს მოკავშირეებისთვის არ არსებობს რისკისგან თავისუფალი ვარიანტი, მაგრამ ყველაზე დიდი რისკია, თუ [ვლადიმირ] პუტინი გაიმარჯვებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნატოს მოკავშირეებისთვის უკრაინის მხარდაჭერა. ტრაგედია იქნება უკრაინისთვის, თუ [პრეზიდენტი] პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს საშიში იქნება ჩვენთვის, უფრო დაუცველებს გაგვხდის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

“ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია” – ვატო შაქარიშვილი

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე გადაღებული.

შაქარიშვილის თქმით, ფოტოზე ასახულია არამარტო სამიტის შედეგები, არამედ დღევანდელი მსოფლიოს რეალობა. მისივე განცხადებით, უდიდესი მსხვერპლის და ნგრევის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტისთვის იმის თქმა, რომ ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ გაწევრიანდება ნატო-ში, რაც რუსეთს დაამარცხებს, დაცინვა და ცინიზმია, ვინაიდან უკრაინას ალიანსის წევრობა სწორედ რუსეთისგან თავის დასაცავად სჭირდება.

“მრავლისმთქმელი ფოტოა! მოთხრობილია არა მარტო ვილნიუსის სამიტის შედეგები, არამედ მთლიანად დღევანდელი მსოფლიო რეალობა!

ვილნიუსის სამიტით დოკუმენტურად გაფორმდა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია – უკრაინა უბრალოდ გაიწირა! მოჩვენებითობის და მაპზე უკეთესის დროც აღარ არის – ღიად და მკვახედ უთხრეს, რომ სანამ იმას არ დაამარცხებს, ვისგან დაცვისთვისაც NATO-ს წევრობა სჭირდება, ალიანსში არ მიიღებენ! ეს არის დაცინვა, იმ უდიდესი მსხვერპლის, ნგრევის, ტერიტორიების დაკარგვის, მილიონობით ლტოლვილის ფონზე არის უდიდესი ცინიზმი!

ნაც-ლიბერალებო, ეს გინდოდათ და გინდათ საქართველოსთვის?! 30 წელი ამ ცრუ მოლოდინებში და რა მივიღეთ?!

„ღია კარი“ და „შესაძლებლობების ფანჯარა“ – აი, რას ნიშნავს რეალურად! გლობალური ომის პარტიის ინტერესებისთვის საკუთარი ქვეყნის გაწირვას და პასუხად მიღებულ უკიდეგანო ცინიზმს!

დღევანდელი NATO-ს შემხედველი გენიალური ელდარ შენგელაიას შედევრი ფილმი – „ცისფერი მთები“ მახსენდება… ბზარი გასკდა, ბზარი იზრდება და სანამ ჩვენ მოსაცდელში უსასრულოდ ველოდებით, ნანგრევებში არ მოვყვეთ…“, – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს” – არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს – ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საუკეთესო კანდიდატი იქნება, ზუსტად გამოხატავს, „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, მდგომარეობას და მის მომავალს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საარჩევნოდ, შესაძლოა გიორგი ვაშაძე იყოს.

„როგორც ჩანს, კონსულტაციები მიმდინარეობს. იმედი მაქვს, საერთო ენას გამოძებნიან და მშვიდობიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. გასაკვირია, რომ ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, იქ, სადაც ის არ უნდათ და გადააყენეს. „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ და საქმიან პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულია. ეს არის პარტია, რომელიც დაშლის გზაზეა, პოლიტიკურ „აიწონა-დაიწონას“ თამაშობს. წინა სერიაში ხაბეიშვილმა გადაწონა მელია, ახლა მელია გადაწონის ხაბეიშვილს, შემდეგში შეიძლება ცისკარიშვილთან ერთად გაიმართოს მორიგი შერკინება. არჩევნებზე საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ ეს არასერიოზული პოლიტიკური პარტია აუტსაიდერებში გადაიყვანოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5870 ლარი ეღირება, ევრო – 2.8469 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3380 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5834 ლარი ღირდა, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3450 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ივლისს ამოქმედდება.

“გავრისკეთ და უკრაინას ყველა პლატფორმაზე, მათ შორის რუსეთის ჰააგაში გასამართლებას მხარი დავუჭირეთ”

როდესაც ჩემი მეგობარი ხარ, ძალიან დიდ ბიჭებთან ჩხუბობ და მათთან შედარებით, სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ვარ, ისეთი ძალა არა მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ღმერთმა კარგად გამყოფოს, შენ აუცილებლად გადარჩები, შენ შეიძლება გაიმარჯვო კიდეც, მოერიო, მხარს კიდევ უფრო დიდი ბიჭები გიმაგრებენ, მაგრამ მე თუ ამ ჩხუბში შემოგყევი და ცენტრში აღმოვჩნდი, აუცილებლად მომკლავენ, გადარჩენის შანსი არა მაქვს, მაშინ მე გეტყვი: – თუ ძმა ხარ, ნუ გამწირავ და რაც შემეძლება გვერდით დაგიდგები, – ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უკრაინაზე საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, საქართველომ გარისკა და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ომისთვის რუსეთის ჰააგაში გასამართლებაზე, უკრაინას მხარი დაუჭირა.

„აქ ჩვენმა კოლეგამ გვითხრა: – ყოველთვის, როცა ქართულ ტრადიციებზე საუბრობთ, გავიწყდებათ, რომ მეგობარს ჩხუბში დახმარება სჭირდებაო – ბიჭურ ამბებზე გადავიდა…

რაღაც პროპორცია რომ ავიღოთ – ოთხ კაცს რომ ეპატიჟებიან ომში, სადაც ერთმანეთში 42 და 144 იბრძვის და მხარს ათასზე მეტი უჭერს, ამ პროპორციით ოთხ კაცს რომ ეპატიჟები: – მოდი და მოკვდი აქო, თუ ეს გარანტირებულ სიკვდილს და განადგურებას იწვევს, მე ყველაფერს გავაკეთებ, მორალურად, ფიზიკურად მხარს დაგიჭერ, მაგრამ ცენტრში ბრძოლაში არ შემოვდივარ იმიტომ, რომ ეს ოთხი ადამიანი – ჩემი 4 მილიონიანი მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადავარჩინო.

გავრისკეთ და ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, მათ შორის ამ ომისთვის რუსეთი ჰააგაში რომ უნდა გასამართლდეს, მხარი დავუჭირეთ. საქართველო 400-ზე მეტ დოკუმენტს შეუერთდა, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების მიხედვით, სამეულშია.

დამნაშავე, კრიმინალი სააკაშვილის გამო ის ელჩი გამოუშვეს, რომელსაც დაბომბვის დროსაც არ დაუტოვებია კიევი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

“მივქარეთ, რომ დავდიოდით იმ ფანჩატურ-მანჩატურებში და რაღაც მაღალი მატერიების გვჯეროდა” – ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ ვაშაძე კი არა, ვინც გინდა, ის ჰყავდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ ურთიერთობას და პარტნიორობას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კომიკური ძალა ხდება.

„მივქარეთ, რომ დავდიოდით იმ ფანჩატურ-მანჩატურებში და რაღაც მაღალი მატერიების გვჯეროდა. კარგი გამოცდილება მივიღეთ და მსგავს აჯაფსანდალში მონაწილეობას არ ვაპირებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან კომიკური ძალა ხდება და, შესაბამისად, ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. რამდენადაც კიდევ უფრო კომიკური გახდება „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენადაც ხალხი მიხვდება, რომ ამ პარტიისთვის ხმის მიცემა არ შეიძლება, მით უფრო იოლი გახდება „ქართული ოცნების“ ძალაუფლებიდან ჩამოშორება. 11 წელია, „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაშია მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო. შესაბამისად, მთავარი საფრთხობელა რაც უფრო სასაცილო და ნაკლებად ანგარიშგასაწევი გახდება, ხალხიც მიხვდება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ არ მისცემენ ხმას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა დაჩქარდება და ქვეყანასაც მაშინ ეშველება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმები შევიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი მედიკოსები შევიდნენ.

„როგორც ხედავთ, ჩვენი პოლონელი კოლეგები ვიზიტით არიან. ჩვენ ნებართვა ყოველთვის გაცემული გვქონდა. პაციენტიც საქმის კურსშია, რომ ექიმები აქ არიან. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ჩვენი კოლეგები ნახავენ და შემდეგ გაგესაუბრებით“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების მიზნით საქართველოში პოლონელი ექიმები შემოეშვათ.

4 ივლისს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში მისთვის სასურველი ექიმების ჩართვის შეთავაზება გასული წლის ნოემბერში გააკეთა, თუმცა მისმა ოჯახმა ოფიციალური წერილით სამინისტროს მხოლოდ 4 თვის შემდეგ მიმართა და განაცხადი არასრულფასოვნად იყო წარდგენილი.

“ერთ გამოხედვაში იგრძნობა ის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში” – ქადაგიძე ზელენსკიზე

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზეა გადაღებული.

ქადაგიძის თქმით, ზელენსკის სახეზე მკაფიოდ იკითხება სამწუხარო რეალობა, რომელიც უკრაინის გარდა, ყველა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებაში გამოიხატება.

“როგორი ნიშანდობლივი ფოტოა…

ერთ გამოხედვაში იგრძნობა,ის მდგომარეობა რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში…

იყო დაპირებები, ქომაგობა,განცხადებები და ბოლოს ეს ყველაფერი ყველას სტრატეგიულ ინტერესებში დახურდავდა გარდა უკრაინისა,სადაც უკრაინას მხოლოდ ღია კარი,მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივა და ღმერთმა უწყის როგორი ხვალინდელი დღე ექნება…

სამწუხარო რეალობაა,რაც ზელენსკის სახეზეც მკაფიოდ იკითხება…” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0zbbQVe1KGJJAp3UHqEnc4jKfex3HBp6m1NCsWVLhVwB8VPSJdZP6ovVN8jj6yauRl&id=100086327117582&ref=embed_post

“გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატოში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი”

გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ნატოში ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც გასაგებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, შეხვედრებზე საუბარია, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. ზელენსკის შეფასებით, ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინაში მშვიდობა იქნება.

„ყველაზე მნიშვენლოვანია, რომ გვაქვს შედეგები, ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ სპეციფიკური მიმართულებები, რომელიც ნატოსთან გვაახლოებს. რთულია, ზოგიერთი რამ აუხსნა პარტნიორებს, რადგან ჩვენ ვართ ომში, პარტნიორებს ნამდვილად სურთ ჩვენი დახმარება და გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გადარჩენაა მთავარი საკითხი და პარტნიორებს სურთ, დაგვეხმარონ, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ მანამდე ჩვენ გვჭირდება გადარჩენა, სწორედ ეს გვაიძულებს სწრაფი პროცესისკენ. სამწუხროდ, ჩვენ ვიხდით საბოლოო საფასურს, ჩვენი სიცოცხლის საფასურს. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ, ჩვენ ნათლად გვესმის, რომ პარტნიორები იარაღით გვეხმარებიან და ეს არის გადარჩენის მომენტი. გვესმის, რომ ვიღაცას ეშინია, ისაუბროს ახლა ჩვენს წევრობაზე, რადგან არავის სურს მსოფლიო ომი, რაც ლოგიკური და გასაგებია. მსურს, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ ცივილიზებული და ადეკვატური ხალხი ვართ. უკრაინა იბრძვის და გასაგებია, რომ ვერ გახდება ნატოს წევრი, ვიდრე ომი გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე. შეხვედრებზე ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი და ვნახეთ სანდო განცხადებები, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება. მე ასე მესმის, რომ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენს მიწაზე მშვიდობა იქნება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოს წევრობა იქნება.

„არ მჯერა ბუდაპეშტის მემორანდუმის უსაფრთხოების გარანტიების, რადგან ვერ ვიგებ მემორანდუმით უზრუნველყოფილ რაიმე პასუხისმგებლობას. მას არ აქვს სპეციფიკა, გარდა იმისა, რომ უკრაინას ჰქონდა ეს დოკუმენტი და დარჩა მარტო ამ დოკუმენტით. ჩვენ არ გვინახავს შედეგები ბუდაპეშტის მემორანდუმის პირობების დარღვევისთვის. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, ის უნდა იყოს მოქმედი იქამდე, ვიდრე უკრაინა ნატოს წევრი გახდება. ჩენ გვესმის, რომ უკრაინისთვის საუკეთესო გარანტია ნატოს წევრობა იქნება. ამას აქვს კონკრეტული მაგალითები. ჩვენ ვერ ვხედავთ ომში მყოფ ნატოს წევრ ქვეყანას. ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ გვჭირდება გარანტიები მუდმივად, რაც გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან. გვსურს, გვქონდეს დოკუმენტი, რომ დახმარება არ გვქონდეს მხოლოდ პერსონალური ურთიერთობების საფუძველზე. უსაფრთხოების გარანტიები გახსნის ძლიერი ორმხრივი დოკუმენტების შესაძლებლობას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურ მდივანს შემიძლია, მოვიწვიო საბჭო და ცალკეული მოკავშირეები ან საბჭოს წევრები მას ვერ დაბლოკავენ. საბჭოს მოწვევა ასევე შეუძლიათ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს კრიზისული კონსულტაციისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს ნატო-ს საბჭოს მოწვევა, მას შეუძლია ამის გაკეთება.

„ვერ მოხდება მისი დაბლოკვა, რადგან ჩვენ ვიკრიბებით როგორც თანასწორები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, მათ შორის ისიც, რომ კრიზისული კონსულტაციები შეიძლება, მოიწვიოს ამ საბჭოს ნებისმიერმა წევრმა. ასე რომ, ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. ეს არის ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი შემდგომი პოლიტიკური ინტეგრაციისა და ასევე მიზნების განსახორციელებლად. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც დღეს ვიღებთ, რათა უკრაინა დაუახლოვდეს ნატო-ს წევრობას და ჩვენ ყველამ უნდა დავაფასოთ ეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, გუშინ ნატო-ს მოკავშირეების ჯგუფმა შექმნა კოალიცია, რათა უზრუნველყონ F-16-ის პილოტების წვრთნა უკრაინისთვის.

„ეს არის ნიდერლანდებისა და დანიის ინიციატივა. მივესალმები, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე შეუერთდა. ამჟამად მომზადების ზოგიერთი პროცესი უკვე მიმდინარეობს და წვრთნები შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყება. მოკავშირეები აცხადებენ, რომ წვრთნები ამ ზაფხულში დაიწყება. კოალიციაში 10-ზე მეტი წევრია. ეს ასევე არის F-16-ების მიწოდებაზე შემდგომ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული. გარანტიები, დოკუმენტები, საბჭოები, შეხვედრები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე სასწრაფო ამოცანა არის უკრაინის საკმარისი შეიარაღებით უზრუნველყოფა.

შეხვედრებზე ჩვენ მოვისმინეთ ახალი განცხადებები ნატო-ს მოკავშირეებისგან. საფრანგეთმა გადაწყვიტა შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების მიწოდება, გერმანიამ გამოაცხადა ახალი დიდი პაკეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო მანქანებით, აშშ-მა – ახალი დიდი პაკეტი, სხვა მოკავშრეებმაც განაცხადეს დახმარების შესახებ. სასწრაფო ამოცანა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან უკრაინა თუ ვერ გაიმარჯვებს, ნიშნავს, რომ გაწევრიანების საკითხი ამოცანა საერთოდ აღარ იქნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.