Home Blog Page 2384

“გილოცავთ მარიამობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს, 28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

“პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას გვმართებს აქტიურობა, რომ მალე მოვაახლოოთ პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია”

ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით გვმართებს აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მალე მოვაახლოოთ ის პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია, რადგან „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლების ნაწილი საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კრემლთან გარიგებაში მყოფი ხელისუფლება ჰყავს და დღეს ეს მთავარი პრობლემაა.

„რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვება იქონიებს დადებით და გადამწყვეტ გავლენას როგორც საქართველოს, ასევე, მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ასევე, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, რადგან საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთადერთი ქვეყანა – ეს არის რუსეთის იმპერია და სამწუხაროდ, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით გვმართებს აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მალე მოვაახლოოთ ის პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია, რადგან „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლების ნაწილი საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და რუსეთი გეოპოლიტიკურად მთლიანად უნდა იქნეს დამარცხებული.

მე უფრო აღვშფოთდებოდი, ავღელდებოდი და გავბრაზდებოდი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ქართველ ერს წარმოადგენს ხელისუფლება – „ქართული ოცნება“, რომელიც გარიგებაშია და მეგობრობაშია პუტინთან, მედვედევთან და მთლიანად კრემლთან, ქართველების მაგინებლებთან, ტერიტორიების მიმტაცებლებთან, საქართველოს ისტორიის გადამწერ ძალასთან. მათთან პირდაპირ გარიგებაში, კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლება გვყავს და ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, ამას უნდა მივხედოთ ჩვენ და კრემლი, პუტინი და მედვედევი რას იძახიან – ეს ახალი არ არის, ეს არის რუსული დამპყრობლური, შოვინისტური პოლიტიკა, ეს არის ჰიბრიდული ომის პოლიტიკა, რომელიც დღეს და გუშინ კი არ დაუწყიათ, ასწლეულების და ათწლეულების წინ აქვს დაწყებული რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რუსულმა ძალებმა პოლტავაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა პოლტავას ოლქში სამრეწველო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პოლტავის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერმაკის განცხადებით, რუსებმა სარაკეტო შეტევა მირგოროდსკის რაიონის გოგოლევოს დასახლებაზე განახორციელეს. აფეთქების შედეგად მცენარეული ზეთის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

თავდსხმის ადგილზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

“უკრაინა მზადაა რუსეთთან ხანგრძლივად ბრძოლისთვის ადამიანების დაკარგვის გარეშე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას, ისრაელის მაგალითზე, შეუძლია ფოკუსირება მოახდინოს რუსეთთან გრძელვადიან ომზე, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე.

“ისრაელი იბრძვის. მზად ვართ, ვიბრძოლოთ ხანგრძლივად, ადამიანების დაკარგვის გარეშე. ეს შესაძლებელია. შეგვიძლია, მინიმუმამდე დავიყვანოთ მსხვერპლი ისრაელის მაგალითის მიხედვით”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა სამხედრო ოპერაციების რუსეთის ტერიტორიაზე გადასატანად.”ვფიქრობ, ეს დიდი რისკია, ჩვენ აუცილებლად დავრჩებით მარტო (საერთაშორისო პარტნიორების გარეშე),“ – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ბრძოლას საკუთარი ტერიტორიის დასაბრუნებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა მისმა ურთიერთობამ მოკავშირეებთან. “უკრაინის წინსვლა და პასუხისმგებლობა ბრძოლის ველზე ყოველთვის ორმხრივია,”- განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ საერთაშორისო პარტნიორები არიან ნებისმიერი გამარჯვების, კონტრშეტევის ნებისმიერი შეჩერების, ნებისმიერი თავდაცვითი მოქმედებისა და ნებისმიერი სისუსტის ნაწილი.

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ტყის მასშტაბური ხანძრები, მეცხრე დღეა, გრძელდება. მედიის ცნობით, მაშველები აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის კონტროლს ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა და ხანძრის ჩაქრობის იმედი ჯერ არ არის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომავალ კვირას, ქარის სიხშირის მატების გამო, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს. მათივე ინფორმაციით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 74 000 ჰექტარი დაიწვა, აქედან 13 000 – ეროვნულ პარკში.

თურქეთის საზღვართან, ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად გავრცელებული ხანძრის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, რომლებმაც საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთეს.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.

პარლამენტი საშემოდგომო სესიას მომავალ კვირაში გახსნის

პარლამენტი საშემოდგომო სესიას მომავალ კვირაში გახსნის. რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება, შესაბამისად, 5 სექტემბერს საშემოდგომო პლენარული სხდომით გაიხსნება.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში მოსასმენია სახელმწიფო უწყებების საქმიანობის წლიური ანგარიშები, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის. ამ სესიის ფარგლებში ჩანიშნული იქნება მინისტრის საათის ფორმატები. ასევე ოპოზიცია მთავრობის წევრების მოსმენას ინტერპელაციის ფორმატშიც ითხოვს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მინისტრების დაბარებას საკომიტეტო ფორმატებშიც ითხოვენ, მათ შორის ეკონომიკური გუნდის. დარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრის მისვლა რომან გოცირიძემ და ხატია დეკანოიძემ მოითხოვეს, მათ კითხვები რიკოთის გზის მშენებლობაზე აქვთ.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს ხურავს.

“რუსული ძალები წინსვლას სამი მიმართულებით ცდილობენ” – უკრაინის გენშტაბი

რუსული ძალები, გასული დღე-ღამის განმავლობაში, წინსვლას სამი მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებით, ცდილობდნენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსებსა და უკრაინელებს შორს, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით უშედეგოდ ცდილობდა წინსვლას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა არტილერიით დაბომბეს ლიმანის მიმართულებით, 10-ზე მეტი დასახლება და ბახმუტის მიმართულებით, 15 დასახლება.

“მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში. მტერმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას რაიონში, კრასნოგოროვკას, გოსტრეს, მარინკას, კატერინივკას, პრასკოვეევკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები კი არტილერიით დაბომბა”, – აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.

“სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება” – ონის მერი

ონის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამუშაოების ლოკაციების გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას.

„კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. როგორც მოგეხსენებათ, ლოკაციები არის როგორც უშუალოდ სტიქიის ზონაში, ასევე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია, ხოლო ორი ადამიანის დნმ-ის კვლევა მიმდინარეობს, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ორი ადამიანის საძიებო სამუშაოები. ჩვენი ინფორმაციით, ორი მცირეწლოვანის ძებნა ხორციელდება. რაც შეეხება საძიებო სამუშაოების შეწყვეტას, ლოკაციების გაფართოებას და ასე შემდეგ, ამაზე სამაშველო სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას. მოქალაქეების საძიებო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მცირედი შანსიც კი იქნება“, – განაცხადა სერგო ხიდეშელმა.

ამასთან, სერგო ხიდეშელის განცხადებით, მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, თუმცა სამძებრო სამუშაოებს რომ ხელი არ შეეშალოს, კომისია ჯერ ვერ მუშაობს.

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა დღეს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით გადარბენები და გარჩევები მოგიწიოთ. მალე თავადვე დარწმუნდებით, რომ თქვენი იდეები თუ სურვილები მოცემული დროის ამ ეტაპზე სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.

კურო

ცვლილებებისთვის კარგი დროა, შესაძლოა კარიერულადაც წინ წახვიდეთ, თუმცა სასურველია გარკვეული პერიოდით ამის შესახებ არავის მოუყვეთ.

ტყუპები

ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ აქტიური დასვენება. ნუ შეიზღუდავთ თავს, გაერთეთ, თუმცა სასურველია გჯეროდეთ უკეთესის, განეწყვეთ ოპტიმისტურად და შეინარჩუნეთ სულიერი მხნეობა.

კირჩხიბი

თუ სამართლიანად იმოქმედებთ, იქნებით გულისხმიერი და მოწესრიგებული ვერავითარი წინააღმდეგობა თუ დაბრკოლება თქვენს საქმიან შედეგებზე ცუდ გავლენას ვერ მოახდენს.

ლომი

კარგად დააკვირდით წარმოქმნილ სიტუაციას, გააანალიზეთ მიმდინარე მოვლენები ყოველი მხრიდან, ამით თქვენ დაზოგავთ ძალასა და ენერგიას, საქმეებს სწრაფად, მოკლე დროში და ნაყოფიერად დაასრულებთ.

ქალწული

შესაძლოა თქვენი გეგმები შეიცვალოს ან თავად შეცვალოთ დამოკიდებულება სამსახურთან მიმართებაში, პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით.

სასწორი

მოერიდეთ ხელმძღვანელ პირებთან კამათსა და გარჩევებს, ამ ეტაპზე ეს მხოლოდ პრობლემების შემქმნელი იქნება, შეეცადეთ ყველასთან გამონახოთ საერთო ენა.

მორიელი

დღეს შეძლებთ სწორად განსაზღვროთ ცხოვრებაში თქვენი ადგილი და მიხვდებით რა არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იმისათვის, რომ ბედნიერი და კმაყოფილი იყოთ.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი შეხვედრები, ნაცნობობა და მოგზაურობა ძალიან ბევრის მომტანი და მომგებიანი იქნება. თქვენი შრომა და ძალისხმევა სოლიდური შემოსავლებით დაგვირგვინდება.

თხის რქა

ახლობელი თუ საყვარელი ადამიანის პრეტენზიებიდან გამომდინარე ან ირგვლივმყოფი ადამიანების გამო შესაძლოა მოგიწიოთ ნემსის ყუნწში გაძვრომა და მათი სურვილების დაკმაყოფილება.

მერწყული

ნუ იტვირთავთ თქვენს მხრებზე სხვის პასუხისმგებლობას და აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, ერიდეთ კამათსა და ინტრიგებს. ეცადეთ კორექტულად მოაგვაროთ გაუგებრობები.

თევზები

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და სანამ რამეს იტყვით დარწმუნდით, რომ თქვენს ნათქვამს სწორად გაიგებენ.

რა რეჟიმი მოქმედებს შიომღვიმეში

გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ, – ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ ძალაშია შეზღუდვა შიომღვიმის ტერიტორიაზე მომლოცველთა და ტურისტთა შესვლაზე.

„გეოლოგიურმა სამსახურმა სამუშაოები დაასრულა. შესაბამისად, ველოდებით მათ დასკვნას, აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ შემდგომ. წინამძღვართან კოორდინირებული მუშაობით გავატარეთ შესაბამისი სამუშაოები, რომ შეიზღუდა მომლოცველთა და ტურისტთა შემოსვლა, ამ რეჟიმში ვართ ახლაც. გეოლოგებმა იმუშავეს და რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედებთ, შეზღუდვა იქნება, აკრძალვა, თუ რა რეაგირება იყოს შემდგომ“,- აღნიშნა გოჩა ქავთარაძემ.

„ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა!- ლაშა ჟვანია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში მორწმუნეებს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ულოცავს და წერს, რომ ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა.

„ღვთისმშობლის საფლავზე, სადღესასწაულოდ, ჩვენი შეწირული ქართული სახარება დაბრძანდა! გაიხარონ და იდღეგრძელონ ამ მადლიანი საქმის განმახორციელებლებმა არქიმანდრიტ ილია ნასიძისა და არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის თაოსნობით.

საქართველოს გადაეფაროს დედა ღვთისმშობლის კალთა! გვიდღეგრძელოს ამ საქმის მაკურთხეველი და სულისჩამდგმელი პატრიარქი ჩვენი! ღვთისმოყვარე მთავრობა გააძლიეროს და წილხვდომილი ქვეყანა და ერი მისი დაიცვას!

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს გილოცავთ!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უწმინდესი პატრიარქისა და იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით – მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის ტაძრისთვის ქართული სახარება მზადდება“, – წერს ლაშა ჟვანია.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამობას აღნიშნავს

28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულება.

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტოს დასრულდება.