საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ

105
spot_img

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან ტყის მასშტაბური ხანძრები, მეცხრე დღეა, გრძელდება. მედიის ცნობით, მაშველები აცხადებენ, რომ ისინი ხანძრის კონტროლს ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა და ხანძრის ჩაქრობის იმედი ჯერ არ არის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომავალ კვირას, ქარის სიხშირის მატების გამო, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს. მათივე ინფორმაციით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 74 000 ჰექტარი დაიწვა, აქედან 13 000 – ეროვნულ პარკში.

თურქეთის საზღვართან, ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად გავრცელებული ხანძრის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, სავარაუდოდ, არალეგალი მიგრანტები, რომლებმაც საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთეს.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.