Home Blog Page 2366

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ათენში მიმდინარე ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს წარმომადგენლობის არდასწრების ფაქტს განმარტავს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამიტი არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება, და სპეკულაციები, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არასწორია.

„ამა წლის 21 აგვისტოს ათენში გაიმართა არაფორმალური სამიტი, რომელიც მიეძღვნა ცნობილი თესალონიკის სამიტის 20 წლისთავს. ამ შემთხვევაში, ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება, არამედ მისი ორგანიზატორი იყო ბერძნული მხარე. თვითონ ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ამ ღონისძიებაში როგორც სტუმრები. ღონისძიების ძირითადი თემა იყო არა გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი. სწორედ ამიტომ, იყვნენ დაპატიჟებული უკრაინა და მოლდოვა. მიიჩნევა, რომ მოლდოვა არის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე ამ ომის გამო. ზოგადად უნდა ითქვას, რომ უკრაინა და მოლდოვა ძალიან ხშირად არიან ხოლმე ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დაპატიჟებული“, – განაცხადა ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორმა, არჩილ ყარაულაშვილმა.

თბილისის მერია კადრებს აქვეყნებს (ვიდეო)

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ჩანს, რომ საჯარიმო ავტოსადგომზე, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე არაერთი ავტომობილი დგას.

წილოსანი წერს, რომ ინფორმაცია, თითქოსდა, სამართალდარღვევის შემთხვევაში, რუსული სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, კანონის აღსრულება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე ხდება.

,,სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკის კვალდაკვალ, მისი დისკრედიტაციის მიზნით, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების ევაკუაცია არ ხორციელდება. განსაკუთრებულად რუსული სანომრე ნიშნის.

ვინც მიცნობს, მათთან ამის მტკიცება არ მჭირდება, თუმცა სააგენტოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კანონის აღსრულება ხდება უკლებლივ ყველა სამართალდარღვევაზე.

მიუხედავად სახელმწიფო ნიშნების წარმომავლობისა. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისოდ აღიარებული შეზღუდვებისა.

ვთხოვ მედიას და სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ინფორმაციის გავრცელების დროს თავიანთ მომხმარებლებს და თავი შეიკავონ დეზინფორმაციების გავრცელებისგან.
ეს ყველას ქალაქია!!!”, – წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ წილოსანი და ვიდეოს ავრცელებს.

 

 

 

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”-დაზარალებული არასრულწლოვანის ჩვენება

თეა გოდოლაძის საქმეზე “კურიერმა” ჩვენება მოიპოვა. დაზარალებული არასრულწლოვანი ინციდენტის დეტალებს ჰყვება და ამბობს, რომ თეა გოდოლაძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა:

“თეა გოდოლაძემ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან მარცხენა ხელი დამარტყა მარჯვენა ყურისა და ლოყის მიდამოში, რომლის შედეგადაც აღმენიშნებოდა სიწითლე მთელი დღის განმავლობაში. ექიმების მიერ დანიშნული მაქვს წამალი, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებ და მოცემული ძალადობის შემდეგ, ვინაიდან ვიყავი აღელვებული, წამლის დოზა გაზრდილი ოდენობით მივიღე.

რაც შეეხება თეა გოდოლაძეს, იგი მყავს ნანახი ძალადობამდე ორჯერ, ხოლო ძალადობის შემდეგ – რამდენჯერმე. ერთხელ იყო, როდესაც ჩემთვის არასასიამოვნოდ მოიქცა. თეა მოვიდა ჩემ საცხოვრებელ ბინაში, სადაც მარტო ვიმყოფებოდი. იგი სწრაფად შემოვიდა სახლში, გამკრა მხარი მსუბუქად, ყველა ოთახში, მათ შორის მამაჩემის და ჩემს საძინებელ ოთახებში ფარდის უკანაც შეამოწმა, კარადებიც ნახა, სავარაუდოდ, ეძებდა მამაჩემს. ეს არ იყო სასიამოვნო, ავღელდი მისი დანახვით,”- აცხადებს არასრულწლოვანი.

,,არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც სავარაუდოდ განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც”- ანჯაფარიძე

“თეა გოდოლაძის ამბავმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების არცთუ კარგად შესახედი სახე. ამ საზოგადოებაში არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც, სავარაუდოდ, განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც, და ეს ბაბლი თვლის, რომ წარმოადგენს განსაკუთრებულ და დანარჩენ საზოგადოებაზე მაღლა მდგომ პრივილეგირებულ კასტას, შესაბამისად, რაც არ უნდა ცუდი რამ მოიმოქმედონ ამ ბაბლის წევრებმა, მათ ინდულგენცია ეკუთვნით და ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ, სიტყვაც კი არ უნდა შებედონ” – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლებს, საკმარისია რამე შეეშალოთ, “ბაბლი გადაუვლის და გადაჯეგავს ბოლომდე”.

“სხვათა შორის, თეა გოდოლაძის ამბავმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების არცთუ კარგად შესახედი სახე.
მოკლედ, ამ საზოგადოებაში არსებობს მიკროსოციუმი, თუ “ბაბლი,” რომელსაც სავარაუდოდ განეკუთვნება ქ-ნი გოდოლაძეც, და ეს ბაბლი თვლის, რომ წარმოადგენს განსაკუთრებულ და დანარჩენ საზოგადოებაზე მაღლა მდგომ პრივილეგირებულ კასტას.

შესაბამისად, რაც არ უნდა ცუდი რამ მოიმოქმედონ ამ ბაბლის წევრებმა, მათ ინდულგენცია ეკუთვნით და ხელშეუხებელნი უნდა დარჩნენ, სიტყვაც კი არ უნდა შებედონ. აი, დანარჩენი საზოგადოების წარმომადგენლებს, საკმარისია რამე შეეშალოთ, ბაბლი გადაუვლის და გადაჯეგავს ბოლომდე. ასეთ რეალობაში ვართ, სამწუხაროდ,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს – The Top Tens 

უძველესი ცივილიზაციების ათეული – ამერიკულმა გვერდმა The Top Tens შეადგინა, ათეულში კი საქართველო მეორე ადგილს იკავებს.

Top 10 Best Ancient Civilizations – პირველ ადგილზეა საბერძნეთი, ხოლო საქართველოს შემდეგ, მესამე ადგილი ეგვიპტეს უჭირავს… შემდეგ მოდიან – რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკების და სპარტის იმპერიები…

გვერდის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ქვეყნის შესახებ თავიანთი მოსაზრება დააფიქსირონ, თუ რატომ თვლიან კონკრეტულ ქვეყანას უძველეს ცივილიზაციად…

საქართველო ყურძნის სამშობლოდაა მოხსენიებული და ჩვენი კერძების, სტუმართმოყვარეობის, ძველი ტაძრების, ბუნების და მთების შესახებ ბევრ კომენტარს გადააწყდებით…

ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ბათუმში, ასათიანის ჩიხში სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები, მამა და მისი ორი შვილი არიან.

როგორც ცნობილია, დაჭრას წინ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საბერძნეთში, საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.

„საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმის შესახებ:

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

,,უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას”-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა უარყო. ამის შესახებ მან ესპანეთის ქალაქ სანტანდერში პელაიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ონლაინ ლექციის დროს განაცხადა.

კულებამ მაღალი შეფასება მისცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მხარდაჭერას. მისი აზრით, ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო იმით, რომ „მსოფლიო ისწავლა წარსულის შეცდომებზე“.

მინისტრის თქმით, უკრაინა არ მოაწერს ხელს 1940 წლის ფინეთის მსგავს სამშვიდობო შეთანხმებას.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის გარკვეული ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა.

„ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატოში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

MILAN, ITALY - APRIL 13: Toto Cutugno attends 'Che Tempo Che Fa' Italian TV Show on April 13, 2013 in Milan, Italy. (Photo by Vincenzo Lombardo/Getty Images)

80 წლის მუსიკოსი დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე გარდაიცვალა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოშიю ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ მომღერლის მენეჯერმა დანილო მანკუსომ გამოაცხადა. მისი თქმით, „ხანგრძლივი ავადმყოფობის ფონზე მომღერლის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა“.

ტოტო (ნამდვილი სახელი სალვატორე) კუტუნიომ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. თავიდან დრამერი იყო, შემდეგ ჯაზით და ფორტეპიანოზე დაკვრით დაინტერესდა და საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო. საკუთარი ჯგუფის Albatros-ის შექმნის მცდელობამ წარმატება არ მოიტანა და მომღერალმა დაიწყო სოლო კარიერა, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მან 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა სან-რემოს ცნობილ ფესტივალში, მათ შორის სიმღერით L’italiano (ანუ Lasciate Mi Cantare). იგი გახდა მისი სავიზიტო ბარათი.

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ეს ერთუჯრედიანი მავნებელი „რუსული ოცნების მანიპულაციას“უწოდებს- ქართველიშვილი

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ხაბეიშვილი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, ახლა სასაცილოც კია საუბარი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე 2024 წლის არჩევნებზე.

„2011 წლის ოქტომბერში სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ 2004 წელს მიღებული საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ 2010 წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ზუსტად ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც სექტანტებმა საპარლამენტო არჩევნები წააგეს 2012 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლების შესაბამისი პუნქტების საფუძველზე მიიღო მორიგი გადაწყვეტილება: ბიძინა ივანიშვილს აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე.

სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის როლი და ადგილი ქართულ პოლიტიკაში დამარცხებული სექტანტების მიერ ეჭვის ქვეშ განიხილებოდა. ამ დამარცხებულ მდგომარეობაში 11 წლის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, სექტანტების ბელადის თანაშემწე შეურაცხადობის საკითხებში, ხაბეიშვილი, უბედავს საქართველოს, 2024 წლის არჩევნებზე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე ილაპარაკოს. იმ უცხოელი ბელადის შანსებზე, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო მამულიც, ენაცა და მოქალაქეობაც.

„უცხო ქვეყნის მოქალაქის ციხეში ყოფნის პირობებში საქართველოში თავისუფალ არჩევნებზე საუბარი არის ანეკდოტი“ – ბრძანებს უსამშობლო ჯამბაზი და ოლიგოფრენი ხაბეიშვილი. ამით ის ფაქტობრივად იმ მეინსტრიმს მიჰყვება, რომელიც წასვლის წინ ქართველებს კელი დეგნანმა დაუტოვა: არ გვაინტერესებს არც თქვენი საარჩევნო სისტემა, არც თქვენი კანონმდებლობა. სექტანტების დამარცხება მომავალ არჩევნებში მათ გაყალბებასთან იქნება გაიგივებული.

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ეს ერთუჯრედიანი მავნებელი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ. ამიტომაც ამ შეურაცხადი უსამშობლო ბრბოს „პოლიტიკური ორგანიზაცია“, როგორც სახელმწიფოს, კონსტიტუციის, კანონმდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი აგრესიული სექტა, კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მაჭარაშვილი, ენმ- ს მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის” ანგარიში არალეგიტიმურია, ვინაიდან ისინი სტიქიის ზონაში არ ყოფილან და ასე ანგარიშის შედგენა სრულიად არაადეკვატურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ანგარიში, საზოგადოებისთვის იქნება აბსოლუტურად არასანდო, ელემენტარული მიზეზის გამო – ეს იგივეა ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, ბოლო დროს მომხდარი ბუნებრივი მოვლენები, წყალდიდობები შეაფასოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც რაჭაში განვითარებული მოვლენები იმიტომ, რომ არც ერთგან და არც მეორეგან არ ყოფილან. არც რაჭაში ჩასულან, არც ამერიკაში და არც ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, მათი ანგარიში არავის არ აინტერესებს იმიტომ, რომ სადაც არ ყოფილან და არ აინტერესებთ რა ხდება, ბუნებრივია ამაზე შენი ანგარიში არავის აინტერესებს. ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ერთადერთი რაც აინტერესებს საზოგადოებას, ის არის, თუ რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები, ვინ რომელ ფრთას წარმოადგენს, რომ როგორმე არ მოხდეს საზოგადოებაში და პირველ რიგში, მათ მხარდამჭერებში რაიმე არეულობის შეტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დასავლური კომპანიები, რუსულ ნავთობს ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს რომ დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით. ასევე ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავ ლონდონში აზღვევენ.