Home Blog Page 2366

მსოფლიოში ცნობილი იტალიელი მომღერალი ტოტო კუტუნიო გარდაიცვალა

MILAN, ITALY - APRIL 13: Toto Cutugno attends 'Che Tempo Che Fa' Italian TV Show on April 13, 2013 in Milan, Italy. (Photo by Vincenzo Lombardo/Getty Images)

80 წლის მუსიკოსი დღეს, დაახლოებით, 16:00 საათზე გარდაიცვალა მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოშიю ცნობილი ადამიანის გარდაცვალების შესახებ მომღერლის მენეჯერმა დანილო მანკუსომ გამოაცხადა. მისი თქმით, „ხანგრძლივი ავადმყოფობის ფონზე მომღერლის მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა“.

ტოტო (ნამდვილი სახელი სალვატორე) კუტუნიომ მუსიკალური კარიერა 1960-იან წლებში დაიწყო. თავიდან დრამერი იყო, შემდეგ ჯაზით და ფორტეპიანოზე დაკვრით დაინტერესდა და საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო. საკუთარი ჯგუფის Albatros-ის შექმნის მცდელობამ წარმატება არ მოიტანა და მომღერალმა დაიწყო სოლო კარიერა, რამაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. მან 15-ჯერ მიიღო მონაწილეობა სან-რემოს ცნობილ ფესტივალში, მათ შორის სიმღერით L’italiano (ანუ Lasciate Mi Cantare). იგი გახდა მისი სავიზიტო ბარათი.

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ეს ერთუჯრედიანი მავნებელი „რუსული ოცნების მანიპულაციას“უწოდებს- ქართველიშვილი

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ხაბეიშვილი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილს იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად საფრანგეთის მოქალაქეობა მიეღო, ახლა სასაცილოც კია საუბარი უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე 2024 წლის არჩევნებზე.

„2011 წლის ოქტომბერში სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ მოტივით, რომ 2004 წელს მიღებული საქართველოს მოქალაქეობის შემდეგ 2010 წელს მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ზუსტად ერთ წელიწადში, მას შემდეგ, რაც სექტანტებმა საპარლამენტო არჩევნები წააგეს 2012 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე და 33-ე მუხლების შესაბამისი პუნქტების საფუძველზე მიიღო მორიგი გადაწყვეტილება: ბიძინა ივანიშვილს აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ის უარს იტყვის საფრანგეთის მოქალაქეობაზე.

სხვანაირად ბიძინა ივანიშვილის როლი და ადგილი ქართულ პოლიტიკაში დამარცხებული სექტანტების მიერ ეჭვის ქვეშ განიხილებოდა. ამ დამარცხებულ მდგომარეობაში 11 წლის განმავლობაში ყოფნის მიუხედავად, სექტანტების ბელადის თანაშემწე შეურაცხადობის საკითხებში, ხაბეიშვილი, უბედავს საქართველოს, 2024 წლის არჩევნებზე უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის შანსებზე ილაპარაკოს. იმ უცხოელი ბელადის შანსებზე, რომელმაც ნებაყოფლობით დათმო მამულიც, ენაცა და მოქალაქეობაც.

„უცხო ქვეყნის მოქალაქის ციხეში ყოფნის პირობებში საქართველოში თავისუფალ არჩევნებზე საუბარი არის ანეკდოტი“ – ბრძანებს უსამშობლო ჯამბაზი და ოლიგოფრენი ხაბეიშვილი. ამით ის ფაქტობრივად იმ მეინსტრიმს მიჰყვება, რომელიც წასვლის წინ ქართველებს კელი დეგნანმა დაუტოვა: არ გვაინტერესებს არც თქვენი საარჩევნო სისტემა, არც თქვენი კანონმდებლობა. სექტანტების დამარცხება მომავალ არჩევნებში მათ გაყალბებასთან იქნება გაიგივებული.

სააკაშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობას ეს ერთუჯრედიანი მავნებელი უწოდებს „რუსული ოცნების მანიპულაციას“, რომელიც არ უნდა იქნას მიღებული მხედველობაში მომავალი არჩევნების დროს. ხოლო თუ 2024 წლის ოქტომბრამდე სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და მას შეუზღუდავენ არჩევნებში მონაწილეობას, არჩევნებს არალეგიტიმურად გამოაცხადებენ. ამიტომაც ამ შეურაცხადი უსამშობლო ბრბოს „პოლიტიკური ორგანიზაცია“, როგორც სახელმწიფოს, კონსტიტუციის, კანონმდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი აგრესიული სექტა, კანონგარეშე უნდა გამოცხადდეს!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

მაჭარაშვილი, ენმ- ს მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ანგარიშს ეხმიანება.

მაჭარაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის” ანგარიში არალეგიტიმურია, ვინაიდან ისინი სტიქიის ზონაში არ ყოფილან და ასე ანგარიშის შედგენა სრულიად არაადეკვატურია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ანგარიში, საზოგადოებისთვის იქნება აბსოლუტურად არასანდო, ელემენტარული მიზეზის გამო – ეს იგივეა ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში, ბოლო დროს მომხდარი ბუნებრივი მოვლენები, წყალდიდობები შეაფასოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც რაჭაში განვითარებული მოვლენები იმიტომ, რომ არც ერთგან და არც მეორეგან არ ყოფილან. არც რაჭაში ჩასულან, არც ამერიკაში და არც ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, მათი ანგარიში არავის არ აინტერესებს იმიტომ, რომ სადაც არ ყოფილან და არ აინტერესებთ რა ხდება, ბუნებრივია ამაზე შენი ანგარიში არავის აინტერესებს. ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ერთადერთი რაც აინტერესებს საზოგადოებას, ის არის, თუ რამდენ ნაწილად არიან დაყოფილები, ვინ რომელ ფრთას წარმოადგენს, რომ როგორმე არ მოხდეს საზოგადოებაში და პირველ რიგში, მათ მხარდამჭერებში რაიმე არეულობის შეტანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დასავლური კომპანიები, რუსულ ნავთობს ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ

Bloomberg-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს რომ დასავლური კომპანიები რუსულ ნავთობს დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე ძვირად ყიდულობენ.

გამოცემის ინფორმაციით, იმ ხომალდების 40%, რომლებსაც რუსული ნავთობი ბალტიისა და შავი ზღვის გავლით გააქვთ, დასავლურ კომპანიებს ეკუთვნით. ასევე ბევრ გემს, რომელიც რუსეთის ნავთობის გადაზიდვაშია ჩართული, კვლავ ლონდონში აზღვევენ.

უკრაინამ უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს ფრონტის ხაზზე სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აუკრძალა

უკრაინამ უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს ფრონტის ხაზზე სპეციალური ნებართვის გარეშე მუშაობა აუკრძალა. ამის შესახებ შვეიცარიული გამოცემა Le Temps იტყობინება.

ჟურნალისტური საქმიანობისთვის ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ვალერი ზალუჟნის მიერ გაცემული წერილობითი ნებართვაა საჭირო.

უკრაინული მედია განმარტავს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომასალები მტერს უკრაინის არმიის ტაქტიკისა და საბრძოლო მასალების დადგენაში ეხმარება – ჟურნალისტებს საქმიანობა სწორედ ამის გამო შეეზღუდათ.

ინდოეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა ახალ სიმაღლეებს აღწევს – Deutsche Welle

„რუსეთი მტერია? არა ინდოეთში, სადაც რუსეთი დიდი ხანია განიხილება, როგორც ღირებული პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორი“, – წერია Deutsche Welle მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდა.

ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს რუსეთი ინდოეთის იმპორტის მეოთხე უმსხვილესი წყარო გახდა. 2022 წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით, იმპორტმა $32,8 მილიარდი (30,08 მილიარდი ევრო) შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $6,58 მილიარდით მეტია.

ცნობისთვის, ინდოეთმა უარი თქვა მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების შეერთებაზე და ქვეყანას ახლა უფრო მეტი ნედლი ნავთობი შემოაქვს რუსეთიდან, ვიდრე ოდესმე.

რუსულ ნავთობზე მოქცევით ინდოეთს ცდილობს ახლო აღმოსავლეთზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს, რომელიც ადრე ქვეყნის ნავთობის იმპორტის დაახლოებით 60%-ს წარმოადგენდა.

“ოპოზიციის მტკიცება, რომ საბერძნეთში გამართული შეხვედრის ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მტკიცება, რომ საბერძნეთში გამართული შეხვედრის ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

როგორც გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს, უკრაინა და მოლდოვაც დაესწრნენ ამ შეხვედრას, თუმცა განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

„საბერძნეთმა 9 ბალკანელი ლიდერის შეხვედრას უმასპინძლა. არაფორმალური ვახშამი ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ერთობლივი სამიტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. უკრაინა და მოლდოვაც დაესწრნენ ამ შეხვედრას, მაგრამ განხილვის მთავარი საკითხი ბალკანეთის რეგიონში არსებული მდგომარეობა იყო.

ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ამ ფორმატში საქართველოსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, არასერიოზულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას სჯობს, ვისაც ეს ევალება და შეუძლია, 12 პუნქტის შესრულების პროცესში ჩაერთოს“, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

“ომი შეიძლება ხანგრძლივი იყოს” – ოლექსი რეზნიკოვი

გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ ჩვენი მიწის გათავისუფლებას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ მტერმა დაბრუნებაზე არც კი იფიქროს. ეს ძალიან რთული ამოცანაა და მსოფლიოში ბევრს ჯერ კიდევ სჯერა, რომ შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაუმტკიცეს მსოფლიოს, რომ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა არის შესაძლებელი და შეუძლებელი.

„ჩვენ გვყავს ძლიერი ვერაგი მტერი და ომი შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ეს ნამდვილი მარათონია. ჩვენ კიდევ გვექნება მტკივნეული დანაკარგები და იმისათვის, რომ რუსები დავამარცხოთ, უნდა გავაცნობიეროთ, რა არის მთავარი გამარჯვებისთვის”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შარშან უკრაინას სჭირდებოდა იარაღი ოკუპანტებთან საბრძოლველად, ახლა „ჩვენი გამარჯვების გასაღები არის ის, თუ რას იგრძნობს ხალხი“.

„ჩვენი უპირატესობა მტერზე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გრძნობს ხალხი. ეს არის ერთიანობა და ბრძოლისთვის მზადყოფნა”, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6215 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6192 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8543 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8547 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0004 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

კასპის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი მოკლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში კაცმა ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“ერთი და იგივე იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური დასკვნა დაწეროს შოვზე, ამერიკასა თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე”

„პრიგოჟინის პარტიის“ ეს ე.წ. დასკვნა იგივეა, რომ დაწერონ დასკვნა, მაგალითად, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და კანადაში მომხდარ სამწუხარო ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, არც იქ ჩასულან და არც შოვში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებების მიზანია პარლამენტში მოხვედრა.

„ერთი და იგივე იქნება, დაწერონ შოვზე შუალედური დასკვნა და დაწერონ ამერიკაში თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე. არცერთი საზოგადოებას არ აინტერესებს. მიზანი უკვე განაცხადეს, რაც არის. მიზანი არის თავიანთი პატრონების მიმართ კეკლუცი და უნდათ, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ. საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა უნდათ, პარლამენტში მოხვდნენ თავიანთი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით და დახმარებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები და მოამზადა შუალედური ანგარიში.

ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის დროსაც მარცვლეულის შეთანხმების საკითხები განიხილება. ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება Yeni Şafak-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე შეხვედრის ჩატარება ანკარაში იგეგმებოდა.

„ვიზიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული. რუსეთის გარეშე მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის გახსნა არც თუ ისე კარგი იდეაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თარიღები ჯერჯერობით არ სახელდება.

მედიის ცნობით, უკრაინაში ერდოღანის მრჩეველი, აქიფ ჩაღათაი ქილიჩი გაემგზავრება, ასევე, მოსალოდნელია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავაშოღლუს ვიზიტი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.