Home Blog Page 2364

,,პრიგოჟინი შესაძლოა, სხვა თვითმფრინავში იმყოფებოდა”- „ბიბისი“

ზოგიერთი რუსული ტელეგრამარხი ვარაუდობს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი შესაძლოა, სხვა თვითმფრინავში იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეორე ბიზნეს თვითმფრინავი, რომელიც ასევე ეკუთვნის ევგენი პრიგოჟინს, მოსკოვში დაეშვა. Flightradar-ის ცნობით, Embraer ERJ-135BJ Legacy 650 ნომრით RA-02748 ოსტაფიევოში დაჯდა. მანამდე, 17:19 საათზე, თვითმფრინავი დედაქალაქიდან სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც 18:27 საათზე დაეშვა. ამის შემდეგ ის უკან დაბრუნდა და დედაქალაქში 20:02 საათზე დაეშვა.

„ბიბისი“ Fligradar 24 სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ პრიგოჟინის Embraer Legacy 600 ბიზნეს თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02795, რონმელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, აფრინდა მოსკოვიდან. ლაინერთან კომუნიკაცია ტვერის ოლქის შერნევოს დასახლების მიდამოში დაიკარგა, მდინარე ვოლგის გვერდით.

ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.

რუსული მედიის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების სამსახურმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთაგან რვა ადამიანის ცხედარი უკვე იპოვა.

,,ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს”- ბაიდენი

არ მიკვირს, – ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების შესახებ.

ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.

„შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს,” – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “არასაკმარისად იცის”, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების შემდგომ შეკითხვებს უპასუხოს.

„პუტინი არავის პატიობს მის შეშინებას და მით უმეტეს, საჯაროდ დამცირებას”- პოდოლიაკი

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო დაღუპვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც პოდოლიაკმა UNIAN-ს განუცხადა, პრიგოჟინის სიკვდილით დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო მას შემდეგ, რაც მან სამხედრო ბუნტი მოაწყო.

„უკვე შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა. ერთადერთი დაინტერესებული პირი – მხოლოდ რუსეთის დიქტატორია. პუტინი არასდროს პატიობს საკუთარ შიშს. მით უმეტეს, ის არ პატიობს მასშტაბურ საჯარო დამცირებას და მით უმეტეს, გუშინდელი ფავორიტის პირად ღალატს. ხოლო პუტინი, შეგახსენებთ, უკიდურესად შეშინებული შეშინებული იყო 223 წლის ივლისში, როცა ბრიგოჟინმა მოსკოვისკენ მარშს გაუწია ორგანიზება. შეშინებული იყო ყველა მნიშვნელობით – ის აცნობიერებდა, რომ არ არსებობს არანაირი კონტროლი.

პრიგოჟინის აჯანყებამ, თუნდაც ჩაფლავებულმა, ცალსახად და ელვის სისწრაფით გაანადგურა ყველა მითი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი წლების მანძილზე ქმნიდა – მითი საკუთარ სიძლიერეზე, მითი უშიშროების ძალების შესახებ, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ „ვაგნერელებს“, მითი ლოიალური ელიტის შესახე, მითი საკუთარი უპირობო პოპულარობის შესახებ ელექტორატში. ეს ყველაფერი დაინგრა.

რაც ყველაზე მთავარია, მან ყველას უჩვენა, მათ შორის დასავლეთის ელიტასაც, რომ პუტინს შეუძლია, ისტერიულად ეშინოდეს, რომ ის შეიძლება პანიკაში ჩავარდეს, გაიქცეს და დაიმალოს“ – აცხადებს პოდოლიაკი. 

მისივე თქმით, აჯანყების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინს გადარჩენის შანსი არ ჰქონია.

„სინამდვილეში, ჩემი აზრით, პრიგოჟინს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მოსკოვიდან 200 კილომეტრში ამბოხებულთა მარშის შეჩერების შემდეგ, მან ხელი მოაწერა საკუთარი გარდაუვალი სიკვდილის ორდერს. ერთადერთი კითხვა იყო, როდის, როგორ, რა შემადგენლობით მოხდებოდა ეს. პუტინმა, კლასიკური რუსული ტრადიციით, ეს გააკეთა რაც შეიძლება დემონსტრაციულად, საჩვენებლად და დროულად“, – ამბობს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, დღეს, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.

როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.

“თუ პრიგოჟინი მოკვდა, მოსკოვისკენ მარშს მოვაწყობთ”- “ვაგნერი”

ამოცემა “ობოზრევატელის” ცნობით, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა 10 ადამიანი დაიღუპა. მგზავრთა სიაში კი რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელი ფიგურირებს.

“ობოზრევატელის” ცნობით ამ საკითხს ტელეგრამ-არხზე კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” წევრები გამოეხმაურნენ. როგორც ტელეგრამ-არხის მომხმარებლები წერენ, თვითმფრინავის ჩამოგდება ტერორისტული აქტია და ეს ვლადიმერ პუტინს უკავშირდება:

screenshot-2023-08-23-222251-1692815309.png

“გავრცელდა ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, ვეჭვობთ მკვლელობის მცდელობა კრემლის ჩინოვნიკებსა და პუტინს უკავშირდება.

თუ პრიგოჟინის გარდაცვალება დადასტურდა – ჩვენ მოსკოვისკენ მეორე “მარშის” ორგანიზებას გავაკეთებთ.

უმჯობესია, ის ცოცხალი იყოს, ეს ისევ თქვენს ინტერესებშია” – ვკითხულობთ პოსტში, რომელიც “ობოზრევატელმა” გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმირ როგოვი ადასტურებს ევგენი პროგოჟინისა და დიმიტრი უტკინის გარდაცვალებას:

“ცათა სასუფეველი ახლად გარდაცვლილ ღვთის მსახურებს ევგენისა და დიმიტრის”, – წერს როგოვი ტელეგრამის არხზე.

“ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან”-სალომე ზურაბიშვილი

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე; რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა. დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება.

ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა – გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – ზღვა, რომელიც არ შეიძლება, დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს.

ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე – ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე არნახული მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს.

„ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება) აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული.

ამდენად, ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.

ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ თქვენი ხალხის გამძლეობით უკრაინამ უკვე მიაღწია დიდ გამარჯვებას და სრულად გამარჯვებული გამოვა ამ ბარბაროსული ომიდან, დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს და გახდება ხვალინდელი უსაფრთხო და აყვავებული ევროპის საყრდენი. საქართველო იქნება თქვენთან ისევე, როგორც ახლა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნაყოფიერი და წარმატებული დღეა, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. უარყოფითი ტენდენციების გავლენა თანდათან იზრდება, რაც პირველ რიგში ურთიერთობაზე აისახება – გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნა სულ უფრო გიჭირთ. არახელსაყრელი დღეა ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების შესაძენად – ფულს ტყუილად გადაყრით და იმედგაცრუებული დარჩებით.

კურო

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ამ დღეს მოსალოდნელზე მეტს მიაღწევთ. თქვენს ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს არა მხოლოდ სამსახურს, არამედ პირად ურთიერთობებსაც ეხება. ზოგი კურო ძვირფას საჩუქრებს მიიღებს. ხელსაყრელი დღე ახალი სამსახურის დაწყების, კარიერული წინსვლის და ახალი სფეროების ათვისებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა, მაგრამ სწორად მოქმედების შემთხვევაში, მისგან სარგებელს მიიღებთ. ეცადეთ, საღი აზრით იხელმძღვანელოთ და დისციპლინა არ დაივიწყოთ. ახლა თქვენ კაპრიზების დრო არაა. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტ ძალისხმევას დახარჯავთ, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში ფამილიარობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ, ტაქტიანად და დელიკატურად იმოქმედოთ. თავშეკავება დღეს განსაკუთრებით გჭირდებათ.

კირჩხიბი

გირჩევთ, ამ დღეს, პარტნიორებთან ერთად, ახალი იდეები და სამომავლო გეგმები განიხილოთ. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდება, ასე, რომ თუ ახალ საქმეში ძალების მოსინჯვას გადაწყვეტთ, არ ინანებთ. ფრთხილად იყავით საქმიან ქაღალდებთან ურთიერთობის დროს – უმცირესმა შეცდომამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.

ლომი

ხელსაყრელი დღეა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის არ მოგატყუებთ. იდეებმა, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ქალწული

დილით შანსი მოგეცემათ, რომ სწრაფად გაუმკლავდეთ საქმეებს, რომლებიც რთული გეჩვენებოდათ. გირჩევთ ნებისმიერი მნიშვნელოვანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ.

შესაძლოა, პროფესიულ სფეროში სირთულეები შეგექმნათ იმის გამო, რომ შექმნილ სიტუაციას სწორად ვერ აფასებთ და პრობლემებს იქ ხედავთ, სადაც არ არის. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

სასწორები

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ წესებს არ დაარღვევთ. ექსპერიმენტებს და, მით უმეტეს, გარისკვას ჯობია, კარგად გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ – ეს უსაფრთხოცაა და ეფექტურიც. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – ისინი ბევრს გპირდებიან, მაგრამ პირობას თითქმის არასოდეს ასრულებენ.

დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისთვის.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, რადგან ისე ჩანს, რომ საკუთარი საქმეების გარდა არაფერი გაინტერესებთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრებისთვის. საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ – ჭკვიანური თვითრეკლამა ძალიან შედეგიანი იქნება.

გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ამ დღეს მოგებიანი გარიგებების დადების და დიდი ფულის ადვილად შოვნის შანსი მოგეცემათ.

მშვილდოსანი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. საკუთარი და კოლეგების საქმეების ერთდროულად კეთება მოგიწევთ. ეს, ერთი მხრივ, რთული და დამღლელი, მეორე მხრივ კი, საინტერესოა. გარშემომყოფები თქვენს მონდომებას ამჩნევენ და გეგმის განხორციელებაში სიამოვნებით გეხმარებიან. ფინანსური მდგომარეობა დიდი შესყიდვების საშუალებას გაძლევთ – შეძენილით კმაყოფილი დარჩებით. დღის მეორე ნახევარში უჩვეულო და მაცდურ შეთავაზებას მიიღებთ.

თხის რქა

ამ დღეს სირთულეების მიუხედავად, სერიოზული პრობლემები არ გელით, რადგან ყველაფერს გაუმკლავდებით. საშუალება გექნებათ, რომ სამსახურებრივი პრობლემები მოაგვაროთ, რომლებზეც დიდი ხანია თავს იმტვრევთ. ლიდერის თვისებები თანამოაზრეთა გუნდის შეკრებაში დაგეხმარებათ. რომანტიკული პაემანი დაუვიწყარი ემოციებით აგავსებთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა. თითქმის ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შანსი მოგეცემათ, რომ პროფესიულ მიზნებს მიაღწიოთ, მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მენეჯმენტისა და გავლენიანი ადამიანების პატივისცემა დაიმსახუროთ. შესაძლოა, წვეულებაზე მოხვდეთ, სადაც ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და უამრავ კომპლიმენტს მიიღებთ.

თევზები

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, წარმატებას მიაღწიოთ და კარგად გაერთოთ. შუადღის შემდეგ ჯერ უმნიშვნელო, შემდეგ კი სერიოზული პრობლემები გელით. გირჩევთ, მეგობრების რჩევებს მოუსმინოთ და ოჯახის წევრების აზრი გაითვალისწინოთ. სხვისი შეცდომების გაანალიზება საკუთარი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ დაუგეგმავ შესყიდვებს და ფინანსური ვალდებულებების აღებას.

პრიგოჟინი იყენებდა ორეულებს – მედია

როგორც BBC ადრე წერდა, “ვაგნერის” დამფუძნებელს და მეთაურს ჰყავთ ორეულები – მოქალაქეები, რომლებმაც ოფიციალურად შეიცვალეს გვარი, სახელი და გახდნენ მათი სრული სეხნიები, მიიღეს პასპორტები ევგენი ვიქტოროვიჩ პრიგოჟინისა და დიმიტრი ვალერიევიჩ უტკინის სახელით.

რამდენიმე ფსევდო-პრიგოჟინი და ფსევდო-უტკინი იყო დაკავებული ბიზნესით და დაარეგისტრირეს პერსონალური მონაცემების ცვლილება იურიდიული პირების ერთიან სახელმწიფო რეესტრში, ერთ-ერთ მათგანს – წარსულში ლეონიდ კრასავინს – ჰქონდა იგივე დაბადების თარიღი, როგორც პრიგოჟინს. მედია ვარაუდობდა, რომ სწორედ ის გაფრინდა ლიტვაში, როდესაც პრიგოჟინი უკვე სანქციების ქვეშ იყო. პრიგოჟინის კიდევ ერთი ორეული ცნობილი გახდა სისხლის სამართლის საქმეში მისი დაკავების შემდეგ.

ზოგჯერ პრიგოჟინისა და უტკინის ორეულები უბრუნდნენ თავიანთ ყოფილ სახელებს, მაგრამ ამ „ტყუპისცალებიდან“ რამდენმა გააგრძელა “ვაგნერის” ლიდერების სახელების გამოყენება, უცნობია.

ივნისის ბოლოს აჯანყების მცდელობის შემდეგ პრიგოჟინი, რომელმაც განაცხადა, რომ ბელარუსში მიდიოდა,  გამოჩნდა როგორც პეტერბურგში, ასევე მოსკოვში (სადაც, კერძოდ, ვაგნერელებთან ერთად შეხვდა პუტინს). ივლისში New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია პენტაგონის ვერსიაზე, რომ პრიგოჟინი იყენებს ორეულებს თავისი გადაადგილების დასამალად.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი ნადიმ ხმალაძე ავრცელებს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთი მებრძოლი დაეცა. დიდება გმირებს“, – წერს ნადიმ ხმალაძე.

დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 47 ქართველი ემსხვერპლა.

პრიგოჟინთან ერთად დაიღუპა დიმიტრი უტკინი

ბრიტანული გამოცემა BBC წერს, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა.

მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.

ტვერში ავიაკატასტროფაში პრიგოჟინთან ერთად დაიღუპა დიმიტრი უტკინი, რომელიც ვაგნერ ჯგუფის დამფუძნებელი იყო.

,, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა’ – სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთში არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილს გამოთქვამდნენ“. ამის შესახებ სერგეი შამბამ რუსულ მედიას განუცხადა.

„სამხრეთ ოსეთს არაერთხელ ჩაუტარებია რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე და ეს არის ბუნებრივი გზა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ერთი ხალხის გაერთიანებისთვის. […] რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, [სამხრეთ ოსეთისგან] განსხვავებული, ჩვენ არ გვქონია ასეთი მიმართვები [რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე] და ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალებს აფხაზეთში, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ასეთ ფორმას განიხილავდნენ“, – აღნიშნა სერგეი შამბამ.

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

“ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ვერ დააზღვევს გაყალბებას” – მეზვრიშვილი

პარტია საქართველოსთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი:
❗️ცესკოს თავმჯდომარე (როგორც ოცნებისადმი უკვე სამართლებრივ დონეზე დაქვემდებარებული თანამდებობის პირი) მონაწილეობს ოცნების ცირკში, რომლის ფარგლებში ოცნება ელექტრონულ ხმის მიცემას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების გარანტად ასაღებს.
დიახ, ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება ვერ დააზღვევს გაყალბებას იმიტომ, რომ არჩევნები არჩევნების დღეს დიდი ხანია აღარ ყალბდება. არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი ოცნებას უკვე დაწყებული აქვს – დღეს!, არჩევნებამდე თითქმის წელიწადნახევრით ადრე.
ელექტრონული ხმის მიცემა აქცევს მხოლოდ ოცნების მიერ უბრალო უმრავლესობით არჩეულ ცესკოს თავმჯდომარეს დამოუკიდებლად? ხომ არ დაგვავიწყდა ამ თავმჯდომარის ხელშეწყობით როგორ დაამტკიცა საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ მომდევნო წლის ბიუჯეტი ან რა მოხდა სენაკში? ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ამ თავმჯდომარეს ცესკოს პარტიაზე დაქვემდებარება არც კი გაუპროტესტებია?
როგორ გადააზღვევს ელექტრონული არჩევნები სისტემურ მუქარა-ზეწოლას, ამომრჩევლის მოსყიდვას, რომელიც უკვე მიმდინარეობს? იმ ანტიკორუფციული ბიუროს იმედი ხომ არ გვაქვს შემთხვევით, რომლის უფროსი პრემიერმა დანიშნა და პარტიების დაფინანსების მონიტორინგი ანდო?
სახალხო დამცველად ხომ არ დაგვავიწყდა ვინ გვყავს? ხომ გამორიცხულია მოქალაქეთა არჩევანის წართმევაზე ხმა ამოიღოს სახალხო დამცველმა, რომელსაც შოვის ტრაგედიით დაზარალებულების დასაცავად არ ამოუღია ხმა.
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება. რამდენიც არ უნდა ეცადოთ სხვა რეალობა დახატოთ, ფაქტია, ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელმაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
ამით არის გამოწვეული ის ცირკი, რასაც დღეს ოცნებაში ვხედავთ.
თუ ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვა გინდოდათ, ჩვენი ინიციატივა გაგეზიარებინათ და ემიგრანტებისთვის მიგეცათ, რომელთა ხმები მართლა გადამწყვეტია პოლიტიკური ცვლილებებისთვის.
ყველანი აუცილებლად არჩევნებზე! – მაღალი მონაწილეობა კრიტიკულია გაყალბების დასაძლევად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მედვედევს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.

საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ“, – განაცხადა მედვედევმა.