ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც

89
spot_img

ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაკარგულებიც. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მაშველებმა სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს ტოლედოს პროვინციაში, მადრიდის სამხრეთით.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ეძებენ მამაკაცს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მადრიდის რეგიონში მოგზაურობდა. მათი მანქანა მდინარე ალბერშეს წყალმა წაიღო, თუმცა დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლეს. დაკარგულად ითვლება კიდევ ორი ​​ადამიანი.

გასულ კვირას ესპანეთში ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა დაფიქსირდა. კატალონიის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის საფრთხის გამო 10 ათასამდე მცხოვრებს რამდენიმე საათით სახლების დატოვება აეკრძალა.