Home Blog Page 2306

“გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სუს-ის ბრიფინგი მიეძღვნა”- ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თავის განცხადებებში ის გეგმა გაახმოვანა, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე საუბრობდნენ.

„გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სუს-ის ბრიფინგი მიეძღვნა, თუმცა ვიღაცებისთვის ეს დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ამ მავნებლურ სცენარში ვფიქრობ, რომ საკუთარ ამომრჩეველს შორისაც კი ბევრ მომხრეებს ვერ შეიძენენ“, – განაცხადა წილოსანმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს – ჯეიკ სალივანს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის – სავალუტო ფონდის მისიის უფროსი

ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის, – ამის შესახებ bpn.ge-ს სავალუტო ფონდის მისიის უფროსმა ჯეიმს ჯონმა განუცხადა.

„როგორც აღვნიშნეთ, წარსულში საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ფინანსური სექტორი დაიცვა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის გავლენისგან. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოსთხოვა. ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,” – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.

ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, სებ-ი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა. ასევე მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

“შესაძლებელია, საწვავის ფასი ახლო მომავალში კიდევ გაიზარდოს” – ვახტანგ იობაშვილი

შესაძლებელია ახლო მომავალში 10 თეთრამდე კიდევ გაიზარდოს საწვავის ფასი, გამომდინარე რუსეთში არსებული სიტუაციიდან და რა გვიჯდება სხვა წყაროდან საწვავის შემოტანა, თუმცა მსოფლიო სანავთობო ბაზარზე წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია, არ არსებობს ეს, მხოლოდ მოლოდინებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში საწვავი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რუსეთში.

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა. ვერავინ განსაზღვრავს წინ და წინ რა იქნება ხვალ, მე დავიტოვებ მოლოდინს, რომ შესაძლებელია კიდევ მოიმატოს, მაგრამ შეიძლება დაიკლოს, ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარს ყოველთვის თან ახლავს“, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე – ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ცალსახად გამოირიცხება -ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის “საგამონაკლისო სიიდან” გამოირიცხება.

თურნავას განცხადებით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება.

ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან გააგზავნა დასკვნა და როგორც ჩანს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს, შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

“მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის “გადავადებული მოქმედებით” – არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება”, – განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება.

“უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პოლონეთის შიარაღებას”, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. სამშაბათს, პოლონეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს იმ განცხადებების გამო, რომელიც გაერო-ში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის გააკეთა, რომლის თქმითაც, უკრაინის ზოგიერთი მეგობარი ქვეყანა ევროპაში “სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულით თრილერს ქმნის”. ვარშავამ ეს კომენტარი დაგმო და განაცხადა, რომ არასამართლიანია პოლონეთის მიმართ, რომელიც უკრაინას ომის პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს.

პოლონეთსა და უკრაინას შორის მარცვლეულთან დაკავშირებული დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო შავი ზღვის მთავარი სატრანსპორტო გზები ჩაიკეტა და უკრაინა იძულებული გახდა, ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტები გამოენახა. ამან, თავის მხრივ, ცენტრალურ ევროპაში დიდი რაოდენობით მარცვლეულის თავმოყრა გამოიწვია. შესაბამისად, ევროკავშირმა ხუთ ქვეყანაში : ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მარცვლეულის იმპორტი დროებით აკრძალა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, რომლებიც აცხადებდნენ, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ ფასებს ამცირებდა. აკრძალვა 15 სექტემბერს დასრულდა და ევროკავშირმა არ გაახანგრძლივა ის, თუმცა უნგრეთმა, სლოვაკეთმა და პოლონეთმა ცალმხრივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა არ მოეხსნათ.

უკრაინამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) ამ ქვეყნების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რადგან, უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევენ. პოლონეთმა განაცხადა, რომ იმპორტზე აკრძალვას არ გააუქმებენ და რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეტანილი საჩივარი მათზე გავლენას არ მოახდენს.

ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და რეალიზებას -კობახიძე

საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება, გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია, აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო – ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სანქციების რეჟიმი სრულად ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად ისე გამოდის, რომ ხვალიდან სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება, ვინც არის სიაში შეყვანილი.

„საქართველოს მოქალაქე აღარ რჩება ამ სიაში. შესაბამისად, ყველაზე გავრცელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს პრინციპი თავისთავად უნდა იყოს დაცული, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება, გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა, ადამიანის უფლებების ჩარჩოს მიღმა, ეს ყოვლად დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ ძალიან საინტერესო – ერთი მხრივ, მოქალაქის უფლებები არის თავიდან ბოლომდე დაცული და მეორე მხრივ, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ სრულად ვრცელდება სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე, ვინც არის სანქციების სიაში შეყვანილი დასავლელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხომ არ ჩაითვლება ეს სანქციების გვერდის ავლის მექანიზმად, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და რეალიზებას. არ შეიძლება, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლების შეზღუდვისა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ხარჯზე. ეს არასწორი იქნება, ამიტომ, მგონია, რომ ყველა პარტნიორი გაიგებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრიანის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრიანის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

კიევში, ჩერკასში, ხმელნიცკსა და ხარკოვში საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობენ.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, განადგურებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევები გოლოსეევსკისა და დერნიცკის რაიონებში ჩამოვარდა.

შევჩენკოს რაიონში კი ნამსხვრევებით გაზსადენის მილი დაზიანდა. სავარაუდოდ არიან დაშავებულებიც.

უკრაინის საჰაერო ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა ქვეყნის ტერიტორიას ფრთოსანი რაკეტებით შეუტია და რომ რაკეტების ერთი ჯგუფი კიევის ოლქის მიმართულებით, მეორე კი – დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდა.

ივანო-ფრანკოვსკის, ტერნოპოლის, ლვოვის, რივნესა და ხმელნიცკის ოლქების მოსახლეობას სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. რივნეს მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. საჰაერო განგაში გრძელდება უკრაინის საჰაერო დასავლეთ ოლქებსა და ზაპოროჟიეს ოლქშიც.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი. უნალქო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. +28 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით წვიმა და +24 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს და ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +24, ღამის ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს გორშიც. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +13, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +23 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფისირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს – ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.

მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ “მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ ღვთისაგან – უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.

ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“, ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.

ღვთისმშობელი ყველას შემწე და მეოხია, მაგრამ საქართველოსა და ქართველებს იგი განსაკუთრებით მფარველობს. ეს იმიტომ, რომ, საღვთო გადმოცემის თანახმად, ივერია ღვთისმშობლის წილხვედრია. როცა მოციქულები წილს ყრიდნენ, ვის რომელ მხარეში ექადაგა ქრისტეს რჯული, ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად, მაგრამ დედაღვთისას უფალი გამოეცხადა და აუწყა, არ დაეტოვებინა იერუსალიმი, ვინაიდან მოახლოებული იყო მისი მიძინება, და ისიც აღუქვა, რომ მისი წილხვედრი მიწა მომავალში გაბრწყინდებოდა. ასე რომ, ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში ანდრია პირველწოდებული გამოგზავნეს.

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ მიზანს ადვილად მიაღწიოთ – პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდებით და საკმარისი დრო დაგრჩებათ საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.

სამსახურებრივი რომანი, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ტყუპები

ამ დღეს თითქმის ყველაფერში გიმართლებთ. ბედი საჩუქრებით აგავსებთ, თქვენგან მხოლოდ მადლიერებაა საჭირო. პრობლემები თავისთავად ან თქვენი მინიმალური მონაწილეობით მოგვარდება. სარისკო პროექტები მოგებას და წარმატებას მოგიტანთ.

პროფესიულ უთანხმოებებსაც შესანიშნავად დაძლევთ და გუშინდელი ოპონენტი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. გსურთ ახლობელ ადამიანებს საკუთარი რჩევებით დაეხმაროთ, მაგრამ ამას შეიძლება კამათი და გაუგებრობა მოჰყვეს.

კირჩხიბებისთვის ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ. ნუ დაიჯერებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანთან დაკავშირებულ ჭორებს.

ლომი

მშვენიერი დღეა ახალი საქმიანი კავშირების დამყარების და ძველის გაძლიერებისთვის. შანსი გაქვთ, სპონსორი იპოვოთ, რომელიც თქვენს ბიზნესპროექტებს დააფინანსებს.

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო თბილი და ნდობით სავსე გახდება. შეგიძლიათ მათ საკუთარი პრობლემები გაუზიაროთ. დარწმუნებული იყავით, რომ კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან რეალურ დახმარებას მიიღებთ.

ქალწული

მოემზადეთ – ამ დღეს ძველ ჩვევებსა და ტრადიციებზე უარის თქმა მოგიწევთ. ახალი იდეები და მაცდური შეთავაზებები გელით. ზოგადად, პროფესიული თვალსაზრისით, ძალიან დატვირთული დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

ხელსაყრელი დღეა ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ბევრი მარტოხელა ქალწული სერიოზულად დაფიქრდება ოჯახის შექმნაზე.

სასწორი

იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას. რჩევებს არ ითვალისწინებთ და მხოლოდ იმას აკეთებთ, რასაც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. ზოგჯერ ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, მაგრამ არაფრის შეცვლა არ გსურთ.

პრინციპში, თავდაჯერება გეხმარებათ, რომ რთულ სიტუაციაში არ დანებდეთ. ასე გააგრძელეთ!

მორიელი

ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად – მიზნისკენ მიმავალ გზას სწრაფად და უშეცდომოდ პოულობთ. ზოგჯერ პირდაპირ და ხისტად მოქმედებაც კი გიწევთ, მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ.

ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ უფლება თქვენით მანიპულირება მოახდინოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა კონფლიქტების მოგვარებისა და უთანხმოების დაძლევისთვის. შესაძლოა, ფარული მტრები გამოავლინოთ და საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. დღის მეორე ნახევარში სავარაუდოდ, იძულებული იქნებით მოსაწყენ ადამიანებთან იკონტაქტოთ, რომლებსაც საკუთარი იდეები არ აქვთ და ცდილობენ თქვენით ისარგებლონ.

თხის რქა

ყველაფერი, რასაც ამ დღეს აკეთებთ, ყურადღებას იქცევს. შესაძლოა, ამის წყალობით ახალი მოკავშირეები და პარტნიორები, ასევე ძლიერი მფარველები იპოვოთ.

შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ და ახალი პროექტის განხორციელებისთვის თანხაც მიიღოთ.

მერწყული

რთული დღეა. ნებისმიერ საქმეში ვიღაცასთან დაპირისპირება და საკუთარი სიმართლის მტკიცება მოგიწევთ. რისკზე წასვლას უნდა მოერიდოთ, უმჯობესია სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ.

ფინანსურ საქმეებში ფხიზლად უნდა იყოთ – სულ ერთია, ეს თქვენი ფულია თუ სხვისი. ლიდერის თვისებების დემონსტრირებით შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა, ეს ადვილი არ იქნება. დღის მეორე ნახევარში უფროსი ნათესავების ან ძველი ნაცნობისგან შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ.

თევზები

ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს საიდუმლოს ფარდა აეხდება, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც თქვენ გსურთ. შემოსული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავია, ამიტომ ვითარებაში გარკვევისთვის დრო გჭირდებათ.

ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. დღის მეორე ნახევარში ფიზიკურ შრომას და გადაღლას უნდა მოერიდოთ – გამორიცხული არ არის ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

სწორედ პრეზიდენტის გამოსვლა არის ზეწოლა – კობახიძე

როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, ეს არის სწორედ ზეწოლა, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადება ნათია თურნავასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, მისი განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების დაწესებას ეხებოდა, იყო არა ზეწოლა, არამედ საკითხის სამართლებრივი შეფასება.

“ეს ძალიან საინტერესო განცხადება იყო, მერე გაგრძელება რაც მოჰყვა, იყო არანაკლებ საინტერესო. როდესაც სამართლებრივად აფასებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, ეს ყოფილა ზეწოლა. სამართლებრივად აფასებ და ვიღაცამ გადაიაზრა სამართლებრივად, ეროვნულმა ბანკმა ამ შემთხვევაში და ეს ყოფილა ზეწოლა. 2 წუთში პრეზიდენტი აგრძელებს თავის სიტყვას და ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეს არ არის ზეწოლა. სასაცილოა ეს და არაკომპეტენტურობაც არის, ასე ვიტყოდი, ვიღაცამ დაუწერა თუ თვითონ დაწერა ეს ტექსტი, ეს ხომ არაკომპეტენტურობაა.

მარტივადაა საქმე – სამართლებრივი შეფასება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ყოფილა ზეწოლა, ეს ხომ აბსურდია, სამართლებრივად აფასებ, ნებისმიერი, მთავრობის აქტიც შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი და ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა?! 2 წუთში გამოდის და თვითონ ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, გადადექიო და ეს არ არის ზეწოლა?! ამოყირავებულია აბსოლუტურად ეს ყველაფერი და სასაცილოა.

მე რომ ვამბობ, რომ სამართლებრივად ეს ასეა და ეს თუ ვიღაცამ გადაიაზრა, რატომ არის ეს აპრიორი ზეწოლა? ვიღაცას შეიძლება ეჭვი ჰქონდეს, დავუშვათ, მაგრამ როგორ შეიძლება ეს აპრიორი ზეწოლად ჩათვალო და იქ რაღაც სიტყვები გამოიყენო: უღირსი ქმედება, თუ რაღაც ასეთი თქვა, თავისკენ მოიკითხოს ღირსების პრობლემები, ამას ვიტყვი ძალიან მკაფიოდ. რომ არ ეთქვა მას ეს, არ შევიდოდი ამ პოლემიკაში, მაგრამ ღირსების პრობლემა სადაც არის, ძალიან კარგად ვიცი და ეს არის სწორედ იქ, სადაც ეს სიტყვები ითქვა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა, ეროვნული ბანკის საბჭოს კი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების გაუქმება ურჩია.