Home Blog Page 2302

“სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

ავიაკომპანია „როსია“ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ვებგვერდის მონაცემებით, რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. როგორც შერემეტიევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.

„ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი ), ასევე სხვა მიმართულებებით“, – განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

მედიასაშუალების ინფორმაციით, Rossiya Airlines ევროკავშირის შავ სიაშია.

„ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ​

„ანუ „ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სებ-ის საბჭოს კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ უართან დაკავშირებით განცხადების დაწერას სთხოვდნენ.

ანჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მიუთითებს, რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას.

„ანუ „ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას . ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ასე დარჩა სალომე „მართმადიანად,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

„ამხანაგი” ხოშტარია МГИМО-ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი”

„ნაცუტიფრების“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, კრემლიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარია მორიგ სიყალბეს ავრცელებს. ფაქტია, რომ “ამხანაგი” ხოშტარია МГИМО- ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი – ბოროტი ტყუილების უსინდისოდ გავრცელება იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ჩეკისტია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია ოთარ ფარცხალაძესთან და რუს ბიზნესმენებთან.

„“რუბლოვნად“ წოდებულმა ხოშტარიამ განაცხადა, რომ როდესაც ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, სამინისტროსა და შპს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის“ მემორანდუმი გაფორმდა, სადაც წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. ხოშტარიას ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ფარცხალაძის პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი რომან ბოკერიაა. რუსეთის სასარგებლო იდიოტების, ნაცსექტანტების ფარისევლობა უკიდეგანოა“, – წერს გია აბაშიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8631 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

სებ-მა 37,150 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღებას” -იაგო ხვიჩია „თავდაცვის კოდექსის“ მიღებაზე

გრიგოლს, ჯუანშერს, ირაკლის ვულოცავ მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღებას, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ეძინა – პრეზიდენტს ვთხოვთ მისთვის შეურაცხმყოფელ კანონს ვეტო დაადოს, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის კოდექსის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს კანონი არ მიეღოთ, “სამი აქციის გამართვის ჩათვლით” და „პირნათელი“ არიან მოქალაქეების წინაშე.

„ბატონ გრიგოლს (გიორგაძეს), ჯუანშერს (ბურჭულაძე) ირაკლის (ღარიბაშვილი) მინდა მივულოცო მონათმფლობელობის დაბრუნების კანონის მიღება, პარლამენტმა დიდი ხნის წვალების მერე ეს თხოვნა დაუკმაყოფილა, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც მთელი ეს პროცესი ეძინა და ვერ აფასებდა ვერც „გირჩის” შრომას, ვერც „ბიბლიურ თავისუფლებას“ სათანადოდ ამდენი ხნის განმავლობაში, მათაც მივულოცავდი, კეთილი კომისარი ცოტა ხანში კარებთან რომ დაუკაკუნებს ჯუანშერის, გროგოლის და ირაკლის დამსახურებით. მიუღებელია ყველაფერი მასში, მიუღებელია კანონი მიიღო ისე, რომ არაფერი ახალი არ იყოს მასში, 300 გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს და გადავადების, თავის არიდების, იგივე პროცედურები დატოვეს, ისევ ყურადღებამიუქცეველი რჩება პროფესიონალი ჯარისკაცი და მათი ბედი არავის აინტერესებს, მიუღებელია, რომ ბოლოს და ბოლოს არ წერია ,ვის წინააღმდეგ იღებ კანონს. როგორ შეიძლება ჩვენ მთავარი მტრის წინააღმდეგ ამ პოლიტიკურ კონტექსტში რაიმე კანონი მიგვეღო და სწორედ ასეთია ეს კანონი. რაც მთავარია, ეს კანონი არის უპატივცემულობა პრეზიდენტის მიმართ, რადგან ისაა მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ბრძანების გაცემის უფლება არ აქვს, ამიტომ ყველაზე გასაგები ნაბიჯი ახლა ისაა, რომ პრეზიდენტს ვთხოვოთ მისთვის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხმყოფელ კანონზე ვეტოს დადება მანამ, სანამ ერთი ბრძანების გაცემის უფლება მაინც არ ექნება, ან არ იქნება მთავარსარდალი, რადგან როგორც ყველაფერი, ესეც ტყუილია „ქართული ოცნების“ ხელში – ჩვენ გვყავს მთავარსარდალი, რომელსაც არც ერთი ჯარისკაცი არ ექვემდებარება და არც ერთი ბრძანების გაცემა არ შეუძლია“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ისნის რაიონის გამგეობა შ.დოლიძის ჩიხის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა შ.დოლიძის ჩიხის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და მოსასვენებლი ზონებით, სპორტული მოედნით. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, მონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.

სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000 ლარია გამოყოფილი.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა მათთან ერთად დეტალურად განიხილა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი“ დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს.

“თავდაცვის კოდექსი” საქართველოს თავდაცვის ყველა მიმართულებას ეხება.

„თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. მისივე თქმით, რეფორმებით, რასაც “თავდაცვის კოდექსი“ მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება” – სალომე სამადაშვილი

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება – ეს ნიშნავს, რომ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აყენებს საფრთხის ქვეშ, ამაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის სტატუსის მიღების შესაძლებლობასაც, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ამიტომ არის კობახიძე კმაყოფილი, რადგან რუსული დავალება რაც აქვთ არის, რომ შეუძლებელი გახადოს სტატუსის მონიჭება ევროკავშირმა, რადგან ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაცია არის ორი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის. „ქართულმა ოცნებამ” დღეს წარმატებით გააფორმა ამ მიმართულებით უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო, არ გაუქმდება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ, რაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც გვითხრა, რომ სანქციებს ვინც არ ემორჩილება, ქმნის საფრთხეს, რომ გახდეს სანქციების სამიზნე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხომერიკზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ყეინიშვილს, მისი, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ამ პოსტზე მსგავსი პიროვნების დასახლება. თუმცა, გასაგებია, „რუსულმა ოცნებამ“ რატომ დაამტკიცა სიხარულით ეს ქალბატონი, რადგან გარდა საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, მისი ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში, ასე რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან ლოგიკურია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.

ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა ყარაბაღში რუსი სამშვიდობო კონტინგენტის სამხედროების ტრაგიკულად დაღუპვის გამო -კრემლი

აზერბაიჯანული მხარის ინიციატივით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. კრემლის ცნობით, ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და სამძიმარი გამოუცხადა ვლადიმირ პუტინს 20 სექტემბერს „ყარაბაღში რუსი სამშვიდობო კონტინგენტის სამხედროების ტრაგიკულად დაღუპვის გამო“.

საუბრისას აღინიშნა, რომ ჩატარდება დეტალური გამოძიება და ყველა დამნაშავეს სათანადო სასჯელი დაეკისრება. ამ საკითხზე ორი ქვეყნის გენერალური პროკურორები მჭიდრო კონტაქტზე არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, მატერიალური დახმარება აღმოუჩინოს დაღუპულთა ოჯახებს.

ამასთან, სატელეფონო საუბრისას ორივე მხარემ აღნიშნა ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ხელშეწყობით მიღწეული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა. კრემლის ინფორმაციით, ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალაქ ევლახში, რუსული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის წარმომადგენელთა თანდასწრებით, აზერბაიჯანისა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენელთა კონტაქტების დაწყებას.

ამას გარდა, კრემლის ცნობით, პუტინმა და ალიევმა განიხილეს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების ნაბიჯები. პუტინმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. აზერბაიჯანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ითანამშრომლოს ამ საკითხებში რუს მშვიდობისმყოფელებთან.

მხარეები შეთანხმდნენ, გაააქტიურონ სამუშაო 2020-2022 წლის სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში, კერძოდ, სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადების კუთხით.

 

ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან – ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” თავმჯომარემ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოთარ ფარცხალაძესა და ნათია თურნავას პირდაპირ კავშირზე ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან.

მისივე თქმით, პარტია „დროა“ ასაჯაროვებს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროსაა ხელმოწერილი ანუ იმ დროს, როდესაც იგი სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა.

„კერძოდ, 2021 წელს, როცა თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, ფორმდება მემორანდუმი სამინისტროსა და შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის. მემორანდუმში წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. მემორანდუმს ხელს აწერს ფარცხალაძის ბიზნეს პარტნიორი რომან ბოკერია, რომელიც საკუთარ თავს რუსეთში საქართველოს ბიზნეს ელჩს უწოდებს. არის კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი და აირზენას ყოფილი დირექტორი. იგი საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რუსული ფორუმების მონაწილეა.

2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს კომპანიას სახელად შპს მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი, 50%-იანი წილის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძეა.

რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად, არის  რომან ბოკერიას ცოლი, რუსეთის მოქალაქე  ვიქტორია ბოკერია (35%). ვიქტორია ბოკერია 2022 წლის დეკემბერს, რუსეთის დუმის და საქართველოში დაფუძნებულ მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, სადაც რუს დეპუტატებთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის განათლების ექსპერტი კი ოთარ ფარცხალაძის შვილი ანზორ ფარცხალაძეა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.