ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან – ელენე ხოშტარია

256
spot_img

პარტია “დროას” თავმჯომარემ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოთარ ფარცხალაძესა და ნათია თურნავას პირდაპირ კავშირზე ისაუბრა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან.

მისივე თქმით, პარტია „დროა“ ასაჯაროვებს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროსაა ხელმოწერილი ანუ იმ დროს, როდესაც იგი სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა.

„კერძოდ, 2021 წელს, როცა თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, ფორმდება მემორანდუმი სამინისტროსა და შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის. მემორანდუმში წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. მემორანდუმს ხელს აწერს ფარცხალაძის ბიზნეს პარტნიორი რომან ბოკერია, რომელიც საკუთარ თავს რუსეთში საქართველოს ბიზნეს ელჩს უწოდებს. არის კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი და აირზენას ყოფილი დირექტორი. იგი საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რუსული ფორუმების მონაწილეა.

2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს კომპანიას სახელად შპს მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი, 50%-იანი წილის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძეა.

რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად, არის  რომან ბოკერიას ცოლი, რუსეთის მოქალაქე  ვიქტორია ბოკერია (35%). ვიქტორია ბოკერია 2022 წლის დეკემბერს, რუსეთის დუმის და საქართველოში დაფუძნებულ მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, სადაც რუს დეპუტატებთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის განათლების ექსპერტი კი ოთარ ფარცხალაძის შვილი ანზორ ფარცხალაძეა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.