ისნის რაიონის გამგეობა შ.დოლიძის ჩიხის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

260
spot_img

ისნის რაიონის გამგეობა შ.დოლიძის ჩიხის მიმდებარედ, 2 700 კვ.მ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და მოსასვენებლი ზონებით, სპორტული მოედნით. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, მონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.

სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება.

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 270 000 ლარია გამოყოფილი.
ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტის მიმდინარეობა მათთან ერთად დეტალურად განიხილა.