„იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან, მთხოვდნენ კონსტიტუციის დარღვევას, ეს ეხებოდა სასამართლო სისტემას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
„ჯერ არ ვაკონკრეტებ შინაარსს ვინ იყო და რას ითხოვდა, შემოვინახოთ ეს ჩვენს არსენალში. იყო სატელეფონო საუბრები ჩემთან, მაგალითად და ისეთ რამეს ითხოვდნენ ჩემგან, რაც გამაოგნებელი იყო. ჩემგან ითხოვდნენ ძალიან უხეშ დარღვევას, მაგალითად კონსტიტუციას. ვიღაცას ჰქონდა პოლიტიკური ინტერესი და ითხოვდნენ კონსტიტუციის დარღვევას, ეს ეხებოდა სასამართლო სისტემას, მათ შორის იყო გახმაურებული საქმეც“, – აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.