Home Blog Page 2280

,,ამ ეტაპზე, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს”- ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, კატარინა ბარლის განცხადებით, ევროპარლამენტის მომდევნო საარჩევნო პერიოდში უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. ევროპარლამენტის მომდევნო შემადგენლობა უფლებამოსილებას 2029 წლამდე განახორციელებს.

ევროპარლამენტის არჩევნებში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კანდიდატი აცხადებს, რომ ახლა აზრი არ აქვს კონკრეტული თარიღების დასახელებას. ბარლიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორი იმდენად დიდია, რომ ამჟამინდელი წესებიდან გამომდინარე, მხოლოდ მას და ევროკავშირის კიდევ ერთ ქვეყანას შეეძლება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მიღება.

„ჩვენ უნდა შევიცვალოთ, თუ გვინდა მივიღოთ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა“, – აღნიშნა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

მანამდე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ უკრაინა ოქტომბრამდე ევროკავშირის შვიდივე კრიტერიუმს სრულად ვერ დააკმაყოფილებს.

„თუ ისინი შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს დაპირებას”- ერდოღანი

„თურქეთის პარლამენტი შეასრულებს დაპირებას და რატიფიცირებას მოახდენს შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე, თუკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ანკარას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განიხილეს შვედეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ.

„თუ ისინი {აშშ} შეასრულებენ დანაპირებს, ჩვენი პარლამენტიც შეასრულებს დაპირებას. თურქეთის პარლამენტი იტყვის საბოლოო სიტყვას შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე“, – აცხადებს ერდოღანი.

ინფორმაციისთვის, ანკარამ შეერთებული შტატებისგან 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა F-16 გამანადგურებლები.

11 ივლისს, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ კონგრესთან კონსულტაციის საფუძველზე, შეერთებული შტატები თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.

ანკარამ შვედეთს მწვანე შუქი მხოლოდ მას შემდეგ აუნთო, რაც ვაშინგტონი საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვაზე დათანხმდა.

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებმა ყარაბაღში არსებული ვითარება, ასევე სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხი განიხილეს.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ებრაჰიმ რაისის გააცნო რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები.

ირანული მედიის ინფორმაციით, ორივე მხარემ გამოხატა ინტერესი 3+3 საკონსულტაციო ჩარჩოს გააქტიურებასთან დაკავშირებით.

რუსეთის და ირანის პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს „ბრიქსის“ ჯგუფში ირანის სრული წევრობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე.

29 სექტემბერს ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

,,არავითარი სურვილი მაქვს უარყოფითად ვიყო განწყობილი პრეზიდენტის, ან ამ ინსტიტუტის მიმართ”- სარჯველაძე

აშკარად იგრძნობა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის პოზიციების იმ ნაწილის გაზიარებაა არჩეული, რომელიც ჩართულია ისეთ პოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც პრიორიტეტად ოპოზიციას დასახული აქვს ხელისუფლებასთან ბრძოლა თუნდაც ამას შეეწიროს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა.

„ვშიშობ, რომ მიუხედავად ჩემი განწყობისა, რომ მე არავითარი სურვილი მაქვს უარყოფითად ვიყო განწყობილი პრეზიდენტის, ან პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ფაქტები ჯიუტად მეტყველებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც არცთუ მაინცდამაინც პოზიტიურად განწყობის იმედებს იძლევა. აშკარად იგრძნობა, რომ პრეზიდენტის მხრიდან ოპოზიციის პოზიციების იმ ნაწილის გაზიარებაა არჩეული, რომელიც ჩართულია ისეთ პოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც პრიორიტეტად ოპოზიციას დასახული აქვს ხელისუფლებასთან ბრძოლა თუნდაც ამას შეეწიროს ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

“უკრაინამ სექტემბერში 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა” – სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბერში 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ თვეში [სექტემბერში] 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. კიევმა დაკარგა დასავლური წარმოების სამი ტანკი – ორი გერმანული Leopard და ერთი ბრიტანული Challenger“, – აცხადებს შოიგუ.

მინისტრმა, ასევე, ისაუბრა კუპიანსკის მიმართულებით რუსული ჯარების წინსვლაზე, საჰაერო სადესანტო ჯარების გაძლიერების გეგმებზე.

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი ბუნებას უბრუნდება ( ფოტოები)

გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხობი, რომელიც საქართველოში უხსოვარი დროიდან ბინადრობდა, ბუნებას უბრუნდება. უნიკალური პროექტი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებაა. მასშტაბურ პროექტს საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუ“ ახორციელებს.

, კოლხური ხოხბის, კაკაბის, გნოლის და როჭოს ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.

„კოლხური ხოხობი საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი, ენდემური სახეობაა, რომლის რაოდენობა ამ დროისთვის კრიტიკულად შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა, იშვიათად გვხვდება. იმ ტერიტორიებზე, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ, მათი თავიდან მოშენების პროცესი მიმდინარეობს. კოლხური ხოხობი, კაკაბი, გნოლი და როჭო – ეს იმ ფრინველების სახეობების ჩამონათვალია, რომელთა ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.

აგრო კომპლექსი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა და გამრავლება ხდება, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში მდებარეობს.

 

სპეციალისტების გათვლა ასეთია: ბუნებაში დაბრუნებული იშვიათი ფრინველების 50 %-ის გადარჩენის შემთხვევაში, ბიომრავალფეროვნება აღდგება, რაც ქვეყნის დაცული ტერიტორიებისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ ინტერესს გაზრდის.

 

სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რიგაში ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან ჩვენი ევროპული გზისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში. მადლობას ვუხდი ლატვიას წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვისა და მხარდაჭერისათვის.

თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

“ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დარჩება თუ დაკარგავს მოქალაქეობას, „ქართულ ოცნებას“ სამართლებრივი თვალსაზრისთ არ უშლის ხელს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს”

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას ერთ კვირაში დაკარგავს თუ სამ თვეში, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სამართლებრივი რეაგირების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს – არ აკეთებს რა ამას, ფარცხალაძის მიერ საქართველოს საზიანოდ ჩადენილი ყველა ქმედება როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად „ქართულ ოცნებაზე“ გადმოდის, – ასეთია „ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის პოზიცია.

ნაცვლიშვილის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საქმეს იძიებდეს, იცავს და ბოლომდე ეფარება მას.

მისივე აზრით, თუ მმართველი გუნდი დაინახავს, რომ ოთარ ფარცხალაძის სკანდალმა შეიძლება მათი ძალაუფლება შეიწიროს, ფარცხალაძეს მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გაწირავენ.

“ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქედ დარჩება თუ დაკარგავს მოქალაქეობას, “ქართულ ოცნებას” სამართლებრივი თვალსაზრისთ არ უშლის ხელს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. მისი როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ვალდებულებაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობაში მხილებული პირი პასუხისგებაში მისცეს.

“ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობას ვერ ჩამოხსნის მათ შორის ისიც, თუ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქე არ იქნება. მთავარი, რაც ამ თემის ფარგლებში დავინახეთ, არის ის, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილი და პრემიერი მიერ მხარდაჭერილი პირი რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ადამიანი აღმოჩნდა. თეა წულუკიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა უპასუხონ კითხვას, რა ნიშნით შეარჩიეს და წარადგინეს თავის დროზე ფარცხალაძე ასეთ მაღალ თანამდებობაზე – ამ კითხვაზე პასუხი მათ თავზე ჰკიდია”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავრობამ განახლებადი ენერგიის აუქციონში გამარჯვებული კიდევ ექვსი პროექტი დაამტკიცა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები დაამტკიცა. ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა და ზოგადად, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისების მექანიზმების შესახებ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. კონკრეტულად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელშეკრულება დამტკიცდა 6 პროექტზე, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 26,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის წინა სხდომაზე ასევე 11 პროექტის ხელშეკრულება დაამტკიცეს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება 661,9 მლნკვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 218 მლნ აშშ დოლარი.

„ჩვენ თითქმის ერთო წელი ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან – პროცესში ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რათა ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომელიც განსაკუთრებით გამჭვირვალედ მოახდენდა პროექტების შერჩევას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები განისაზღვრებოდა, რომლებიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ადრე არსებული მექანიზმი ჩანაცვლდებოდა უფრო მეტად კონკურენტული მექანიზმით. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ე.წ. CFD მექანიზმი – ეს არის კონკრეტულად ფასის სხვაობის კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროექტებისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

დავითაშვილის ინფორმაციით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა – წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, ისინი საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავებას ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„ეს არის მხოლოდ პირველი აუქციონის შედეგები, რასაც უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აუქციონი იმისთვის, რომ ახალი პროექტები შეირჩეს. ჯამში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევჯერდით, რომ ქვეყანა, ამ პრინციპით, დაახლოებით 1500-მდე მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებს შეარჩევდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

დარჩენილი დასამტკიცებელი პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.

“შოვში, არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა” – გია ვოლსკი

არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა, ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი თემა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქმის მასალებში მითითებულია, რომ შსს-მ შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილება მიღებული შეტყობინებებიდან 50 წუთის შემდეგ მიიღო.

ვოლსკის განცხადებით, იყო ამინდის პრობლემები და სახელმწიფო ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება.

ვოლსკი იქვე დასძენს, რომ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

„ცდილობენ დეზინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო ადამიანი დაზარალდა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ეს არ დასტურდება. ეს ყველამ კარგად იცის და მოიგონეს ახალი თემა, რომ გაფრენა დააგვიანეს. იყო ამინდის პრობლემები და გამონაკლისი არ არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია. არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა. ვერტმფრენების მისვლამდე იქ, რა საკვირველია, მაშველები იმყოფებოდნენ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს აქვს”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრების და პოზიციების წარდგენის შესაძლებლობა უმრავლესობის 5 დეპუტატს – ირაკლი კობახიძეს, ანრი ოხანაშვილს, გიორგი კახიანს, თენგიზ შარმანაშვილს, მიხეილ სარჯველაძეს აქვს. ასევე, კანონი ითვალისწინებს პრეზიდენტის დასწრების უფლებამოსილებასაც.

მისივე თქმით, საოქმო ჩანაწერში წარდგინების ავტორთა და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა მითითებულია.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დაესწრება თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას ხუთივე დეპუტატი, ამაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მისივე თქმით, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კონსტიტუციის დარღვევა დადგინდეს.

„კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ როგორც კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, ასევე შესაბამის პირს, ვისი იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, აქვთ დასწრების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის წევრებს ჰქონდათ უფლებამოსილება, რომ განესაზღვრათ ვინ იქნებოდნენ წარმომადგენლები და თქვენთვის ცნობილია, რომ 5 დეპუტატს გვაქვს შესაძლებლობა წარვდგეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე. ხუთივეს გვაქვს შესაძლებლობა და უფლება, რომ დავესწროთ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და წარვადგინოთ ჩვენი პოზიციები. საბოლოოდ, როგორ შევთანხმდებით, ხუთივე წავალთ თუ იქნება გამონაკლისი, ეს დამოკიდებულია პლენარული სხდომის დღის გრაფიკზე. სამშაბათს გვაქვს პლენარული სხდომა და ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პრეზიდენტს, რომელი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება, მას ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება, ამიტომ საოქმო ჩანაწერში მითითებულია, წარდგინების ავტორთა ანუ ჩვენი და შესაბამისი თანამდებობის პირის მონაწილეობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის. ჩვენ ველოდებით ამ პროცესს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივად, კონსტიტუციურ სამართლებრივი გაგებით, კონსტიტუციის ჩანაწერების თანახმად განიხილოს ეს საკითხი და დადგინდეს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება ეს პოზიცია, რაც ასახულია წარდგინებაში, ეს ხელმისაწვდომია საჯაროდ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.