Home Blog Page 2267

კანონის ამოქმედებიდან პირველ 25 დღეში, გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 896 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, 4 სექტემბრიდან, თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან პირველ 25 დღეში, 4 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 896 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 418 სამართალდარღვევა გამოავლინეს თბილისში, 202 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 162 – ბათუმში, 114 კი, ქალაქ რუსთავში.

896 ჯარიმიდან 709 ფიზიკური პირის სახელზე დაფიქსირდა, 187 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამარალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

მოქალაქეებს ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge  საშუალებით.

რუსეთში საშემოდგომო გაწვევა პირველ ოქტომბერს იწყება

რუსეთის ფედერაციის ყველა შემადგენელ ერთეულში, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონების გარდა, პირველ ოქტომბერს საშემოდგომო გაწვევა იწყება, – ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, შორეული ჩრდილოეთის გარკვეული რაიონებში, კლიმატის გამო, საშემოდგომო გაწვევა პირველი ნოემბრიდან დაიწყება.

მისივე თქმით, შეკრების პუნქტებიდან ახალწვეულების გაგზავნა 16 ოქტომბერს დაიწყება.

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 11 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

default

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ66-კმ76) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ტროტუარების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. გზაზე წყლის აცილების მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.87 მლნ. ლარია. სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

“საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს 2024 წელს უმასპინძლებს” – მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანაა. ეს ტიტული ჩვენს ქვეყანას საუდის არაბეთში, ქალაქ რიადში გადმოეცა. „გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრმა ევროპულმა ქვეყნებმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და შედეგად, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს გადმოეცა 2024 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის ტიტული. ამით საქართველომ დიდი აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც საუდის არაბეთში 2023 წლის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილეობს. ღონისძიებას ასევე ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„საქართველო განაგრძობს, იყოს საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში. მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლის სტატუსი მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომდევნო წელს ჩვენს ქვეყანაში ღირსეულად დავხვდეთ 3000-მდე წამყვან ლიდერს ტურიზმის ინდუსტრიიდან და ავიაციის სექტორიდან. ჩვენ შევძლებთ, ღირსეულად წარმოვადგინოთ საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე საინვესტიციო პოტენციალი. ამ გამარჯვებით, ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს აღიარების, ცნობადობის გაზრდის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ტურიზმის ლიდერების ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაციას საქართველოში 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიების შესახებ. საქართველოს დელეგაციამ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამუშაო სესიასა და ორმხრივ შეხვედრებში.

“ეჭვგარეშეა, დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან რესპუბლიკელი ექსტრემისტები” – ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც სახიფათო ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან რესპუბლიკელი ექსტრემისტები.

„ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება. არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად შეხედულებებს: მოძრაობა MAGA (გახადე ამერიკა კვლავ დიადი). ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან MAGA რესპუბლიკელი ექსტრემისტები.  მათი უკიდურესი დღის წესრიგი თუკი განხორციელდება, ფუნდამენტურად შეცვლის ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუტებს“, – განაცხადა ბაიდენმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ბაიდენმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

„ტრამპი ამბობს, როგორც პრეზიდენტს კონსტიტუციამ მას უფლება მისცა, ეკეთებინა ის, რაც სურდა. არასოდეს მსმენია, რომ პრეზიდენტებს ეს ხუმრობითაც კი ეთქვათ. მჯერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის. მჯერა, ამერიკაში სრულიად არ არის ადგილი პოლიტიკური ძალადობისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

პოლიციამ მამის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტით მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 სექტემბერს ქუთაისში +31 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +26, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც, სადაც დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში წვიმიანი დღე და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +17, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +24 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი იქნება. +24 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ. გირჩევთ, საღამოს დსპორტდარბაზში წახვიდეთ ან გაისეირნოთ.

კურო

ეცადეთ ეს დღე სახლის გარეთ, აქტიურად გაატაროთ. გარემოებები სწრაფად იცვლება, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ და სამოქმედო გეგმები შექმნილი ვითარების მიხედვით შეადგინოთ. სახლში ავეჯის გადაადგილება ან ახალი დეკორაციების შექმნა დადებით ემოციებს მოგიტანთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მეგობრების ან თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ. გუნდური მუშაობა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ თქვენი საუკეთესო უნარები გამოავლინოთ და ორიგინალური იდეები განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა პატარა მოგზაურობისთვის.

კირჩხიბი

ცდილობთ, ძველებური ხალისი და ოპტიმიზმი დაიბრუნოთ. შესაძლოა, რაღაც უჩვეულო საკითხის გადაჭრა მოგიწიოთ, რომელიც ასევე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. სავარაუდოდ, პირად ურთიერთობებში ცვლილება გელით და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ კვალს დატოვებს ის თქვენს ცხოვრებაში. მშვენიერი დროა სახლის კეთილმოწყობისთვის.

ლომი

შესაძლოა, სურვილი აისრულოთ და ემოციებმა აგავსოთ. ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ და აქტიურ მოქმედებას შეუდგებით. კოლეგის ან საქმიანი პარტნიორის დახმარებით, სერიოზული დაბრკოლების გადალახვას შეძლებთ და შესაძლოა, მნიშვნელოვანი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ.

ქალწული

შრომისმოყვარეობა და აქტიურობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. არ დაივიწყოთ პირობა, რომელიც ახლობელ ადამიანს მიეცით და ამ დრომდე ვერ შეასრულეთ. დღის მეორე ნახევარში თავს დაღლილად და ძალაგამოცლილად იგრძნობთ, მაგრამ ხანმოკლე შესვენებაც კი საკმარისია, რომ ისევ ენერგიით აივსოთ.

სასწორი

ამ დღეს მიზანს მხოლოდ მოკავშირეებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობით მიაღწევთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში მხარს გიჭერენ, არც ამჯერად მიგატოვებენ. საკუთარი იდეების გამოხატვის არ უნდა შეგეშინდეთ – ამით შეიძლება ახალი შეთავაზებები მიიზიდოთ.

მორიელი

იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში ან ჩახლართულ სიტუაციაში გარკვევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ უარყოფითი ემოციები და სიზარმაცის შეტევები დაძლიოთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა გაჭიანურებული საქმეების დასრულებისა და შედეგების შეჯამებისთვის, თუმცა ეს ფინანსურ სფეროს არ ეხება. შესაძლოა, თქვენგან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომლის შედეგები დიდხანს გაგყვებათ. ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილება კარგად გაიაზროთ.

თხის რქა

ამ დღეს უჩვეულოდ მშვიდი და საქმიანი ხართ და ნებისმიერ სამუშაოს შესანიშნავად უმკლავდებით. ერთადერთი, რასაც უნდა მოერიდოთ, ახალი საქმის დაწყებაა. დღეს ნებისმიერი ასეთი მცდელობა უარეს შემთხვევაში საზიანო იქნება, უკეთეს შემთხვევაში კი – არაეფექტური.

მერწყული

გირჩევთ, გადაწყვეტილებები უფრო აქტიურად და გაბედულად მიიღოთ. ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ პრობლემებს არ უნდა ელოდოთ. პასუხი, რომელსაც ოპონენტებისგან ელით, თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. უპირატესობა მიანიჭეთ იმ იდეებსა, რომლებიც კარგად გესმით.

თევზები

ამ დღეს მარტო მუშაობა გიჭირთ, ამიტომ პროფესიონალების რჩევა ან საყვარელი ადამიანების ემოციური მხარდაჭერა გჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

“უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება” – ზელენსკი

უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას. დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფებოდა, გვქონდა ნაყოფიერი მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ომში უკრაინის გამარჯვების სტრატეგიასა და ჯარისკაცების გაძლიერებაზე.

„მადლობას ვუხდი საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ყველა ჩვენს პარტნიორს – თითოეულ ლიდერს, ყველა სახელმწიფოს, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან რუსული ტერორის წინააღმდეგ და აახლოებენ ასე საჭირო მშვიდობას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ჩვენთვის საჭირო იარაღის ერთობლივ წარმოებაზე, რომელიც სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყაზახეთი მზად არის, გერმანიაში ნავთობის მიწოდება გაზარდოს და პროცესი “გრძელვადიანი გახადოს”

ყაზახეთმა არაერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმს დაიცავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართული საუბრის შემდეგ განაცხადა.

“შესაბამის ორგანიზაციებთან გვაქვს კონტაქტი, რათა სასანქციო რეჟიმი დავიცვათ, და ვფიქრობ, გერმანულ მხარეს სასანქციო რეჟიმის გვერდის ასავლელად შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთება არ უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა თოყაევმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ყაზახეთი მზად არის, გერმანიაში ნავთობის მიწოდება გაზარდოს და ეს “გრძელვადიანი გახადოს.”

“ბაიდენი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნავს” – დონალდ ტრამპი

ჯო ბაიდენი მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამდიდრებაზე ზრუნავს, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

“მე ვზრუნავ თქვენი ოჯახების გამდიდრებაზე. მე თქვენთვის ვმუშაობ. მე ყოველთვის მექნება თქვენი მხარდაჭერა”, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ავტომუშაკთა პროფკავშირის წევრებს.

“ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენმა ხელი გაისვარა, მაშინ იყო, როდესაც ის ფულს იღებდა უცხო ქვეყნებისგან, რაც საკმაოდ ხშირად ხდება”, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.