“ეჭვგარეშეა, დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან რესპუბლიკელი ექსტრემისტები” – ჯო ბაიდენი

291
spot_img

ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც სახიფათო ხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან რესპუბლიკელი ექსტრემისტები.

„ახლა ამერიკაში რაღაც სახიფათო ხდება. არსებობს ექსტრემისტული მოძრაობა, რომელიც არ იზიარებს ჩვენი დემოკრატიის ძირითად შეხედულებებს: მოძრაობა MAGA (გახადე ამერიკა კვლავ დიადი). ეჭვგარეშეა, რომ დღევანდელ რესპუბლიკურ პარტიას მართავენ და ემუქრებიან MAGA რესპუბლიკელი ექსტრემისტები.  მათი უკიდურესი დღის წესრიგი თუკი განხორციელდება, ფუნდამენტურად შეცვლის ამერიკული დემოკრატიის ინსტიტუტებს“, – განაცხადა ბაიდენმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ბაიდენმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იმედი აქვს, აშშ-ში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

„ტრამპი ამბობს, როგორც პრეზიდენტს კონსტიტუციამ მას უფლება მისცა, ეკეთებინა ის, რაც სურდა. არასოდეს მსმენია, რომ პრეზიდენტებს ეს ხუმრობითაც კი ეთქვათ. მჯერა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის. მჯერა, ამერიკაში სრულიად არ არის ადგილი პოლიტიკური ძალადობისთვის“, – აღნიშნა ბაიდენმა.