კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 11 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

225
default
spot_img

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 11 კმ-იანი (კმ66-კმ76) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

აღნიშნული მონაკვეთი დაზიანებული იყო და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის სასწრაფოდ საჭიროებდა რეაბილიტაციას.

პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია. მათ შორის ასფალტ-ბეტონის საფარის, გვერდულების, ტროტუარების და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. ასევე მოეწყობა გადაკვეთები, მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები. გზაზე წყლის აცილების მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობა. განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.87 მლნ. ლარია. სამუშაოების დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.