„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ახლა პარტიის სათავეში დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობას აქვს ადგილი. „ხაბეიშვილი არ მგონია დანარჩენ 2 ფიგურანტთანაც ახლო ურთიერთობაში იყოს, მაგრამ რეალურად აკეთებს იმას, რასაც ავალებენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩრდილოვანი მმართველობა, რომელსაც აქვს ადგილი პარტიაში, ეს არ უნდა ხდებოდეს. რა აძლევთ საფუძველს ასე ომახიანად იყვნენ, ცოტა მიკვირს იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ისინი არიან. დროებითი დაჯგუფებაა, რომელიც ტკბება რამდენიმე სკამით რაღაც გარკვეული პერიოდი იმიტომ, რომ იციან სხვა შესაძლებლობა ამის არ მიეცემათ. ხელისუფლებაში ამ ადამიანებს ვერავინ იხილავს და ოპოზიციის სკამები თუ ვინმეს ათბობს, რაღაც დროის განმავლობაში, კი ბატონო“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ზემფირამ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უჩივლა
ზემფირამ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მომღერალი უცხოეთის აგენტის სტატუსის მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ TASS მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მომღერალი უცხოელი აგენტების სიაში 10 თებერვალს მოხვდა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ზემფირა, რომლის სრული სახელია ზემფირა რამაზანოვა, ღიად უჭერდა მხარს უკრაინას, ის მართავდა კონცერტებს არამეგობრულ ქვეყნებში, საუბრობდა სპეცოპერაციის წინააღმდეგ და მას მხარს უჭერდნენ უცხოური წყაროები.
სარჩელში მომღერალი სამინისტროს გადაწყვეტილების უკანონოდ აღიარებას ითხოვს. როდის გაიმართება საქმის სხდომა, ჯერჯერობით უცნობია. სარჩელის განხილვის თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ზემფირამ მეგობართან რენატა ლიტვინოვასთან ერთად რუსეთი ომისს დაწყების შემდეგ დატოვა. ის ღიად გმობს რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ ქმედებებს უკრაინაში. პარიზში მცხოვრები მომღერალი აქტიურად გამოდის კონცერტებით სხვადასხვა ქვეყანაში. გასულ წელს, ლონდონში გამართულ კონცერტზე, ზემფირამ აღიარა თავისი სიყვარული რუსეთის მიმართ, რომელიც, მისი აზრით, “თავის თავს ინადგურებს” და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბოდიში აქვთ მოსახდელი ევროპარლამენტარებს – ირაკლი კობახიძე
“ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე თვლის, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითო ღონისძიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ბოდიში აქვთ მოსახდელი შესაბამის ევროპარლამენტარებს, რომლებმაც სამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, ყოფილ სახალხო დამცველს, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას და ა.შ:
“გახსოვთ, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები – და არა მარტო შიდა მხარდამჭერები, ეს იყო ევროპარლამენტის რეზოლუციებში ასახული, სახალხო დამცველი მონაწილეობდა ამ კამპანიაში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე იყო სიკვდილის პირას, ეს იყო მათი გზავნილი – ისინი ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, სხვა ქვეყანაში გადაყვანას, ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ის იცავს ადამიანის უფლებებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი კონკრეტულ პატიმარს. ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, შესაბამისად, ყოველგვარ სპეკულაციებს – მოწამვლას, აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებებს, სტრასბურგის სასამართლომ გასცა სათანადო და ძალიან მკაფიო პასუხი…
მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, თუმცა ჩვენ მაინც და მაინც მათგან ბოდიშს არ ველოდებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მაშინაც იყო მათი პოლიტიკური არჩევანი და დღესაც ისინი მოქმედებენ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ისინი რომ იყვნენ ობიექტური დამკვირვებლები, ბოდიშს მოიხდიდნენ, თუმცა ამის მოლოდინი, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ “პირველ არხთან” საუბარში.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ზვავი საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე – დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი
თუშეთის მთებში მოსულმა სტიქიამ მეცხვარეები დააზარალა. საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ცხვრის ფარებს დაეცა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან, მთისკენ გადაჰყავდათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, თავად მეცხვარეები არ დაშავებულან.
დახოცილ საქონელს მწყემსები გზადაგზა პოულობენ, თუმცა უამინდობის გამო, ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენა ვერ ხერხდება.
,,მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ”- ხვიჩია
პარტია „გირჩის“ წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩიას განაცხადებით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის და ადეიშვილის სურვილია, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბრუნონ. „ნაცმოძრაობის“ ვერტიკალი ისევ იგივე ხდება, რაც ადრე იყო. არავის ეს არ გაუკვირდება, გასაკვირი უფრო ის იქნებოდა სხვანაირად, რომ მომხდარიყო. იქნება ეს კეზერაშვილი, მერაბიშვილი თუ ადეიშვილი, ისინი „ნაცმოძრაობის“ წევრები არიან. შეიძლება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ან „ქართული ოცნებას“ ისინი არ მოსწონს, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ ამ პარტიის წევრები და არაფერია გასაკვირი იმაში არაა, რომ მათ „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნონ და ხელში აიღონ სადავეები“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
“სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ არგადაყვანასთან დაკავშირებით” – ლევან ხაბეიშვილი
მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „რუსული პარტია საქართველოში ცდილობს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ ეს სურთ“.
„დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეეძლება, რომ დარწმუნდეს და, ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე იყო მხოლოდ ვარშავაში გადაყვანის საკითხი.
„იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჰააგამ მიიღო გადაწყვეტილება და პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ამ სამხედრო დამნაშავესთან რუსული ოცნება აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას.
„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, მათ შორის რომა შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და, ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ხვდებით, რომ ჩიხში შეხვედით, მაგრამ გეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდეთ. თავის მოტყუების დრო დასრულდა, ეცადეთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ და ილუზიებისგან გათავისუფლდეთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტიდან სწორი გზა აირჩიოთ.
კურო
ეცადეთ, გვერდით მყოფი ადამიანი უკეთ გაიცნოთ. ის შეიძლება კოლეგა, ნაცნობი ან შემთხვევითი თანამგზავრი იყოს. თუ ურთიერთობებში, ემოციების ნაცვლად, ლოგიკით იხელმძღვანელებთ, შანსი გექნებათ, რომ ამ ადამიანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ და მომავალში ეს ინფორმაცია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.
ტყუპები
ეცადეთ, ქაოსს გაექცეთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. განმარტოება საშუალებას მოგცემთ, რომ სულიერი სიმშვიდე და მტკივნეულ კითხვებზე პასუხი იპოვოთ. შესაძლოა, სულის სიღრმეში ეს პასუხები უკვე იცით, მთავარია, რომ აღიაროთ.
კირჩხიბი
საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარი წარმატებას მოგიტანთ. დღის განმავლობაში შეიძლება ამა თუ იმ დარგის სპეციალისტის რჩევა დაგჭირდეთ – ერთი თავი კარგია, მაგრამ ორი უკეთესი.
ლომი
ამ დღეს ლომები, განსაკუთრებით ქალები, კამათის ხასიათზე დადგებიან. ცდილობთ, გარშემომყოფებს თქვენი სიმართლე დაუმტკიცოთ და მათ, მორჩილების გარდა, სხვა გზას არ დაუტოვებთ. თქვენი ინტელექტუალური უპირატესობის აღიარება შინაგან კმაყოფილებას მოგიტანთ.
ქალწული
მთელ დღეს ეჭვებსა და გაურკვევლობაში გაატარებთ, რაც მიმდინარე საქმეებზე არასახარბიელოდ აისახება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, საქმიანი განწყობა დილიდან ვარჯიშით და კონტრასტული შხაპით შეიქმნათ. როგორც კი გაურკვევლობიდან გათავისუფლდებით, ცხოვრება ახალ ფერებს შეიძენს.
სასწორი
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ახალი ვალდებულებები აიღოთ, რაც ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ. სავარაუდოდ, საქმე ქორწინების შეთავაზებას, ახალ სამსახურს ან კარიერის ახალ ეტაპს ეხება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების არ შეგეშინდეთ – ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს.
მორიელი
თუ მოინდომებთ, ნებისმიერ დებატებში გაიმარჯვებთ. დღეს საკუთარი ერუდიციის დემონსტრირებას განსაკუთრებულად წარმატებით შეძლებთ და თანამოსაუბრეს მარტივად დაიმორჩილებთ. ინტელექტუალურ პაექრობაში ბადალი არ გყავთ, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ამ დღეს სახლის, აგარაკის ან სხვა სივრცის კეთილმოწყობას შეუდგეთ. უფრო მეტიც, ხვდებით, რომ თქვენს გლობალურ გეგმებს მარტო ვერ გაუმკლავდებით და ცდილობთ თქვენს საქმიანობაში სხვებიც ჩართოთ. თქვენს ახლობლებს ძალიან გაუმართლებთ, თუ ზოგად დასუფთავებას დასჯერდით და კაპიტალური რემონტი არ დაიწყეთ.
თხის რქა
ამ დღეს ინტელექტუალური და ფილოსოფიური საუბრების მოთხოვნილებას გრძნობთ, ამიტომ თქვენი მთავარი მიზანი ღირსეული თანამოსაუბრის ძიებაა. ცდილობთ, უბრალო მეგობრული საუბარიც კი ინტელექტუალურ კამათად აქციოთ, მაგრამ თქვენთვის მნიშვნელოვანი მისი შედეგი კი არა, აზრების ემოციური გაცვლის პროცესია.
მერწყული
პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სავარაუდოდ, ეს რომანტიკული ურთიერთობა იქნება, თუმცა უყურადღებოდ არც მეგობრული და საქმიანი კავშირები უნდა დატოვოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღემ შეიძლება, თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
თევზები
სურვილის შემთხვევაში ამ დღეს ნებისმიერი საკითხის გარკვევა შეგიძლიათ. ლოგიკური აზროვნება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი ამოცანა გადაჭრათ. საკმარისია ფაქტების შეგროვებას და სწორი დასკვნების გამოტანას მარტივად შეძლებთ. გამჭრიახობა გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულ ხიბლს განიჭებთ, რაც სრულიად გასაგებია – არაფერი ამშვენებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ჭკუა.
“მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს – არ იქნება არანაირი დაღლა”- ჯოზეფ ბორელი
“მინდა, მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს – არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭირო იქნება”, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჯოზეფ ბორელის თქმით, ომის დაწყებიდან 15 თვის შემდეგაც რუსეთს ისევ აქვს უკრაინის დამორჩილების სურვილი, ამიტომ, უკრაინის მხარდასაჭერად საჭიროა, გარდა მოკლევადიანი ინსტრუმენტებისა, რომელიც ახლა არსებობს, გრძელვადიანი ინსტრუმენტების უზრუნველყოფა.
„და მე მინდა მკაფიო სიგნალი გავუგზავნო პუტინს: არ იქნება არანაირი დაღლა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ მას დასჭიდება”, – აღნიშნა ბორელმა.
მან ასევე თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში უკრაინა ბრძოლას ვერ დათმობს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის მისი, როგორც ერის არსებობას.
„ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურთ. ისინი, ვისაც მშვიდობა ყველაზე მეტად უნდათ, არიან უკრაინელები. უკრაინელებს უნდათ მშვიდობა. ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა კაპიტულაცია. არ გვინდა, რომ უკრაინა გახდეს მეორე ბელარუსი“, – განაცხადა ბორელმა.
“არ მაქვს ინტერესი იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ”- ხაბეიშვილი
“არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ,” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ის მოუწოდებს პარტიის მენეჯმენტს უარი თქვას მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებზე და გამოიჩინოს რაციონალურობა.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიას ეს განცხადება სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის განცხადებას აგონებს.
„ბიძინა ივანიშვილის და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, ოფისები არ გახსნას, არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, რომ გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა“.
ახლა თქვენ, რაც წამიკითხეთ, სახელი და გვარი რომ არ გეთქვათ, ვიფიქრებდი, რომ სახელისუფლებო პარტიიდან ხომ არ საუბრობს ვინმე-მეთქი. ნებისმიერ შემთხვევაში, პარტია გაძლიერებას გააგრძელებს, პარტიაში გაგრძელდება შიდადემოკრატიული არჩევნები. წარმოუდგენელია, რომ შიდა დემოკრატიული არჩევნები პარტიას აზიანებდეს და თურმე, ჭორაობა და პარტიის ლანძღვა გინება აძლიერებს. ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს რომ ვერ დაეწივნენ და იმიტომ არიან დღეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც არიან. შესაბამისად, მე არ ვაპირებ მათზე კომენტარების გაკეთებას. საზოგადოებამ თავად გააკეთოს ანალიზი. ხაზს ვუსვამ, როდესაც ამბობენ, რომ პარტია შიდა დემოკრატიით დაზიანდება და ამასობაში, ეთერს არ ტოვებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურაცხყოფა არ მიაყენონ, რომ ზედ არ გადაუარონ, რომ ტალახში არ გასვარონ და თურმე, ეს ყოფილა პარტიის გაძლიერების გეგმა. საზოგადოებამ განსაჯოს, ეს რამდენად ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნებსაც, პარტია გააგრძელებს ფუნქციონირებასაც, პარტიას 45 ოფისი რომ აქვს და სადაც არ გვაქვს აღებული ახალი ოფისები, დავიმატებთ, გავაძლიერებთ ლოჯისტიკასაც, ინფრასტრუქტურასაც, აქციებიც აუცილებლად იქნება და ამ დღეებში თქვენ საჯაროდ გექნებათ ინფორმაცია.
ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას და არა, დგომას. ჩვენ ვაპირებთ მოძრაობას და არა, უძრაობას. კონკრეტული ადამიანები რომ გვეხვეწებიან, პოლიტიკური პროცესი არ იყოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამას აკეთებს რუსული ოცნება, რუსი ოლიგარქი და ვიღაცების რიტორიკა ემთხვევა, საზოგადოება არის ყველაზე კარგი მსაჯული და ისინი გადაწყვეტენ, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, აუცილებლად,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი გამოეხმაურა ასევე ნიკა მელიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ მელია „თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“.
„რაც შეეხება პარტიის წევრობას, გუშინდელი ეთერის შემდეგ, ჩემი აზრით, მან თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი სული აქვს კონკრეტულ ადამიანებს, რომ იქნებ, როგორმე პარტიიდან გავრიცხო – ეს არ არის ჩემი საქმე, ეს მე არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ხალხის, ქვეყნის მომავალი და კონკრეტული ადამიანები, რომ დროს კარგავენ ამ ლაი-ლაიში, ვწუხვარ ამის გამო.
მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა პოზიცია აქვს იმაზე, რომ მელიამ გადაცემაში ისაუბრა, მათ შორის ზურაბ ადეიშვილზე, დავით კეზერაშვილზე და ვანო მერაბიშვილზეც.
„ადეიშვილის მოადგილე იყო თავად კონკრეტული ადამიანი, მე თვალით არ მყავს ნანახი. ხაბეიშვილზე თქვა, რომ ადეიშვილი დგას მის უკანო და ამას ამბობდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ადეიშვილმა სამ თანამდებობაზე რომ დანიშნა, ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირი, ჩემთვის უცნაურია. საზოგადოება ამ ტყუილს არ მიიღებს, ვერ მიიღებს და ვწუხვარ ამის გამო. არანაირი ინტერესი არ მაქვს იმ ადამიანების შესახებ ვისაუბრო, რომლებიც იმდენად ხელმოცარულები არიან, რომ პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ.“ -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის?”- გია ხუხაშვილი
მიხეილ სააკაშვილი რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს, – ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „მხოლოდ უცხოეთი ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს, დასავლეთი და თავისუფალი სამყარო დაგვეხმარება მხოლოდ მაშინ, თუ დაინახავს ჩვენს შემდგომ შეუპოვარ ბრძოლას“.
გია ხუხაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არსებული ვითარებიდან „დაძრომის მანევრი მოესპო“ და ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში.
„ტრაგიკული პიროვნებაა პირდაპირ. ის ამ განცხადებას რატომაც აკეთებს გასაგებია, იხტიბარი არ უნდა გაიტეხოს. მას გარკვეულწილად აქედან დაძრომის მანევრი მოესპო და შესაბამისად ის იწყებს ისევ რეინტეგრაციას ქართულ პოლიტიკაში, ფაფხურს, ეს ფაფხურია, მეტი არაფერი არ არის. ის რეალურად ძალიან ცუდ ხასიათზეა, ალბათ, მაგრამ მხნეობის დემონსტრირებას ახდენს იმიტომ, რომ არ დარჩა სხვა მანევრი, რა უნდა ექნა, რა უნდა ეთქვა სხვა? ეს სიტყვებია მხოლოდ, რის უკანაც არაფერია“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
გია ხუხაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობით“ რამეს მოახერხებს, რადგან რეალურად ეს პარტია აღარ არსებობს.
„ხაბეიშვილი მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე – პაროდია არ არის? თან პარტია, რომელიც ქვეყანაში ჩრდილოვან მმართველობას ებრძვის ვითომ-ვითომ და თვითონ ჩრდილოვანი მმართველობა აქვს დამკვიდრებული პარტიაში. რაზე ვლაპარაკობთ, დაინგრა პარტია, აღარ არსებობს. შესაბამისად სააკაშვილს რაიმე ილუზია ნუ გაუჩნდება, რომ ამ პარტიით რამეს მოახერხებს, პარტია ფაქტობრივად აღარ არსებობს, ის ორადაა გაყოფილი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
“დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი”- შალვა პაპუაშვილი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მოქმედება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
„მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან საქართველო გახდა მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე. განცხადებები, დემარშები, რეზოლუციები, რომლებმაც უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს.
ამ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ მონაწილეობდნენ როგორც ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე უცხოელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
ერთადერთი, რასაც ქართველი ხალხი დღეს მოელის და იმსახურებს, არის ის, რომ მათ, ვინც ეს ზიანი მიაყენეს საქართველოს, იმავე მონდომებით იზრუნონ მათი სიტყვით და საქმით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე.
ეს იქნებოდა დასტური ქართველი ხალხის მიმართ მეგობრობის და პატივისცემისა“, – წერს პაპუაშვილი.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.