Home Blog Page 2252

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მოქალაქეებს სასაფლაოების მიმართულებით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ. კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

„17 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური „დიდუბიდან“ დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, „მარჯანიშვილის“ მეტროდან და „სადგურის მოედნიდან“ კუკიის სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, „სარაჯიშვილის“ მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და „ვარკეთილის“ მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე. ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

“სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 418-ე დღე

უკრაინელმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მტრის 60 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.

„გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, – აცხადებენ უწყებაში.

გენერალური შტაბი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სარაკეტო დარტყმის ალბათობა კვლავ მაღალია.

„ბახმუტის მიმართულებით რუსები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლები არ წყდება. ავდიივკას მიმართულებით დამპყრობლებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. გარდა ამისა, ამ მიმართულებით 15-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მარინკას მიმართულებით, მარინკას დასახლების მიდამოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის ბევრი შეტევა მოიგერიეს. ამ მიმართულებით რუსებმა კრასნოგოროვკა, მარინკა, გეორგიევკა, მაქსიმილიანოვკა, პობედა და ნოვომიხაილოვკა დაბომბეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.

უკრაინის ქალაქ სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების რუსული სარაკეტო დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. მანამდე 22 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

პავლო კირილენკოს განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს, მათ შორის 14 წლის გოგონა.

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქის მიმართულებით „ეს 300“-ის ტიპის სარაკეტო სისტემებიდან რვა რაკეტა გაუშვეს. ქალაქი სლავიანსკი 14 აპრილს დაიბომბა.

უკრაინა კანადიდან რუსეთის ჩამორთმეულ ქონებას მიიღებს, კერძოდ, საუბარია AN -124 Ruslan ტიპის თვითმფრინავზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, კანადა რუსული კომპანია „ვოლგა-დნეპრის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი კანადიდან. კერძოდ, ვოლგა-დნეპრის კომპანიის წინააღმდეგ. ვემზადებით AN-124 თვითმფრინავის და კანადაში აგრესორის სხვა აქტივების ჩამორთმევისთვის და უკრაინისთვის გადმოსაცემად”, – წერს დენის შმიგალი „ფეისბუქზე“.

ის ასევე აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა 120 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, მათ შორის Rosatom-ის წარმომადგენლებს, სანქციები დაუწესა.

“რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება”

რუსეთსა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძალიან კარგად ვითარდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, ლი შანფუსთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის ბოლო ვიზიტი მოსკოვში ძალიან პროდუქტიული იყო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში კარგად ვითარდება, მათ შორის სამხედრო კუთხით.

„რუსეთი და ჩინეთი, სამხედრო დეპარტამენტების მეშვეობით, რეგულარულად ცვლიან სასარგებლო ინფორმაციას და ატარებენ ერთობლივ წვრთნებს“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

ქართველი ძალოსანი შოთა მიშველიძე სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 136 კილოგრამი დააფიქსირა და ამ დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.
აკვრაში შოთამ 162 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში ქართველმა ძალოსანმა 298 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ შოთა მიშველიძემ კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოსალოდნელია დაძაბული საქმიანი მოლაპარაკებები, თუმცა, დადებითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, რადგან შანსი გექნებათ, გაიუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა.

კურო

ნურავის შეჰპირდებით ისეთ რამეს, რაც თქვენს ძალებსა და შესაძლებლობებს აღემატება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან და საეჭვო პროექტებთან, რათა თავიდან აიცილოთ მნიშვნელოვანი დანაკარგები.

ტყუპები

დღეს დასრულებული საქმეების გადახედვა მოგიწევთ, ამან შესაძლოა, თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, რაც ხასიათზეც აისახება, ეცადეთ, ჯოხი თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებზე არ გადატეხოთ.

კირჩხიბი

ამ ეტაპზე, ოპტიმიზმი ყველაზე მეტად ჰჭირდებათ, პოზიტიური განწყობა, თავდაჯერებულობა და მომავლის იმედი, ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და წარმატების საწინდარია.

ლომი

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციას სხვადასხვა მხრიდან შეხედოთ და სწორი დასკვნები გააკეთოთ. თქვენ ამას შეძლებთ.

ქალწული

ნუ ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციებში. აარიდეთ თავი საეჭვო გარემოებებს, მალე ბურუსი გაიფანტება. ყველა და ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა.

სასწორი

დღეს, შესაძლოა, მოგიწიოთ სხვადასხვა საკითხების განხილვა პირად თუ სამსახურებრივ საქმეებში, რაც შემდეგ, დიდი ალბათობით, აისახება თქვენს ურთიერთობებზე .

მორიელი

შეეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მოულოდნელობებს, შესაძლოა, მოიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი შესაძლებლობები.

მშვილდოსანი

მოუფრთხილდით ნერვებს, ნუ იქნებით სულსწრაფი და ყველაფერი დალაგდება. თქვენ შეძლებთ ვითარების გამოსწორებას ოჯახისა და მეგობრების მხარში დგომით და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.

თხის რქა

ნუ იქნებით სულსწრაფი პირად ურთიერთობებში, დამშვიდდით, ნუ აჰყვებით ეჭვებსა და ემოციებს. ახლა თავშეკავება უფრო მოგებიანია.

მერწყული

დღეს, ამაოდ შეეცდებით, თანამოაზრეების მოძიებას, ამ პერიოდში, არ არის ხელსაყრელი სხვადასხვა სიახლეების წამოწყება. ამიტომ, გონივრულად გადაანაწილეთ თქვენი ხარჯები.

თევზები

იყავით თავდაჯერებული, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მიუხედავად სხვადასხვა უსიამოვნო ამბებისა და მოთოკეთ ემოციები. ნუ იქნებით გარშემომყოფებთან ზედმეტად პრეტენზიული.

რეზნიკოვს უკრაინის ომში გამარჯვების შემდეგ გადადგომა სურს

თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ მას სურს გადადგეს მას შემდეგ, რაც უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს, – ამის შესახებ RBC-Ukraine La Razon-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ეს ჩემი ოცნებაა! და მით უმეტეს, ჩემი ცოლის ოცნება.  ტიროდა, როცა მინისტრად დავნიშნე, ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ველოდებით გამარჯვების დღეს, რადგან ეს საშუალებას მომცემს ხელი მოვაწერო გადადგომის შესახებ განკარგულებას.დავბრუნდი კერძო სექტორში. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ძალიან, ძალიან რთული იყო“, – აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

 ,,იგი პირველად ისრაელში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი” – ლაშა ჟვანია პატრიარქზე (ფოტოები)

„მთავარი არის პატრიარქის მოტივაცია და დამოკიდებულება, პატრიარქის სურვილი, რომ აქ ქართველები დამკვიდრებულიყვნენ და აღმდგარიყო ქართველების მოღვაწეობა– ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

 იგი პირველად ისრაელში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი. მაშინ საბჭოთა კავშირს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა ჯერ ისევ გაწყვეტილი ჰქონდა.

 მოგვიანებით კი ლაშა ჟვანიამ პატრიარქის კურთხევით წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, ქართველთა მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი სასულიერო, კულტურული და მწიგნობრული ცენტრების კვალის მოძიება დაიწყო.

 „მთავარი არის პატრიარქის მოტივაცია და დამოკიდებულება, პატრიარქის სურვილი, რომ აქ ქართველები დამკვიდრებულიყვნენ და აღმდგარიყო ქართველების მოღვაწეობა. იყო პერიოდი, რომ ჩვენ ბევრი შევქმენით, შევინარჩუნეთ, ავაშენეთ, გავაძლიერეთ იერუსალიმი, მაგრამ ასევე პერიოდი არის და ეს ფაქტია, რომ ჩვენ ეს ყველაფერი დავკარგეთ. ვერ შევინარჩუნეთ, დავანგრიეთ, მივატოვეთ“, – აცხადებს ლაშა ჟვანიამ.

ბაჩო დოლიძე „ენმ“-ს მენეჯმენტს ურჩევს, რომ საქმეზე კონცენტრირდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მას სააკაშვილის სახელი ბოროტად არასდროს გამოუყენებია.

ბაჩო დოლიძე „ენმ“-ს მენეჯმენტს ურჩევს, რომ საქმეზე კონცენტრირდნენ.

„პირველი და ერთ-ერთი, ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ არასდროს სპეკულირება არ გამიკეთებია მიხეილ სააკაშვილის სახელით. ანუ მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იყო უკვე ხელისუფლებაში, მაშინ, როდესაც ზოგიერთი გარბოდა ქვეყნიდან და „ქართულ ოცნებასთან“ ლაგდებოდა, მაგ პერიოდში მივედით მე და ჩემი მეგობრები „ნაციონალურ მოძრაობაში“. იმდენი პრობლემა შეექმნა თითოეულ ამ ადამიანს, დაუნახავობაა დღეს რომ კარს უკეტავენ ასეთ ადამიანებს“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

17 აპრილს დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი – კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით წვიმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ იქნება. ერთადერთი, გორში შესაძლოა.“ – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

რა უნდა ვიცოდეთ ბრწყინვალე შვიდეულის შესახებ

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება.  მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევასა და დიდუბობას აღნიშნავენ. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ყოველდღიურ ლოცვებშიც: დაწყებით ლოცვებში სულიწმიდის მოწვევის ლოცვა “მეუფეო ზეცათაო…” სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ითქმის: “ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი”.
ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინა დღესაც კი შეიძლება. იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას “გამარჯობის” ნაცვლედ ერთმანეთს ახარებენ: “ქრისტე აღდგა!” – “ჭეშმარიტად!”, “ჭეშმარიტად აღდგა!”, “ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე”.

„კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ“ – მირდატ ქამადაძე

„კრახი განიცადეს და განტევების ვაცს ეძებენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ „ენმ“-ს ახალ მენეჯმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მენეჯმენტის დაპირებები ტყუილი აღმოჩნდა.

„მოვიდნენ ცრუ დაპირებებით, ფაქტობრივად. ამ ხალხი მთავარი დაპირება რა იყო? რომ მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდნენ, უწყვეტი საპროტესტო აქციები იქნებოდა და გაიხსნებოდა 50 ახალი ოფისი. სამივე მიმართულებაში მათ კრახი განიცადეს, ძალიან სამწუხაროდ. ამ დროს ისინი ეძებენ განტევების ვაცებს, ეძებენ რაღაცა მიზეზებს, რომ იქნებ თავიანთი ეს წარუმატებლობა, რომელიც იმთავითვე იგრძნობოდა, რომ წარუმატებელი დაპირებები იყო, ვიღაცებს გადააბრალონ“, – აცხადებს მირდატ ქამადაძე.

ჯო ბაიდენმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„დღეს ჯილი და მე თბილ მილოცვებს ვუგზავნით ყველა ჩვენს მეგობარს მართლმადიდებელ ქრისტიანულ საზოგადოებაში, რომლებიც აღდგომას აღნიშნავენ. დაე ქრისტეს მშვიდობა იყოს თქვენთან ახლა და ყოველთვის“, – წერს ბაიდენი.