Home Blog Page 2248

“დასავლეთი ემზადება, რომ უკრაინის კონტრშეტევის პასუხად პუტინი უკრაინაში ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეს”

დასავლეთი ემზადება, რომ უკრაინის კონტრშეტევის პასუხად ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეს და კიბერშეტევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა იაპონიაში, „დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ რუსეთის საპასუხო რეაქციას ელოდებიან და პარტნიორები „მომზადებული უნდა იყვნენ“ ექსტრემალური ტაქტიკებისთვის.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინაზე საპასუხო დარტყმისთვის და რუსეთი გამოიყენებს „აბსოლუტურად ნებისმიერ იარაღს“, თუ კიევი შეეცდება ყირიმის დაბრუნებას.

„რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ გააერთიანა „დიდი შვიდიანის“ მინისტრები, რომლებმაც ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, სადაც დაგმეს მუქარა და გააკრიტიკეს პუტინის გეგმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ“, – წერს „გარდიანი“.

“უარს ვამბობ ფორმულას საკონტროლო პაკეტზე, წილის ნახევარს კოლექტივს გადავცემ”- დავით კეზერაშვილი

დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დავით კეზერაშვილის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს.

„საქართველოში დღეს რთული ვითარებაა. სამოქალაქო საზოგადოება რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმთან ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. ქვეყნის დასავლურ მისწრაფებასთან მიმართებაში არაერთგზის გამოხატული საზოგადოებრივი ერთობა ივანიშვილისთვის ნიშნავს, რომ მისი 11 წლიანი ძალისხმევა – საქართველო გაეხადა ღია პლატფორმა პუტინის რუსეთისთვის, განწირული აღმოჩნდა. ოლიგარქის რეჟიმისთვის ფინიშთან მიახლოების ნიშანს იძლევა უკრაინასთან ომში რუსეთის პერმანენტული მარცხიც.

საქართველოში მოქმედი ხელისუფლებისა და მისი რეალური მმართველისთვის დღეს პრობლემაა ყველა ის ინსტიტუცია და ადამიანი, ვინც მისი მკაცრი ვერტიკალის ქვეშ არ არის მოქცეული. „ქართული ოცნების“ მმართველისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მისგან, რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დამოუკიდებელი ფინანსური რესურსები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მედია, ახალგაზრდები. ოლიგარქის პერსპექტივიდან დღეს საფრთხეა ყველგან, სადაც ის არ არის, რასაც ის ვერ აკონტროლებს, რასაც დემოკრატიულობისა და დასავლური ღირებულებების შინაარსი შეიძლება ჰქონდეს.

ამ ფონზე მე არ მაქვს შეკითხვა, რატომ გავხდი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სამიზნე. რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით ხდება – პოლიტიკური თანამდებობის პირების უსაფუძვლო კამპანიური განცხადებები, კლანური სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის ყოველდღიური ცრუ ბრალდებები – არის ნიშანი იმისა, რომ ერთ-ერთი მსხვილ სამიზნედ ვარ შერჩეული და ხელისუფლებას ნებისმიერ ფასად უნდა ჩემი, როგორც საქმიანი რეპუტაციის დაზიანება, ასევე, რეალური მიზნების ბინძური მეთოდებით ინტერპრეტირება.

მას შემდეგ, რაც იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა, არაერთ სირთულესთან მომიწია გამკლავება. აქ არ ვაპირებ, ბრალდებების ნიაღვართან ბრძოლის ემოციურ ნაწილზე შევჩერდე. შეგიძლიათ მხოლოდ წარმოიდგინოთ, რას ნიშნავს საუკეთესო რუსული ტრადიციით შექმნილი მესიჯის თვალყურის დევნება, რომ თითქოსდა ჩემს ხელში გაიფლანგა ქართულ ჯარის წვრთნისა და აღჭურვისთვის განკუთვნილი მილიონები – იმ ჯარის, რომელსაც მთელი გულითა და გონებით ვემსახურე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაში ვართ და ამ პროცესში პროპაგანდისტული მანქანის ეპიცენტრში ყოფნასაც მივეჩვიეთ, ჩემთვისაც კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ბრალდებების მრავალწლიანი კასკადის ბოლო ეპიზოდი, ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით. მის სირთულეს კი განაპირობებს ის სამწუხარო ფაქტორი, რომ ჩემს წინააღმდეგ კამპანიის ნაწილი გახდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით გამოირჩეული საერთაშორისო მედიასაშუალება, რომლის ტრადიციულ რეპუტაციულ გამართულობასაც შეუძლებელია პატივი არ სცე. მიუხედავად ამისა, მიწევს ვთქვა, რომ ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადებულ საგამოძიებო მასალაში ჩემთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება.

პირველ რიგში, საგამოძიებო მასალის ავტორის შესახებ: ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიაკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს.

ახლა რაც შეეხება იმავე ავტორის მიერ გამოთქმულ ბრალდებას და ე.წ. ქოლ-ცენტრების სქემასთან ჩემს დაკავშირებას, აქ მინდა მეტ დეტალზე გავამახვილო ყურადღება:

ტყულია, თითქოს მე უარი ვთქვი ჟურნალისტთან თანამშრომლობაზე. არსებობს ავტორთა ჯგუფთან ჩემი იურისტების არაერთი კომუნიკაციის დამადასტურებელი დაახლოებით 50 გვერდიანი დოკუმენტები. აღვნიშნავ, რომ მის მასალებში არ მოხვდა ჩემი მხრიდან მიწოდებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც არგუმენტირებულად უარყოფდა მის ვარაუდებსა და დაშვებებს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან ჩემი კავშირების შესახებ. რაც შეეხება ფილმის ეპიზოდს, როდესაც ჟურნალისტი ჩემს საცხოვრებელ სახლში მოდის და მე თითქოს მასთან საუბარზე უარს ვამბობ, ეს „სტუმრობა“ მოხდა დაახლოებით დილის 7 საათზე. მას სახლში დახვდა ჩემი არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც ბუნებრივია, მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები ვერ ექნებოდა.

ტყუილია, თითქოს რამე კავშირი მაქვს ე.წ. მილტონ ჯგუფთან ან მასთან დაკავშირებული ქსელის საქმიანობასთან. ამას მასალის ავტორი თავადაც არაერთგზის ასკვნის: რომ „არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი არც ერთი დოკუმენტი, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებს მილტონის ქსელთან…“; „რაც შეეხება მილტონ ჯგუფს, არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტიაც, რომელიც დააკავშებდა კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან და არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა პირდაპირი ფინანსური ინტერესი მილტონის ქსელის კომპანიებში“. თუმცა მიუხედავად საკუთარი დასკვნისა, ის არათუ ძალაში ტოვებს, არამედ აძლიერებს ვარაუდს, რომ ქსელის სათავეში სწორედ მე ვარ.

ტყუილია, თითქოს მე იყავი ჩართული ტექ-კომპანიაში, რომელიც ქმნიდა სავაჭრო პლატფორმებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. მასალაში არ არის და ვერც იქნება მსგავსი ფაქტების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ტყუილია, თითქოს ჩემი რომელიმე კომპანია ამზადებდა ვებსაიტებს ე.წ. მილტონ ჯგუფისთვის. ჩემს არცერთ კომპანიას არასოდეს გაუკეთებია ბრენდინგი ან ვებ-დომეინი ამ სავაჭრო პლატფორმისთვის. ბუნებაში არ არსებობს მსგავსი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აუდიტორიის განზრახ შეცდომაში შემყვანია მასალაში აღნიშნული ინფორმაცია, თითქოს ჩემი კომპანიის იმეილები და ე.წ. მილტონ ჯგუფის ვებსაიტები ერთსა და იმავე სერვერებზე მდებარეობდა. განვმარტავ: ჩემი კომპანიებისა და ჩემი იმეილის კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს მესამე მხარე. იმის გამო, რომ ჩემი ელ-ფოსტა არაერთხელ გამხადარა კიბერ თავდასხმის ობიექტი, მომსახურე კომპანია მაღალი დაცულობის უზრუნველსაყოფად ხშირად ცვლის სერვერებს. მე არ მაქვს და ვერც მექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის რომელ სერვერზეა ჩემთან დაკავშირებული კომპანიები, ან რა ინახება სხვა ამათუიმ სერვერსა თუ ელ-ფოსტის ე.წ. „ქლაუდზე“.

ტყულია ცნობა, თითქოს ჩემი ბიზნეს-ცენტრი კიევში არის „თაღლითური ქოლცენტრების სახლი“, რომელიც ყიდის კომპიუტერულ პროგრამებს (software). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კიევში ჩემს კუთვნილებაში არსებულ კომერციულ შენობებში არასდროს უმუშავიათ თაღლითურ კომპანიებს. ასევე, არასდროს ყოფილა რაიმე ტიპის გამოძიება იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლთაც ამ შენობებში კომერციული ფართები აქვთ ნაქირავები.

მანიპულაციურია საგამოძიებო ფილმში თბილისის პიქსელის შენობის ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც ჩნდება აღქმა, თითქოს ის იფარავდა ე.წ. ქოლ-ცენტრებს. მასალის ავტორთა მხრიდან ესეც აუდიტორიის შეცდომაში შეგნებულად შემყვანი ნაბიჯია: როგორც ცნობილია, საქართველოში ყოფნისას (ბოლოს 12 წლის წინ), სწორედ პიქსელის შენობაში ვქირაობდი ოფისის ფართს. გერმანელი გამომძიებლებისა და ფილმის ავტორთათვის ჩატარებული საჩვენებელი რეიდი კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქსის თაუერში ჩატარდა (რომელთანაც მე არასოდეს მქონია არც პირდაპირი და არც ირიბი კავშირი). გამოძიების ავტორებმა პიქსელის შენობის ჩვენებით გააძლიერეს აღქმა, რომ საკითხი სწორედ მე მიკავშირდება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საქმის შესაკვერელად“ და ჟურნალისტური გამოძიების სასურველი მიმართულებით წარსამართად საქართველოს პროკურატურამ გამოძიების ავტორი მიიყვანა სწორედ იმ სპეციალურად შერჩეულ ქოლ-ცენტრზე რეიდის გადასაღებად, რომელიც ჩემს ყოფილ პარტნიორსა და მეგობართან ასოცირდებოდა. უცნაურია, რომ საერთაშორისო კვალიფიკაციის ჟურნალისტს ჩემი მისამართით ბრალდებისთვის არ დასჭირდა მეტი სიღმისა და დეტალის გარკვევა, არ გაუჩნდა შეკითხვები იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში იყოს ტრანსნაციონალური დანაშაულის ჰაბი მისი ხელისუფლების ჩართულობისა და მფარველობის გარეშე. სამაგიეროდ, მან შეისწავლა ჩემი სოციალური ქსელები და განაცხადა, რომ მყავს 45 ფეისბუკ მეგობარი, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. მილტონ ჯგუფის თაღლითურ სქემასთან. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მასალის ავტორებმა არ წარმოადგინეს მტკიცებულება ამ 45 პირის შესახებ. რაც შეეხება ჩემს ფეისბუკ გვერდს, 2000-ზე მეტი მეგობრით – მათ დიდ ნაწილს პირადად არ ვიცნობ, იმათ ნაცვლად კი – ვისაც ვიცნობ, მიმეგობრია ან ვისთანაც საქმიანი კავშირი მქონია, პასუხს ვერაფერზე ვაგებ.

როგორც იცით, კრიტიკული მედია საქართველოში, მათ შორის „ფორმულა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ, სისტემატურად აშუქებს ე.წ. ქოლ-ცენტრების სახელისუფლებო სქემას. ფაქტებისა და დასაბუთებული მასალების არსებობიდან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ საგამოძიებო ჯგუფს, რომ ჩასულიყვნენ თბილისში და ჩაეტარებინათ გამჭირვალე საგამოძიებო მოქმედებები საქართველოში მოქმედი კრიტიკული მედიების ხელშეწყობით, თუმცა მათ ამ შეთავაზებაზე უარი გვითხრეს იმ მიზეზით, რომ ამ ეტაპზე ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ „ფორმულამ“ ჯგუფს გაუწია ყველანაირი დახმარება. მათ ტელევიზიას მიმართეს ეთერში გასული მასალებისთვის და ყველაფერი მიიღეს.

რადგანაც მე თვითონ ვარ მედიის მფლობელი, ვიცი, რომ ჟურნალისტი ვერ იქნება დაზღვეული შეცდომებისგან, თუმცა აღნიშნულ საგამოძიებო მასალაში ადგილი აქვს არაერთი ფაქტის განზრახ დამახინჯებას. რეპორტაჟში გამოთქმული ცრუ ბრალდებებისა და ვარაუდების დეტალურად განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა აქ შევჩერდები და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებული ბრალდება არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ 2012 წლის შემდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი. მისი ნაწილი იყო ჩემი ექსტრადიციის მოთხოვნით დაწყებული რამდენიმე პროცესი, რაც საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სასამართლოებმა მიიჩნიეს პოლიტიკურად მოტივირებულად და არ დააკმაყოფილეს. ანალოგიური დასკვნაა ამ მხრივ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროპული ინსიტიტუებისა და არერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებდამცავი ორგანიზაციის რეპორტებშიც. რაც შეეხება ჩემი სახელის ე.წ ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემებთან მიბმას, პირველად ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს სცადა 2020 წლის დასაწყისში, ამავე წლის მარტში კი ისეთი მაღალი სანდოობის ორგანიზაციამ როგორიცაა OCCRP-მ (Organized Crime and Corruption Reporting Project) გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ „ვერ მიაკვლია ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც კეზერაშვილს დააკავშირებდა ქოლცენტრთან“.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს. საზოგადოებას ყველა ეტაპზე ეცნობება სამართლებრივი პროცედურების დეტალები. ასევე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ინტერესის არსებობის პირობებში, მზად ვარ ვითანამშრომლო ევროპის ნებისმიერ საგამოძიებო უწყებასთან და მივაწოდო ჩემ ხელთ არსებული ინფორმაცია იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც რეალურად არიან ჩართულნი საქართველოში ე.წ. ქოლ-ცენტრების ჰაბის მფარველობაში. აქვე, ჩემთვის განსაკუთრებით იმ ადამიანების პოზიციაა გასაკვირი, ვინც უკვე დიდი ხანია, ზუსტად იცის ამ თაღლითური სქემის მუშაობაზე, მასში მეზობლების, ნათესავების ან შვილების ჩართულობაზე. გასაოცარია, რომ ეს ხალხი ახლა მორალს კითხულობს და მე მამუნათებს.

ბოლოს, მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე საკითხი სამომავლო გეგემებთან დაკავშირებით: ჩემს მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულა“ თავისუფალი მაუწყებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუნძულია საქართველოში. ამ სივრცეში საკუთარი საქმის პროფესიონალებს სრული სარედაქციო თავისუფლება აქვთ. „ფორმულა“ ხელისუფლების მუდმივი დარტყმის ქვეშაა. დღეს მე ვაცნობიერებ, რომ იქ მომუშავე ხალხს ბრძოლაში სჭირდება არა მხოლოდ ჩემი დახმარება და რესურსები, არამედ მორალური სიმყარეც – ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ჩემ მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია და დაშვებები – უსაფუძვლო. ანალოგიურად, ყველა ჩემს მეგობარს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ასპარეზზე სჭირდება იგივე მორალური სიმყარე. ამისთვის მე, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ყველაფრს გავაკეთებ.

აქვე, პასუხი კითხვაზე – ხომ არ შეიძლება, ჩემი სახით მომავალში ახალი ოლიგარქი მივიღოთ? საქართველოს ბოლო წლების გამოცდილებით ეს გასაგები საფრთხეა და მესმის, რომ შესაძლოა ბევრ ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანსაც ჰქონდეს ეს კითხვა.

მრავალი წელია მეც და ჩემს ოჯახსაც არაერთხელ გვიფიქრია, ხომ არ ჯობს, თავი დავანებოთ ბრძოლას და მშვიდი რეჟიმით ვიცხოვროთ, რამდენად ეს შესაძლებელია იძულებით ემიგრაციაში. ამ დღეებში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენთვის აქტუალური, მაგრამ როგორც კი მსგავს პერსპექტივას ვუშვებთ, მაშინვე ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. როგორ შეიძლება, ვდისტანცირდე ყველაფრისგან მაშინ, როდესაც შემიძლია თუნდაც ერთი აგური დავდო რუსული ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ ვაცხადებ, რომ ჩემ ირგვლივ შექმნილი მძიმე გარემოს მიუხედავად, პროცესებიდან ჩემი გასვლა არ განიხილება. თუმცა ვიღებ გადაწყვეტილებას ჩემი დახმარების პარალელურად ტელეკომპანია „ფორმულას“ მივცე სრულიად ახალი და გამოცდილებით უნიკალური მედია-მოდელის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც კიდევ უფრო მაღლა აწევს მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის თამასას, მათ შორი ჩემგანაც (რისი დეფიციტიც არხს არც ამ დრომდე ჰქონია).

გადაწყვეტილება ასეთია: მე უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. მას შემდეგ კი, რაც დასრულდება ოლიგარქიული მმართველობა, „ფორმულას“ კოლექტივსვე სრულად გადავცემ ჩემს დარჩენილ წილსაც. ივანიშვილის ფაქტორის გაქრობისა და დასავლურ სივრცეში საბოლოოდ შესვლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ თავისუფალ მედიას ჩემი მონაწილეობის გარეშეც გაუჩნდება ბევრი სხვა საარსებო წყარო და აქ დაესმება წერტილი ჩემს აქტივობას მედიის მხარდაჭერის მიმართულებით და ზოგადად, ყველა ტიპის ჩართულობას ქართული პოლიტიკაში.

დიდი მადლობა „ფორმულას“, მის თითოეულ თანამშრომელს. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ასეთ უსამართლო ბრძოლაში მოგიწიათ ყოფნა. თქვენი სამოქალაქო პოზიცია და პროფესიული ღირსება ყოველთვის იყო და იქნება სამაგალითო ჩემთვის და რაც უფრო მნიშვნელოვანია, უამრავი ახალგაზრდა ჟურნალისტისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო იმ მაყურებელს, ვინც არაერთ რთულ ვითარებაში თქვენ გვერდით დადგა და დარჩა „ფორმულას“ ერთგულად. ეს არხი დღეს ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ამ მხრივ, სრულიად გამორჩეულია ქართულ მედია ბაზარზე.

შეჯამებისთვის კი, კიდევ ერთხელ, ყველას გარწმუნებთ, ბრიტანული სამართლებრივი სისტემის პროცედურების სრული გავლით დავამტკიცებ საერთაშორისო მედიაში გასული ბრალდებების უსაფუძვლობას. ეჭვი არ მეპარება, რომ მორალურად წელგამართული განვაგრძობ თავისუფალი მედიის მხარდაჭერასაც და ყველა იმ ჯგუფის დახმარებასაც, რომელსაც სურვილი ექნება, თავი საბოლოოდ დავაღწიოთ რუსულ ჭაობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გია მურღულია განათლების სამინისტროში ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საკითხებში კონსულტანტად ფილოლოგიის დოქტორი და პედაგოგი გია მურღულია დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებით სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელსაც თავად მინისტრი უხელმძღვანელებს, კოორდინაციას კი – გია მურღულია გაუწევს.

„აღნიშნული ჯგუფი აქტიურად იმუშავებს სკოლებში სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. კერძოდ, გიორგი ამილახვარის დავალებით, ჯგუფის წევრები სწრაფ და მოქნილ რეჟიმში იმსჯელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწაზე, ეროვნული სასწავლო გეგმისა და სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გრიფირების პროცესსა და სკოლასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

გია მურღულიას განათლების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წელს ის გახლდათ პედაგოგი, სკოლის დირექტორი, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრი და სხვა. ცნობილი ფილოლოგი პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც აქტიურად ეწევა. გია მურღულია, ასევე, არის არაერთი საგანმანათლებლო გამოცემის, პროექტისა და პროგრამის ავტორი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს” – ნინო წილოსანი

„მე მინდა ვკითხო ადამიანებს პოლონეთში რა არის მათთვის საქართველო, როცა სააკაშვილი რუსეთთან ბრძოლისთვის დააჯილდოვეთ, მაშინ, როცა ამ პერსონამ ყველაფერი რაც საქართველოსთვის სტრატეგიული იყო, გადასცა რუსეთს. ახალი ტერიტორიები ოკუპანტს ჩააბარა და ამ ყველაფრის ფონზე შემდეგ საქართველოს მხრიდან რუსეთთან ომის დაწყების რეზოლუციას მოაწერა ხელი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, საქართველოში აღარ დაბრუნდება მიხეილ სააკაშვილის მმართველობა.

„სააკაშვილი არის პროდუქტი იმ მავნე მიდგომების, როდესაც დირექტიულად მოგაწვდიან რაღაც მოცემულობას და შენ თვალდახუჭული უნდა მიჰყვე და პროტესტიც კი არ გამოაცხადო. ასე ცდილობდა ის მთელი თავისი მმართველობის დროს თვალდახუჭული აგვეტანა ყველა ის დარღვევა უფლებების და დემოკრატიის ნგრევა, რომელსაც ის აკეთებდა და ვინც კი ამ ყველაფერს გააპროტესტებდა, რეპრესიები ჰქონდა გარანტირებული.

თუ ვინმე იცნობს საქართველოს ისტორიას, ბოლო ასწლეულის ისტორიას, ალბათ დამეთანხმებით, რომ სააკაშვილის რეპრესიები ედრება 37 წლის საბჭოთა რეპრესიებს. და სწორედ ისევე, როგორც მახინჯიც იყო საბჭოთა მმართველობა და ფიქცია იყო მათი ყველა სისტემა რაც მოიგონეს, ასევე მახინჯი და ფიქცია იყო სააკაშვილის ვითომ დემოკრატია და მისთვის ადამიანის უფლებები.

ფიქცია იყო მისი ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგაც, რადგან ყველაფერი რასაც ის აკეთებდა, ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს. სწორედ ისევე როგორც ვერ დაბრუნდება საბჭოთა მმართველობა საქართველოში, ასევე ვერ დააბრუნებთ სააკაშვილის რეჟიმი და მისი დიქტატურა, იმიტომ რომ, ერი, რომელმაც მოახერხა შიდა და გარე დიქტატურისთვის ეთქვა უარი, არასდროს დაბრუნდება წარსულში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

“შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი” – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნულზე საუბარი სირცხვილია.

„სიგიჟეა, სირცხვილია. შვიდი ენა რომ იცის, ის კაცი მძევლად გყავთ აყვანილი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილი გადააყენონ და ამის მიზეზად ინგლისურის არცოდნა სახელდება.

„სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კრემლის პროპაგანდას იმეორებს” – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ.

„სამწუხაროა, „ქართული ოცნება“ ისევ კრემლის პროპაგანდას იმეორებს და ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. თქვენთვის ეს ინტერესები მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა, მხოლოდ პარტიული ინტერესი გქონდათ და ასევე, იმ ადამიანის ინტერესს აკმაყოფილებდით, რომელსაც უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესთან არანაირი საერთო არ აქვს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ დარბაზში კიდევ ისმის, რომ საქართველოში დაიწყო ომი. ეს სამარცხვინოა, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას, ვფიქრობ, რომ დროში აბნეულები ხართ. 2012 წელს თქვენი გუნდი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის, სხვადასხვა ღირსების დაცვის პრინციპით მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ საზოგადოება გირგვლიანის საქმეზე და ა.შ. სასამართლოს სამართლიანად აკრიტიკებდა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც მაშინ მსგავს კრიტიკულ საქმეებში ფიგურირებდნენ, გადმოიყვანეთ, გულში ჩაიხუტეთ, „კლანი“ გაანოყიერეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც მიუღებლები არიან.

„კლანის“ მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება არ არსებობს. დავით მათიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოგონილი გზავნილებით საუბრობდა. ბატონო დავით, სუს-ის კრებსებში მოხვდა ის, როგორ დავდიოდი მე ექიმთან, როგორ ვესაუბრებოდი დედაჩემს, რას ველაპარაკებოდი ჩემს შვილს. როგორ გგონიათ, გვჯერა, რომ თქვენ „ქოლ ცენტრების“ არსებობის შესახებ არ იცოდით? თქვენ ფარავდით ორგანიზებულ დანაშაულს და 13000-მდე ახალგაზრდა ჩართეთ მასში. ყველაფერი, რაც ოპოზიციას ეხება, ნებისმიერი პირადი საუბარი, სუს-ის მიერ კონტროლირებადია. ახლა მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა, რომ ამხელა ორგანიზებული დანაშაული არსებობდა და თქვენ არ იცოდით.

ბატონო შალვა, მოგიწოდებთ, რომ საგამოძიებო კომისიის საკითხი გამოიტანოთ. რამდენიმე წლის წინ, ორი შვილის ახალგაზრდა დედა მოსამართლე ჩხიკვაძემ ციხეში 6 თვით არაფრისთვის გაუშვა. ეს ქალი ახლა სასჯელს იხდის მაშინ, როდესაც ფარცხალაძე 5000- ლარიანი გირაოთი გამოუშვით. ჰკითხეთ მოსამართლე ჩხიკვაძეს, რატომ გაუშვა 2 შვილის დედა ციხეში 6 წლით. სწორედ ასეთი მოსამართლეების გამოსავლენად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“გეშინიათ დროებითი კომისიის შექმნის, ცდილობთ, გადაავადოთ, მაგრამ ვერაფერი გიშველით”

„ძალიან გეშინიათ დროებითი კომისიის და ცდილობთ, რაღაც ხრიკებით როგორმე კენჭისყრა გადაავადოთ, მაგრამ ვერაფერი გიშველით“, – ამის შესახებ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

გოცირიძემ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის კენჭისყრა დროულად ჩაატარონ.

„ამერიკის მთავრობის მიერ მოსამართლეების დასანქცირება, ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ამიტომ, როგორც იტყვიან, ჩათრევას ჩაყოლა ჯობია. ნუ გადადებთ კენჭისყრას, შევქმნათ დროებითი კომისია, რომელშიც იქნება პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და კორუმპირებული კლანის კიდევ უფრო მხილება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

“„ადამიანები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ არჩევნებმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი”-ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკე ოფისი პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება და ის, შესაძლოა, პირადი ეგოს დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას – ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება.

ნებისმიერი თავდასხმები “ნაციონალურ მოძრაობაზე”, სეპარატიზმი, ბუნებრივია, არ ემსახურება პარტიის ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ გავითავისოთ, რომ არჩევნები დამთავრდა. პარტიას ხელმძღვანელი ორგანოები ჰყავს. მოსწონს ეს ვინმეს თუ – არა, ეს დადგენილი წესია, რომელსაც პარტიის ყველა წევრი უნდა დაემორჩილოს”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება პარტიის ზოგიერთი წევრის მოსაზრებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ბეჟაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სუბიექტებისგან სეპარატიზმის მცდელობაა, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს ვერ ეგუებიან.

„ადამიანები უნდა შეეჩვიონ იმას, რომ არჩევნებმა გადაწყვიტა პარტიის ხელმძღვანელობის და თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი. ცალკე ოფისების ნოსტალგია გვერდზე უნდა გადაიდოს და ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ერთიანობისთვის. თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა” ხელს ვერ შეუშლით”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გარდა ამის, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ინგლისური ენის არცოდნის გამო პარტიის თავმჯდომარეობიდან ხაბეიშვილის გადაყენება იგეგმება და ამ პოსტზე ლევან ბეჟაშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის კანდიდატურები განიხილება”. ბეჟაშვილი ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ჩემი შვილი ფეხზე ვერ დგება” – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ისეა დასუსტებული, რომ ფეხზე ვერ დგება.

ალასანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოჯახი და დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს.

„მოვითხოვთ სასჯელის დროებით გადავადებას. ჩემთვის სრულიად გაურკვეველი სასჯელის დროებით გადავადებაზეა აქ საუბარი, რომ ადამიანს შესაძლებლობა მიეცეს, ჯანმრთელობა აღიდგინოს. ამ საავადმყოფოში ასეთი შევიდა, ახლა როგორც არის?

საშინელი სისუსტე აქვს, ფეხზე ვერ დგება. რა ვიცი, რა გითხრათ. სიცხე და წნევაც სულ აქვს, როგორც წესი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ხვალ ჩატარდება

სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში დღეს არ ჩატარდება.

როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, კენჭისყრა ხვალ ჩატარდება.

„ოპოზიციას მობილიზაციის პრობლემა თუ აქვს, ეს არავის პრობლემა არ არის. მიმაჩნია, რომ საგამოძიებო კომისია იქმნება პოლიტიკური ჩარევის ინსტრუმენტად სასამართლო ხელისუფლებაში. ალბათ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან მცდელობა იქნება იმის, რომ 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეხება, მაქსიმალურად დააზიანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ის, რომ ის პროპაგანდა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდათ გაშლილი სასამართლო ხელისუფლების დაზიანებისთვის, აღმოჩნდება, რომ არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, რომლის უკან არანაირი ფაქტები არ არის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“იქნებ შეიწუხონ თავი ოპოზიციონერებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც და ზეგაც”- პაპუაშვილი

იმისთვის, რომ ოპოზიციამ სერიოზულობა კიდევ ერთხელ აჩვენოს დღეს საზოგადოებას, იქნებ თავი შეიწუხოს ოპოზიციის წევრებმა და დღესაც გამოცხადდნენ სხდომაზე, ხვალაც გამოცხადდნენ და ზეგაც, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ ხათუნა სამნიძეს მის მიერ ბიუროს სხდომაზე დაყენებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული ფაქტების გამოსაძიებლად საგამოძიებო კომისიის შექმნა კენჭისყრაზე დღესვე დადგეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულს ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.

“ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე”

ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხაბეიშვილი იყო დროებითი ფიგურა. ძალიან ღრმა და სერიოზული არ იყო მისი არჩევა. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.