სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა"ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ...

“ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე”

spot_img

ხაბეიშვილი აირჩიეს იმისთვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ხაბეიშვილი იყო დროებითი ფიგურა. ძალიან ღრმა და სერიოზული არ იყო მისი არჩევა. ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ერთგვარი გარდამავალი ფიგურა ყოფილიყო ნიკანორ მელიადან კეზერაშვილის პირდაპირ კანდიდატობამდე. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუძლია დემოკრატიულ გარემოში ოპერირება“, – აღნიშნა დავითულიანმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები