“დასავლეთი ემზადება, რომ უკრაინის კონტრშეტევის პასუხად პუტინი უკრაინაში ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეს”

61
spot_img

დასავლეთი ემზადება, რომ უკრაინის კონტრშეტევის პასუხად ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ნებისმიერ ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულ საფრთხეს და კიბერშეტევებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა იაპონიაში, „დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ რუსეთის საპასუხო რეაქციას ელოდებიან და პარტნიორები „მომზადებული უნდა იყვნენ“ ექსტრემალური ტაქტიკებისთვის.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის უკრაინაზე საპასუხო დარტყმისთვის და რუსეთი გამოიყენებს „აბსოლუტურად ნებისმიერ იარაღს“, თუ კიევი შეეცდება ყირიმის დაბრუნებას.

„რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ გააერთიანა „დიდი შვიდიანის“ მინისტრები, რომლებმაც ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს განცხადება, სადაც დაგმეს მუქარა და გააკრიტიკეს პუტინის გეგმა ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ“, – წერს „გარდიანი“.