Home Blog Page 2217

პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრს ემინ ამრულაევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების მნიშვნელობას, რომელსაც ხელი 2022 წელს მოეწერა.
გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ზოგადი განათლების სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა. განიხილეს უმაღლეს სასწავლებლებს შორის წარმატებული პარტნიორობა, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. აქვე, ხაზი გაესვა, რომ წარმატებული თანამშრომლობის დასტურია აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიასთან  თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გააფორმეს.
შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის რექტორი ჰაფიზ ფაშაევი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ესწრებოდნენ.

“ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს”- ნიკოლოზ სამხარაძე

„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხოშტარია ცდილობს რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს.

„ელენე ხოშტარიამ ალბათ ახალი გზა იპოვა რუსეთიდან ფული როგორ უნდა მიიღოს და შეიძლება თვითმფრინავს ამიტომ ხვდება, რომ კონვერტით ფული უნდა ჩამოუტანონ. გადარიცხვები იცით, რომ შეწყვეტილია რუსეთსა და საქართველოს შორის და მე მგონი ეს ახალი გზაა, ცდილობს, რომ რაღაცნაირად შენიღბოს, ვითომ ანტირუსულ კამპანიას აწარმოებს,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

“შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია” – მერაბ ჭიქაშვილი

„შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს რომ უვიზო რეჟიმი ჰქონდეს“, – ამის შესახებ „სოლიდარობა მშვიდობის“ ლიდერმა მერაბ ჭიქაშვილმა თბილისის აეროპორტში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავიარეისის შესრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭიქაშვილმა საქართველოს მოსახლეობას რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა მიულოცა და თქვა, რომ ეს გამარჯვება სახალხო დიპლომატიამ მოიტანა.

„პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობას ვულოცავთ იმ გამარჯვებას, რაც სახალხო დიპლომატიამ მოიტანა და კონკრეტულად იმ შედეგმა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჯერ კიდევ 7 დეკემბერს. ჩვენი ორგანიზაციის  „სოლიდარობა მშვიდობის“ სახელით, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან წარმოდგენილი ჩვენ გვქონდა ფორუმი, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის მხარე, რუსეთის დუმის დეპუტაცია, კონკრეტულად ლეონიდ კალაშნიკოვთან და ტაისაევთან დავაყენეთ საკითხი.

ორ საკითხზე იყო საუბარი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის არ ყოფილიყო უვიზო რეჟიმი და შესაბამისად აღდგენილიყო ფრენები. საქართველო იმსახურებს რომ ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამას გარდა, შედეგი, რომელსაც 23 წელი ელოდა საქართველოს მოსახლეობა, მიღწეულია. თუმცა ეს არ არის ბოლომდე გამარჯვება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ინტერესები“, – აცხადებს ჭიქაშვილი.

“Our performance in South America was a resounding success, now we would gear up for the Challenge Cup” – Levan Maisashvili

“Our performance in South America was a resounding success, now we would gear up for the Challenge Cup” – Levan Maisashvili, Head Coach of Black Lion and Georgian National Rugby Team

I am profoundly satisfied with our performance in the South American tournament. The 40-day competition served us as intensive training program and undeniably paid off for us as preparation for the World Cup. With no further games scheduled for “Black Lion” until fall, this indeed was a perfect opportunity to keep ourselves in a good shape. Our victories in the first two matches demonstrated the team’s excellent abilities to perform on a high level. The rest of the matches provided us an invaluable chance to experiment, making frequent changes and introduce new players to the field.

The “Black Lion” team is comprised with at least half of the national team squad, the rest of the national team members are legionaries and are currently well engaged in various European tournaments, thus having intensive preparation opportunity for the World cup. So the South American trip gave the “Black Lion” part of the National Team players an unique opportunity for preparation too.

I am confident to state that we are ready for the World Cup and equally so for the Challenge Cup. We are hoping that we will be given an opportunity to bring our value to the European tournaments as well. Unlike the Rugby Europe Super Cup, a stage that we have completely dominated and exhausted its potential for us, participating in the higher lever European Competitions will certainly provide us a significant opportunity to grow and strengthen further.

We plan to continue our participation in the South American tournament, The teams from Chile, Uruguay, Argentina and the South American national team are great and skilled opposition who offer a distinct style of play from European rugby—faster, stronger, and almost exclusively on the brink of penalties. This has provided a relatively new experience for us, adding fresh skills to our assets. It has made us stronger physically and mentally, it was really priceless experience.

This time of our SA visit, our participation in the tournament was unofficial. However, we hope that in the future our participation in this tournament will become official.

I am looking forward to the time when we will be granted participation in the Challenge Cup, which, I believe will be an ideal platform for Lelos to express themselves and further develop their skills that bring higher results, this also will let us to expand our game globally.

“მთელი ქართველი ხალხი ფრენების აღდგენას მიესალმება, გარეთ დაფინანსებული აქცია მიმდინარეობს“

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ თბილისში ჩამოფრენილი პირველ თვითმფრინავით საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი ვალერი კვარაცხელია ჩამოფრინდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას „მიესალმება“.

„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ გაუქმებულია ფრენების აკრძალვა და დაწესებულია უვიზო რეჟიმი. მთელი ქართველი ხალხი ამას მიესალმება, ვისაც უნდა გაფრინდება, ვისაც უნდა არ გაფრინდება. გარეთ მიმდინარეობს დაფინანსებული აქცია. ეს მიგვიყვანს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ გაჯანსაღებამდე, მეორე მხრივ, ტერიტორიულ გამთლიანებამდე და, მესამე მხრივ, ყველა იმ პრობლემების მოგვარებამდე, რომელიც აქამდე იყო 2 ქვეყანას შორის“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

“მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს”- შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, თუ ეს არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობლიზებულები არიან სამართალდამცველები. ასევე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებმაც უშუალოდ უნდა ისარგებლონ აეროპორტის მომსახურებით და ობიექტეზე დასაქმებული პირები.

პოლიცია იცავს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება აეროპორტის შენობებში და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ დასაშვებ ტერიტორიაზე, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

“არ ვიცი, „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარსვლები აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ სააკაშვილი არის დამნაშავე და იხდის სასჯელს” –

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ საქმეებზე მიუძღვის ბრალი, რის გამოც იხდის სასჯელს.

როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსვლები ბუნდოვანია, ნათელი კი არის ის შიდა დაპირისპირებები, რაც ამ პარტიაში იკვეთება.

„მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა. ის სასჯელს იხდის არა საპატიმროში, არამედ კლინიკაში. არ ვიცი „ნაციონალურ მოძრაობას“ რა პიარსვლები აქვს ჩაფიქრებული. თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით უნდა მოემზადონ არჩევნებისთვის. ერთი რამ ცხადია, ბოლო წლების განმავლობაში იკვეთება შიდა დაპირისპირება. ეს აშკარაა, ვხედავთ ტელევიზიებში ერთმანეთის მიმართ რა განცხადებებს აკეთებენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე და იხდის სასჯელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა” – ელენე ხოშტარია

დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „აღიარებული ტერორისტია”.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა. მათ ასეთი დავალება აქვთ მიღებული, რომ ვალერი კვარაცხელია და მონები, რომლებიც ჩვენი სახელით მადლობას უხდიან პუტინს, კომფორტი შეუქმნან. ამის უფლება მათთვის არავის მიუცია. ჩვენს ხმას მათ მაინც გავაგონებთ. პუტინი აღიარებული ტერორისტია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი დასვა“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში რუსული „აზიმუტის“ რეისის განხორციელებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რამდენიმე წუთის წინ შესრულდა.

.„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი დასვა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი TWITTER-ზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.

„აზიმუტის“ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან შეძახილებითა და საყვირებით დახვდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „არა პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“. რუსეთიდან პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოსულ თვითმფრინავს და მის მგზავრებს აქტივისტები საყვირებით და ბანერებით დახვდნენ.

აეროპორტის ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ. აქციის მონაწილეებს აეროპორტის შენობასთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ.

აქციის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ავტომობილებით მივიდნენ, რომლებზეც საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ჰქონდათ დამაგრებული.

მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლება მისცა, პირველი რეისი საქართველოში რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განახორციელა.

ხვალიდან, 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways.

„ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის შესაშური ცოდნა გამოავლინეთ” – დავით მათიკაშვილი მიხეილ დაუშვილს

ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მიხეილ დაუშვილს, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარადგინა.

ამასთან, როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, საინტერესო იქნებოდა მიხეილ დაუშვილს პასუხი გაეცა ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით მის მიერ გამოვლენილ კომპეტენციაზე.

„შესაშური ცოდნა გამოავლინეთ თქვენ „ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის, თვით BBC-ის მაღალპროფესიონალურ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც შეშურდებოდათ თქვენი. ალბათ, ამაზე ცალკე პასუხის გაცემა არ იქნება ცუდი ჩვენი საზოგადოებისთვის. მეორე მიმართულება კითხვის – მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში, გერმანიაში, ესპანეთში, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების საკითხი, მაშინ, როდესაც BBC-ის რეპორტაჟის შემდგომ, კეზერაშვილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ბრიტანეთის სასამართლომაც უნდა იმსჯელოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ კეზერაშვილის სავარაუდო დანაშაულის განვრცობას ცდილობთ საქართველოზე, მაშინ, როდესაც თქვენ, სწორედ, საქართველოს პარლამენტში ცდილობთ საგამოძიებო კომისიის შექმნას? ისე კი სჩვევია თქვენი პოლიტიკური გუნდის ბელადს, ლიდერს საკუთარი ქვეყნის საფრთხისა და დარტყმის ქვეშ დაყენება, ეს საზოგადოებამ კარგად იცის და კარგად ახსოვს. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ – ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.

Koba Kobaladze pays his official visit to America

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veterans Affairs, is in Washington at the invitation of the United States Department of War Veterans.

Within the framework of the visit, Koba Kobaladze held the first meeting with Richard Rodriguez, Assistant Secretary of the US Department of Labor.

Koba Kobaladze introduced the structure of the Service, goals, future plans, the joint programs to the host that the Service implements together with the state and non-governmental sector to support veterans and family members of those killed in the war at the meeting. He also spoke about the challenges that the Service and veterans are still facing in Georgia which requires the support of international partners to overcome those challenges. The director of the Service emphasized the geostrategic importance of Georgia, the challenges facing our country in terms of peace and security.

Richard Rodrigues, on his part, expressed his willingness for support and discussed about the possible areas in which they can help the State Service of Veteran Affairs and Georgian veterans. The parties agreed on the future ways of mutual cooperation and the implementation of a wide range of joint social programs, which will contribute to the improvement of the psycho-social conditions of Georgian veterans.

Koba Kobaladze wholeheartedly thanked the hosts for their reception and support.

Richard Rodriguez is a veteran with over 30 years of working experience in the US government, including corporate sector and 21 years of working experience in the United States Marine Corps.

The meeting was also attended by Irakli Chanturidze, Deputy Head of the Department of Legal Assurance of the State Service of Veterans Affair, Mariam Adamashvili, Head of the Protocol Department, Kathleen Ryu, Labor and International Policy Adviser, and representatives of the Department of Labor.

Within the framework of the visit, Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, will continue meetings with the governmental and non-governmental sectors.