Home Blog Page 2207

ალტე უნივერსიტეტში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ფორუმი – „კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართა

3 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით ღონისძიება – კაპიტალის ბაზრის სამართლის განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები: ევროპული დისკურსი და მისი მნიშვნელობა საქართველოს კაპიტალის ბაზრის რეგულირებისათვის – გაიმართა.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოში კაპიტალის ბაზრის სამართლის, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგის განვითარების პერსპექტივებს. კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი საკანონმდებლო რეფორმა და მასტიმულირებელი ღონისძიება ხორციელდება, თუმცა მისი, როგორც სამართლის დარგის დოგმატურ-პრაქტიკული და, ამასთანავე, მეთოდოლოგიური საფუძვლები დამუშავებული არ არის.

ფორუმის გახსნით ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი რამაზ კუკულაძე, საპენსიო სააგენტოს უფროსი, გიორგი მელიქიძე. ფორუმს მოდერატორობას უწევდა პროფ. დოქ. ირაკლი ბურდული.

ღონისძიებაში მონაწილე ქართველმა და გერმანელმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსმა იურისტებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის სამართლის ცნებაზე, შინაარსზე, რეგულირების საგანზე, ევროპული კაპიტალის ბაზრების სუპრანაციონალური რეგულირების მოდელის, ბაზრის ფუნქციაუნარიანობასა და პროდუქტების სახეობებზე და ამ კონტექსტში იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას საქართველოში სამართლის ამ ახალი დარგის განვითარებისთვის. ამასთან, ღონისძიების შედეგად, დაიწყო მომზადება სასწავლო კურსისა – „შესავალი კაპიტალის ბაზრის სამართალში”, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებაში შეიძლება პირველად იქნეს შეთავაზებული.

კაპიტალის ბაზრის სამართლის თაობაზე, აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2019 წელს, ალტე უნივერსიტეტსა და თსუ-ის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე, ასევე, ჩატარდა პირველი მსგავსი ღონისძიება, რომელსაც მხოლოდ ქართული კონტექსტი ჰქონდა.

ამჟამად, ფორუმი საერთაშორისო სახეს ატარებდა, რომლის ფარგლებში ასევე მოწვეულნი იყვნენ ამ დარგის ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამორჩეული პროფესორები: გერმანელი იურისტი – პროფ. დოქ. ქრისტიან ქერნი (ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, საკორპორაციო, საბანკო, კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის ინსტიტუტის დირექტორი) და პროფ. დოქ. იან ლიდერი (ფრაიბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამოქალაქო, საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის სპეციალისტი). ორივე მათგანს ასევე აშშ-ში დასრულებული აქვს LL.M-ის პროგრამა სწორედ ამ (საკორპორაციო და კაპიტალის ბაზრის სამართლის) მიმართულებით.

R

“ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს”- პეტრ პაველი

ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

„ნატო-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, – განაცხადა პაველმა.

თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს“.

შეგახსენებთ, რომ პაველი ყოფილი გენერალი და ნატოს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, ფინანსურ სტაბილურობაზე შეშფოთებას ზრდის, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში „ამერიკის ხმას“ განუცხადეს.

გამოცემის ცნობით, ფონდის პრესსპიკერმა განმარტა, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროგრამა საქართველოში არ შეწყვეტილა. მისი თქმით, მხარდაჭერის პროგრამის მეორე განხილვა ივნისში შეჩერდა და მას შემდეგ გადაიდო, რაც პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ ცვლილებები დაამტკიცა, “რამაც ბანკის დამოუკიდებლობა და სანდოობა რისკის ქვეშ დააყენა და „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ გუნდის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგებოდა“.

ფონდში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზნების მისაღწევად შესაბამისი გზების მოძებნა აუცილებელია.

„ახლახან, ბოლოდროინდელი ცვლილება ბანკის რეგულაციებთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, თუ როგორ დაემორჩილება საერთაშორისო სანქციებს ბანკი, ასევე აჩენს შეშფოთებას ფინანსური სტაბილურობის თაობაზე, რომელიც ამ პროგრამის უმთავრესი მიზანია. იმ ახალი პროცესების გათვალისწინებით, რაც პროგრამის პირველი განხილვის შემდეგ განვითარდა, გუნდი და მმართველი პირები იღებენ დამატებით დროს იმისთვის, რომ მოძებნონ გზა საიმისოდ, რომ მაინც უზრუნველყოფილი იყოს პროგრამის მიზნების მიღწევა“, – აცხადებენ „საერთაშორისო სავალუტო ფონდში“.

“ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს” – „პოლიტიკო“

ევროკავშირმა, აშშ-მა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის კრიზისამდე რამდენიმე დღით ადრე ფარული მოლაპარაკებები გამართეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

როგორც გამოცემა ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში შედგა, როგორც აზერბაიჯანზე ზეწოლის მცდელობის ნაწილი, რათა შეეწყვიტა ბლოკადა და დაეშვა სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარება.

წყაროს თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ უნდა გადასულიყო სატვირთო მანქანები და ეზრუნა დაახლოებით 100 000 ადამიანისთვის სურსათისა და საწვავის მიწოდებაზე.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ლუის ბონო, ევროკავშირის მხრიდან – ტოივო კლაარი, ხოლო რუსეთიდან – იგორ ხოვაევი, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები შესაბამის თანამოსაუბრეებთან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები“, – აღნიშნა „პოლიტიკოსთვის“ მიწოდებულ განცხადებაში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა უარი თქვა შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს კერძო დიპლომატიურ დისკუსიებზე“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სტიქიის გამო, ბათუმსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

კომპანია “სოკარის” ინფორმაციით, უხვი ნალექისა და სტიქიის გამო, აჭარის რეგიონში მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის შედეგადაც, ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს გაზი არ მიეწოდება. “მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, დაზიანდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ კუთვნილი 500 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენი, რამაც გამოიწვია აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის შეზღუდვა.კერძოდ, სრულად გაითიშა ბათუმის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩაისუბანი და სოფელი სახალვაშო, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილი” – წერს კომპანია. კომპანიის ცნობით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე 6 ოქტომბერს, დილის 10 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

ტრამპი მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა

თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა.

სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეტიცია ჯეიმსი „უხეშად არაკომპეტენტურია“, რომელმაც ყალბი საქმე მოიგონა. „ის თაღლითია“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, გამოკითხვაზე იმყოფება დონალდ ბენდერი, ტრამპის ყოფილი ბუღალტერი. როგორც „როიტერი“ წერს, ბენდერი ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის ჩვენებას და წარმოაჩენს, თითქოს ტრამპმა და მისმა კომპანიამ მოატყუეს საკუთარი ბუღალტერებიც კი.

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ითხოვს 250 მილიონი დოლარის ჯარიმას და ტრამპის მშობლიურ შტატში ბიზნესის კეთების აკრძალვას. მოსამართლემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი სიმდიდრის არაერთგზის არასწორად წარმოდგენით ტრამპმა თაღლითობა ჩაიდინა.

,,ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს”- შარლ მიშელ

ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციას სურდა, ყარაბაღში ჯარისკაცები ჰყოლოდა, რათა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მცირედი რეაგირების გარეშე ამ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მიშელმა.

როგორც მიშელმა აღნიშნა, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით, რაც მტკიცედ განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

„ახლა აზერბაიჯანის გადასაწყვეტია გამოიჩინოს კეთილი ნება, შეუერთდეს პროცესს საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, რათა დაიცვას აზერბაიჯანში მცხოვრები მთელი მოსახლეობის, მათ შორის სომხების უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა მიშელმა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი კვლავ რჩება პარტნიორად ევროკავშირისთვის.

,,ვაშინგტონში შიდა დაპირისპირება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ”- Financial Times-

აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში, – წერს გაზეთი Financial Times-ი სტატიაში სათაურით ვაშინგტონში შიდა დაპირისპირება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა რწმენას, რომ კონგრესი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, თუნდაც დაძაბულობის ფონზე დაყოფილ ვაშინგტონში.

თუმცა, ბიუჯეტთან დაკავშირებულმა ვითარებამ, რომელშიც კიევს ყოველგვარი დახმარება ჩამოერთვა, ცხადყო, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს აშშ-ის მხარდაჭერა.

“ჩვენი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ხედავენ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვა ამერიკის შესახებ. დაფინანსების შემდეგი რაუნდი მიღებული იქნება, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს უფრო რთული ხდება”, – აღნიშნა “რესპუბლიკელმა” სტრატეგმა, დაგ ჰეიმ.

“პრობლემა ახლა, და ეს მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის, არის ის, რომ ამერიკის მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია გადაიზარდა საგარეო პოლიტიკაში”, – განაცხადა ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, მაქს ბერგმანმა.

მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ბიუჯეტის მიღების შემდეგ, ვაშინგტონი ირწმუნებოდა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, საკითხი კვლავ უკიდურესად მწვავედ რჩება. “დემოკრატი” კონგრესმენი, აბიგაილ სპანბერგერი აცხადებს, რომ ის ხედავს კონგრესის ქვედა პალატაში უკრაინისადმი “რესპუბლიკელების” მხარდაჭერის თანდათანობით შემცირებას და ამას რუსი პროპაგანდისტებისთვის წარმატება უწოდა.

თუმცა, Financial Times-ის ზოგიერთი თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც არის კითხვები და ბაიდენმა კონგრესმენებს უკეთ უნდა აუხსნას ამ ხარჯების სტრატეგია და, შესაძლოა, “რესპუბლიკელებთან” დათმობებზე წავიდეს.

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ემოციურად დატვირთული იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ, კაპრიზული ბავშვივით არ მოიქცეთ. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით, არ არის გამორიცხული მოულოდნელი ფინანსური სირთულეები. საღამო სიმშვიდეს მოიტანს. გაატარეთ ის საყვარელ ადამიანთან ერთად,

კურო

თუ ფულთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში ფრთხილად იქნებით და დაიწყებთ თვლას, თუ რამდენს ხარჯავთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სამწუხაროდ, მცირე გაუგებრობამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს, რომლის მოგვარება ძალიან რთული იქნება.

ტყუპები

გრანდიოზული გეგმები კარგია, მაგრამ გირჩევთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს მხოლოდ ისეთი საქმეები დაიწყოთ, როელთა ბოლომდე მიყვანას შეძლებთ. სავარაუდოდ, ოჯახის რომელიღაც წევრს თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ ამის თქმა ერიდება – თავად უნდა გამოიცნოთ.

კირჩხიბი

გარემოებები დინების საწინააღმდეგოდ ცურვას გაიძულებთ და წინააღმდეგობის სურვილიც არ გაქვთ. საბოლოოდ ეს მიგიყვანთ წარმატებამდე და თქვენი იმიჯი გარშემო მყოფთა თვალში განსაკუთრებულად ამაღლდება.

ლომი

ეს დღე მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, რომელ ფეხზე ადებით. თუ მარჯვენაზე – დღე ყველა თვალსაზრისით მშვენიერი იქნება და საოცრად ჩაივლის. თუ მარცხენაზე ყველაფერი არასწორად წავა. ამიტომ, დილით რომ გაიღვიძებთ, ფეხებს ყურადღებით დააკვირდით და რამე შეგეშალათ, საწოლში დაბრუნდით. იქნებ მეორედ გაგიმართლოთ?

ქალწული

ამ დღეს მთელი ნებისყოფის და თავშეკავების გამოჩენა დაგჭირდებათ. სამწუხაროდ, სიბრაზის მცირე აფეთქებაც კი შეიძლება ნამდვილ ქარიშხალში გადაიზარდოს, რომელიც თქვენს ყველა მიღწევას გაანადგურებს. ერთი სიტყვით, ამ დღეს სიმშვიდე ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოთ, თუნდაც ამისთვის რადიკალურ ზომებზე წასვლა დაგჭირდეთ.

სასწორი

ამ დღეს თავი ათასნაირი გეგმებითა გაქვთ სავსე და ეს მშვენიერია, რადგან ბედი მათი განხორციელების უნიკალურ შანსს მოგცემთ. უბრალოდ შეეცადეთ, ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები უბრალო საკითხებზე არ გაცვალოთ. სავარაუდოდ. დიდ და ხმაურიან წვეულებაზე წარმატება გელით.

მორიელი

მთელი დღე გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები თქვენს ნერვებზე თამაშის გარდა, არაფერს აკეთებენ. სინამდვილეში ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე ძირითადი საქმისგან თავისუფალ დროს თამაშობენ. ესაა და ეს.

მშვილდოსანი

ცდილობთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. რაღაც მოვლენამ ან მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენს სულში ემოციების ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვიოს, თუმცა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავეთ – სულ რაღაც ერთ-ორ დღეში შესაძლოა გარემოებები შეიცვალოს.

თხის რქა

ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გარშემო მყოფები მზად არიან, თქვენი ნებისმიერი თხოვნა დააკმაყოფილონ და ამას ოსტატურად იყენებთ. მარტოხელა თხის რქებს რომანტიკული პაემანი გელით. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მიიღოთ წინადადება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, ამ დღეს მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება მიიქციოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მათ შორის პოტენციურ თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც საინტერესო პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე უარი თქვათ – იმედგაცრუებული დარჩებით. დღის მეორე ნახევარში ფიზიკური აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოთ.

თევზები

კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით – დაუფიქრებლად ნათქვამით შეიძლება საყვარელი ადამიანი გაანაწყენოთ, რაც შეიძლება ურთიერთობისთვის სერიოზული გამოცდა გახდეს. დღეს საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება

2023 წლის 26-27 ოქტომბერს, თბილისში, „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 2000-მდე დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი ოფიციალურად 2023 წლის 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება.

ღონისძიების პირველ დღეს დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე.

27 ოქტომბერს გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

,,ყოველთვის შეგიძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ”- ანა ლიურმანი

ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდი, ვიცოდი, რომ საქართველო იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას ვგრძნობ. შესაფერისი დროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ყოველთვის შეგიძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგგილემ, ანა ლიურმანმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩოს საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

„როგორც იცით, ევროკავშირისკენ მიმავალი პროცესი მკაცრი კრიტერიუმებით მიმდინარეობს და მოგიწოდებთ, დაუღალავად იმუშაოთ აუცილებელ რეფორმებზე, რათა კომისიას მისცეთ კარგი საფუძველი, დადებითად შეაფასოს საქართველოს პროგრესი მომავალ ანგარიშში. საუბარია სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, საარჩევნო რეფორმაზე, ეს არის სამუშაო მთავრობისთვის, მაგრამ ასევე ეს არის ერთად შესასრულებელი სამუშაო, როგორც საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, პარტიული ხაზის მიღმა. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, ევროკავშირის წევრობა არ არის მთავრობების ევროკავშირში შესვლა და არც ქვეყნების ევროკავშირში შესვლაა, ეს არის საზოგადოებების გაწევრიანება ევროკავშირში. მოუთმენლად ველოდები დღეს, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. თქვენ უკვე შეიტანეთ დიდი წვლილი ევროპულ ცივილიზაციაში. გავიგე, რომ ღვინო რეალურად აქ, ამ ქვეყანაში შეიქმნა. ეს დიდი წვლილია ევროპისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტ წვლილს შეიტანთ“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.