Home Blog Page 2196

საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს, რომელიც 7-9 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში იმართება.

სესიაზე განიხილება ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის, რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე; ალიანსის ღია კარის პოლიტიკა; ნატო-ს ადაპტაცია გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ; ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები; ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა; არქტიკის უსაფრთხოება; სამხედრო ტექნოლოგიები და ინოვაცია; კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხები; ჩინეთი და გლობალური სამხრეთი; ეროვნული და კოლექტიური მედეგობის გაძლიერება და სხვა.

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების თანამშრომლობის, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხების განხილვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც საქართველოს ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. ასამბლეა ყოველთვის ურყევია თავის მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის შემდგომი გაძლიერების მიმართ. ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ფასდაუდებელი როლი, აღიარებენ როგორც თავსებადობის, ასევე მთლიანად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი ნატო-შია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

მისივე თქმით, ასამბლეის კომიტეტებსა და პლენარულ სესიაში მონაწილეობის პარალელურად, ორმხრივი შეხვედრები გაიმართება წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან.

„ქართული დელეგაცია პარტნიორებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსული ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე, ოკუპანტ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ინფორმაციას გააცნობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნატოელ მოკავშირეებს მკაფიოდ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გადაუდებელი აუცილებლობა, ამ მიმართულებით პოლიტიკური გადაწყვეტილების დაჩქარების საჭიროება და ამ მიზნით წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა. საქართველო აკმაყოფილებს ალიანსში გაწევრების ყველა კრიტერიუმს, დიდი ხანია, იმსახურებს და მზად არის ნატო-ში გაწევრებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი შედიან.

ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.

„ღამით, რუსულმა ჯარებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ოთხი ადამიანი დაშავდა“, – წერს ოლეგ კიპერი.

კიპერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსების სამიზნეს სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტის ნამსხვრევებმა და აფეთქების ტალღამ ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს.

მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავიდან 8 კილომეტრში, სოფელი შაქრიანში იყო, მისმა სიმძლავრემ კი 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.

აშშ-მა რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აშშ-მა რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან ეს საპასუხო ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც მანამდე რუსეთმა ქვეყნიდან ორი ამერიკელი დიპლომატი გააძევა.

“რუსეთის მიერ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ორი დიპლომატის გაძევების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა შეერთებულ შტატებში მოქმედი რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი”, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

“გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები”

გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ და „დაფიონი.“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სამოქალაქო მოძრაობების ნაწილის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომლითაც აქტივისტები პრეზიდენტს სთხოვენ, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას ვეტო დაადოს.

ნიკოლეიშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ სამოქალაქო მოძრაობები დახმარებას სთხოვენ პრეზიდენტს, რომელმაც კონსტიტუცია მრავალჯერ დაარღვია.

„გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ და „დაფიონი.“
„კანვასის“ განსწავლულებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და სასწრაფოდ არზა-წერილით გამოგვეცხადნენ: არიქა ეს კანონი არ გვინდა რომელიც წესრიგისა და წესებს ეხება, ჩვენ გვინდა კარავი, კარავში ძილი, კარავი ცეცხლი, კარავი კი აუცილებლად რუსთაველზე უნდა გაიშალოსო, რევოლუციური სულისკვეთების ასამაღლებლადო…

ევროპელობისა და დემოკრატიის ყალბი ლოზუნგები აღარ გასჭრის, არ გამოვა, ვიღაც დიდი მავნებლების თუ პატარა ამრევების ჭკუაზე ვერ ივლის მთელი ქვეყანა და დედაქალაქი, გაქვთ რამის თავი, წონა და პრეტენზია, აგერ იქნება არჩევნები, წარმოადგინეთ პროგრამები, დაამტკიცეთ რომ მაგრები ხართ და მოიგეთ არჩევნები. არ შეგიძლიათ? აბა სასტვენების, მეგაფონებით კივილის-წივილის დრო მთავრდება, არ მოსწონს ხალხს ეს თქვენი პერფორმანსები, 200 კაცის გამო ქუჩის გადაკეტვები, დამთავრდა!

ყველაზე საინტერესო თუ სასაცილო, უფრო კი მათთვის სიმბოლური ალბათ ის არის, რომ ეს ჯგუფები საშველად მიმართავენ და კანონზე ვეტოს დადებას სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად მათ ახალ სულიერ მოძღვარსა და მფარველს, საქართველოს კონსტიტუციის მრავალჯერ დამრღვევს, რომლის იმპიჩმენტის საკითხი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოშია!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოიცილეთ ყოველივე, რაც თქვენში უსიამოვნო მოგონებებს, ან ემოციებს იწვევს, რაც გაშინებთ, ან თავდაჯერებულობას გაკარგვინებთ. ერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და მათ, ვინც თქვენით მანიპულირებს.

კურო

წარმატებული დღეა. სასურველია, გაისტუმროთ გადასახადები და გადაამოწმოთ ანგარიშები. დაეხმარეთ მათ, ვინც ამას საჭიროებს, სიძუნწე შესაძლოა, დაბრკოლებად აისახოს.

ტყუპები

დღის მთავარი თემა პირადი სივრცეა. სასურველია საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, აზრთა გაცვლა, გამოცვლა, როგორც რეალურ, ასევე, სოციალური სივრცის საშუალებით.

კირჩხიბი

დაგროვილი უარყოფითი ენერგიისა და გადაღლილობის გამო, სასურველია ენერგეტიკული წმენდის ჩატარება, მედიტაცია, ლოცვა. ყოველივე ეს დაგეხმარებათ ენერგოტონუსის ამაღლებასა და არასაჭირო პროგრამებისგან გათავისუფლებაში.

ლომი

კარგი იქნება თუ მიმართავთ ენერგეტიკულ პრაქტიკებს ორგანიზმის სიჯანსაღისა და ტონუსის ასამაღლებლად. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაისვენეთ და განიტვირთეთ.

ქალწული

ერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, ახლა უსიამოვნო, ნეგატიური ადამიანების გავლენა მეტად შესამჩნევი იქნება, სასარგებლოა საოჯახო საქმეებზე კონცენტრირება და განმარტოება.

სასწორი

შესაძლოა, გარკვეულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების შედგენისა და კორექტირებისას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, დახმარება სთხოვეთ მეგობრებს.

მორიელი

სასურველია, იზრუნოთ ემოციურ სტაბილურობაზე, თუ გაქვთ საშუალება, დაისვენეთ, შეეცადეთ, იურთიერთოთ გაწონასწორებულ მშვიდ ადამიანებთან, არ ჩაერიოთ კამათსა და გარჩევებში.

მშვილდოსანი

ნუ დაკარგავთ დროს სიზარმაცესა და ფუჭ საქმიანობაში, თავი ხელში აიყვანეთ და მოაგვარეთ ბიზნეს-პროექტები, იფიქრეთ ახალ იდეების განხორციელებასა და ძველის კორექტირებაზე.

თხის რქა

დღეს, მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროა პირად ურთიერთობებში. ეს პერიოდი ხელს არ უწყობს ახალ ნაცნობობასა და სიახლეებს.

მერწყული

მართალია, მოულოდნელი ხარვეზები თქვენს საქმიანობაში წყობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია, ნუ ისაუბრებთ სხვებთან თქვენს გეგმებზე.

თევზები

სასურველია, მოერიდოთ მნიშვნელოვან შენაძენს. ნუ დაარღვევთ მიცემულ სიტყვას და მშვიდად, გულით აკეთეთ თქვენი საქმე, მიხედეთ დასახულ ამოცანებს და გაითვალისწინეთ, რომ ახლა იმპროვიზაციის დრო არ არის.

“შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი” – ომბუდსმენი

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ავრცელებს, რითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგონას მკვლელობას ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.

საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ზამთარში რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას.

“ამ ზამთარს რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ უკრაინას მაინც ვერ დაიპყრობენ. მაგრამ ისინი შეეცდებიან მეტი დარტყმა განახორციელონ”, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

“ყველა სირთულის გადალახვა და ჩვენი ხალხის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს მოსამზადებელი სამუშაოები. მომავალ კვირას ჩვენ დავაფიქსირებთ რეგიონებში ზამთრისთვის მზადების მიმდინარე მდგომარეობას”, – დასძინა ზელენსკიმ.

პარლამენტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს” მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს” მხარი დაუჭირა.

სარატიფიკაციო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი თქმით, დამფუძნებელ შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს გაფორმდა, ცვლილებები ორ მუხლში შედის. პირველი ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით. მეორე ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვები მოიხსნება და დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რომ დააწესოს და ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებიით ლიმიტი შეინარჩუნოს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“რაზე გადაირივნენ ჩუგოშვილი და ბესელია?” – ირაკლი კობახიძე

რაზეც, დღეს თამარ ჩუგოშვილი და ბესელია აღშფოთდნენ და გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში, – ეს კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ იმ ინფორმაციის განმარტებისას, რომლის მიხედვით, “შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებები ძალაში პრეზიდენტთან გადაგზავნის გარეშე შევიდოდა.

კობახიძემ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სტატუსსა და უფლებამოსილების საკითხზე მიმდინარე დავა ზუსტად იმის ანალოგიურია, პარლამენტის სტატუსიდან გამომდინარე მის მიერ მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს არ გაეგზავნოს და პირდაპირ ძალაში შევიდეს.

“კონსტიტუციის 36-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს. ასევე, რა თქმა უნდა, კონსტიტუციაში არის 45-ე და 46-ე მუხლები, სადაც საუბარია კანონშემოქმედებაზე, ხელმოწერაზე – სადაც თემა პრეზიდენტსაც ეხება, იმას აწესრიგებს, მაგრამ 36-ე მუხლში წერია, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონი 36-ე მუხლის საფუძველზე მივიღეთ. შესაბამისად, ის არ საჭიროებს გაგზავნას პრეზიდენტთან და დაუყოვნებლივ ამოქმედდება. კანონი უკვე ძალაშია! იქიდან გამომდინარე, რომ ის მიღებულია არა 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე – “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება. სადაც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, იქ არის 45-46-ე მუხლები, იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ აქ არის 36-ე მუხლის საფუძველზე და არავის ხელმოწერა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია! ჩვენ ჩვენი დისკრეციით ვმოქმედებთ და კანონს 36-ე მუხლის საფუძველზე ვიღებთ, ამიტომ მას პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება.ახლა ცოტა რომ დავსერიოზულდეთ, მე ასეთ რამეს გეტყვით – არის კომენტარი თამარ ჩუგოშვილის, რომელიც ამ ყველაფერზე აღშფოთდა, გადაირია, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. უფრო მეტიც, მან ეს ყველაფერი ძალაუფლების უზურპაციად შეაფასა. ასევე, ეკა ბესელია, რომელიც მათი დამცველია, ამბობს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. თუ არ გადააგზავნით, “ქართული ოცნება“ კონსტიტუციას დაარღვევსო. რატომ? კონსტიტუციის 36-ე მუხლით ხომ ვიმოქმედეთ, სად დაირღვა კონსტიტუცია?! – რაზეც, ჩუგოშვილი და ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, “შეკრებებისა და მანიფესტაციებს შესახებ“ კანონში ცვლილებები ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია.

პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს

საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას.

შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.