“გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები”

108
spot_img

გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ და „დაფიონი.“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სამოქალაქო მოძრაობების ნაწილის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომლითაც აქტივისტები პრეზიდენტს სთხოვენ, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებას ვეტო დაადოს.

ნიკოლეიშვილის თქმით, სიმბოლურია, რომ სამოქალაქო მოძრაობები დახმარებას სთხოვენ პრეზიდენტს, რომელმაც კონსტიტუცია მრავალჯერ დაარღვია.

„გაკოტრებული პოლიტიკური მავნებლების მხარდასაჭერად უკვე გამოჩნდა ცნობილი „კანვასის“, დატრენინგებული ე.წ. სამოქალაქო მოძრაობები „ტალღა“, „ჯიუტი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“ და „დაფიონი.“
„კანვასის“ განსწავლულებმა პირველი ნაბიჯი გადადგეს და სასწრაფოდ არზა-წერილით გამოგვეცხადნენ: არიქა ეს კანონი არ გვინდა რომელიც წესრიგისა და წესებს ეხება, ჩვენ გვინდა კარავი, კარავში ძილი, კარავი ცეცხლი, კარავი კი აუცილებლად რუსთაველზე უნდა გაიშალოსო, რევოლუციური სულისკვეთების ასამაღლებლადო…

ევროპელობისა და დემოკრატიის ყალბი ლოზუნგები აღარ გასჭრის, არ გამოვა, ვიღაც დიდი მავნებლების თუ პატარა ამრევების ჭკუაზე ვერ ივლის მთელი ქვეყანა და დედაქალაქი, გაქვთ რამის თავი, წონა და პრეტენზია, აგერ იქნება არჩევნები, წარმოადგინეთ პროგრამები, დაამტკიცეთ რომ მაგრები ხართ და მოიგეთ არჩევნები. არ შეგიძლიათ? აბა სასტვენების, მეგაფონებით კივილის-წივილის დრო მთავრდება, არ მოსწონს ხალხს ეს თქვენი პერფორმანსები, 200 კაცის გამო ქუჩის გადაკეტვები, დამთავრდა!

ყველაზე საინტერესო თუ სასაცილო, უფრო კი მათთვის სიმბოლური ალბათ ის არის, რომ ეს ჯგუფები საშველად მიმართავენ და კანონზე ვეტოს დადებას სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, ფაქტობრივად მათ ახალ სულიერ მოძღვარსა და მფარველს, საქართველოს კონსტიტუციის მრავალჯერ დამრღვევს, რომლის იმპიჩმენტის საკითხი ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოშია!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.