პარლამენტმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს” მხარი დაუჭირა

103
spot_img

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარდგენილ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებებს” მხარი დაუჭირა.

სარატიფიკაციო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

მისი თქმით, დამფუძნებელ შეთანხმებაში, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს გაფორმდა, ცვლილებები ორ მუხლში შედის. პირველი ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოპერაციების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდება სუბსაჰარული აფრიკისა და ერაყის მიმართულებით. მეორე ცვლილებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩვეულებრივ ოპერაციებზე საწესდებო კაპიტალის შეზღუდვები მოიხსნება და დირექტორთა საბჭო აღიჭურვება ნდობით, რომ დააწესოს და ბანკის ფინანსური მდგრადობის დაცვის გათვალისწინებიით ლიმიტი შეინარჩუნოს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.