Home Blog Page 2195

“ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ!” – კახა კალაძე

ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე ისრაელში გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩემო ებრაელო მეგობრებო, სოლიდარობას გიცხადებთ! ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს! მშვიდობა გქონოდეთ!“ – აღნიშნავს კახა კალაძე.

“ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე” – საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვგმობთ საშინელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. თანავუგრძნობთ ამ საზარელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას”, – აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

“ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას” – პრემიერი

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ განცხადებაში.

“ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით”

ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართველო სრულად სოლიდარულია ისრაელის მიმართ ამ რთულ მომენტში. ტერორსა და არაადამიანობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი თანამედროვე სამყაროში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ისრაელის მედია წერს, კრიტიკულ მდგომარეობაშია, სულ მცირე, 70 ადამიანი.

როგორც მედია წერს, დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ, გაიზრდება.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ… და ჩვენ გავიმარჯვებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, მტერი არნახულ ფასს გადაიხდის.

„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. არა ოპერაციაში, არა ესკალაციაში, არამედ ომში. დილით „ჰამასმა“ დაიწყო მოულოდნელი თავდასხმა ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ დილიდან ამ მდგომარეობაში ვართ. მოვიწვიე უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელები. პირველ ყოვლისა, ისრაელში შემოჭრილი ტერორისტების გაწმენდის შესახებ მივეცი დავალება. ეს ოპერაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ამასთან ერთად, გავეცი ბრძანება ფართო სარეზერვო მობილიზაციისა და საპასუხო ომისა, ისეთი ძალითა და მასშტაბით, როგორიც არასდროს უნახავთ. მტერი არნახულ ფასს გადაიხდის. ამავდროულად, მოვუწოდებ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მკაცრად დაემორჩილონ არმიის მითითებებს. ჩვენ ომში ვართ და ჩვენ გავიმარჯვებთ“, –  განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

“ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში” -ჯოზეფ ბორელი

შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ბორელის თქმით, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში.

„შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „ქვეყანა ომშია“.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ამასთან, მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და „ჰამასი“ გააფრთხილეს, რომ „ძალიან მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

„დილით „ჰამასმა“ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა გალანტმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

“ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ”-პაატა მანჯგალაძე

ვიღაცამ, თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ე.წ. ვაჭრობა შედგეს.

ამასთან, მისი თქმით, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საქმემ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლოს.

დეპუტატის თქმით, არსებობს მოსაზრება იმის, რომ პლენუმის 9 წევრიდან 6 წევრი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საქმეს „ხელს აუწევს“.

„ეს თემა არის სამარცხვინო. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, აქ ფინანსური ვაჭრობა ჩვეულებრივ პოლიტიკური კორუფციაა. ვიღაცამ თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს თავისი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისთვის სჭირდება ასეთ თემებზე საუბარი, ის არის პოლიტიკური ღამურას მდგომარეობაში, „ქოცები“ არ ენდობიან, არსებული ოპოზიცია არ ენდობა და რა უნდა გააკეთოს? ერთიც და მეორეც უნდა გალანძღოს, მესამე ნიშანი რომ გამოკვეთოს. ეს სჭირდება პოლიტიკისთვის, მესმის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში „ვიღაც თუ შევა, საკუთარ თავზე აგოს პასუხი, თითი არ დაეჭიროს შემთხვევით [ღილაკზე].

„ეჭვი არავისზე მაქვს, რადგანაც ოპოზიციაში ეჭვზე, დაძაბულობაზე და სისუსტეზე ლაპარაკი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს კანონი, ბუნებრივია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არ ეხმარება დემოკრატიას და პირიქით, აძლიერებს ავტოკრატიას.

„აქციაზე კარვის დანიშნულება არის ის, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი ზამთარში ქუჩაში არ გაიყინოს, სხვა ამოცანა და დანიშნულება კარავს არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სხვა შინაარსი მისცეს, ეს არ ეხმარება ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მეტიც, ეს რომ ვენეციის კომისაში გაგვეგზავნა არაპროპორციულ, არათანაზომად შეზღუდვად შეაფასებდა ვენეციის კომისია, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ვეტოს, მას „ქართული ოცნება“ დაძლევს, მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს, ერთი იქნება გადაწყვეტილება, დანარჩენები პულტზე ხელის დამჭერები არიან, უბრალოდ, იქ, საღი აზრის ლოგიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება

პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება – ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შესაძლოა შვიდი ვიცე-სპიკერი ჰყავდეს.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.

ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით მოქმედ პარლამენტში ამჟამად ასეთი სურათია – პარლამენტს ჰყავს პირველი ვიცე-სპიკერი, რა თანამდებობასაც გია ვოლსკი იკავებს.

საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული.

რაც შეეხება ოპოზიციისთვის განსაზღვრულ კვოტას, ამ სტატუსით პარლამენტის ვიცე-სპიკერია პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე.

ოპოზიციისთვის განკუთვნილი ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ბეჟაშვილი ვიცე-სპიკერად არ აერჩიათ.

ვიცე-სპიკერების რაოდენობის ზრდა პარლამენტის ხარჯებს ზრდის. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს ოდენობა 6 340 ლარია. მას ჰყავს სამდივნო და ემსახურება ავტომობილი.

ისრაელში რაკეტებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე, – ამის შესახებ Times of israel წერს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

მედიის ცნობით, დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ აუდიოგანცხადებაში საუბარია, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას შტორმი“ და პალესტინელი მებრძოლების სამიზნეს აეროპორტები და სამხედრო ობიექტები წარმოადგენს. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით 5 000 რაკეტა გაუშვა.

მომხდარის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს.

ესკალაციის რისკი უმნიშვნელოა, თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს

ესკალაციის რისკი უმნიშვნელოა, თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის უკრაინაში გამარჯვების დაშვება არ შეიძლება.

„მე მესმის შეშფოთება იმის შესახებ, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ესკალაციის რისკს შეიცავს, მაგრამ ეს რისკი უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, ვიდრე ამ ომში პუტინის გამარჯვება იქნება. თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, ის სავარაუდოდ, ძალადობას მომავალშიც მიმართავს “, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.