“ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ”-პაატა მანჯგალაძე

145
spot_img

ვიღაცამ, თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას შესაძლოა თუ არა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის ე.წ. ვაჭრობა შედგეს.

ამასთან, მისი თქმით, დიდი შანსი არსებობს იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო საქმემ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლოს.

დეპუტატის თქმით, არსებობს მოსაზრება იმის, რომ პლენუმის 9 წევრიდან 6 წევრი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის საქმეს „ხელს აუწევს“.

„ეს თემა არის სამარცხვინო. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა საუბარი, აქ ფინანსური ვაჭრობა ჩვეულებრივ პოლიტიკური კორუფციაა. ვიღაცამ თუ იხუმრა არ ვიცი, ჩვენ ვაჭრობაში არასდროს ვმონაწილეობთ და ჩვენთან დაკავშირებით ეს თემა უნდა დაიხუროს, ერთხელ და სამუდამოდ. ათასჯერ ვთქვით, არ ვაპირებთ შესვლას [პარლამენტის სხდომათა დარბაზში,თუ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დადგება დღის წესრიგში] იმიტომ, რომ სხვის მიჭერილი პულტის გამო მე არ მომიწიოს თავის მართლება. რაც შეეხება გიორგი გახარიას გუნდს თავისი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთისთვის სჭირდება ასეთ თემებზე საუბარი, ის არის პოლიტიკური ღამურას მდგომარეობაში, „ქოცები“ არ ენდობიან, არსებული ოპოზიცია არ ენდობა და რა უნდა გააკეთოს? ერთიც და მეორეც უნდა გალანძღოს, მესამე ნიშანი რომ გამოკვეთოს. ეს სჭირდება პოლიტიკისთვის, მესმის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, სხდომათა დარბაზში „ვიღაც თუ შევა, საკუთარ თავზე აგოს პასუხი, თითი არ დაეჭიროს შემთხვევით [ღილაკზე].

„ეჭვი არავისზე მაქვს, რადგანაც ოპოზიციაში ეჭვზე, დაძაბულობაზე და სისუსტეზე ლაპარაკი „ქართულ ოცნებას“ ეხმარება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონზე, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს კანონი, ბუნებრივია, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, არ ეხმარება დემოკრატიას და პირიქით, აძლიერებს ავტოკრატიას.

„აქციაზე კარვის დანიშნულება არის ის, რომ მუდმივი პროტესტის პირობებში ადამიანი ზამთარში ქუჩაში არ გაიყინოს, სხვა ამოცანა და დანიშნულება კარავს არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ სხვა შინაარსი მისცეს, ეს არ ეხმარება ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მეტიც, ეს რომ ვენეციის კომისაში გაგვეგზავნა არაპროპორციულ, არათანაზომად შეზღუდვად შეაფასებდა ვენეციის კომისია, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ვეტოს, მას „ქართული ოცნება“ დაძლევს, მნიშვნელობა არ აქვს არგუმენტს, ერთი იქნება გადაწყვეტილება, დანარჩენები პულტზე ხელის დამჭერები არიან, უბრალოდ, იქ, საღი აზრის ლოგიკას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.